პოდკასტის დეტალები

მეცნიერება ყველასათვის

PhD Juansher Jejelava

აღწერა

პირველი სამეცნიერო-გასართობი პოდკასტი ქართულ ენაზ…

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

127 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 1 13-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
109+1/2. როგორ გვეხმარება AI

🤖 როგორ გვეხმარება AI ასისტენტი პოდკასტის რუტინულ საქმეში — და სად ცდება? 109-ე ეპიზოდის საუბრის გაგრძელება, მინი ეპიზოდი: ჯუკა და ლუი იმაზე, თუ როგორ გვეხმარება AI ასისტენტი რუტინულ საქმეში — ტრანსკრიპტი, თავები, ტრეილერი, შორთები და ატვირთვა, მონტაჟს კი ისევ ჩვენ ვაკეთებთ. რატომ გაიაფდა იგივე სამუშაო ერთ თვეში ოცჯერ, როგორ უნდა მისცე აგენტს „ოქროს წესები“, მაუსი, რომელიც თავისით დადის, ჩინური აპლიკაცია, რომელიც AI-მ ხელახლა დაწერა, აუდიოწიგნები AI-ხმით, ხმის კლონირება და რატომ არის AI მუსიკა სამოყვარულო მუსიკის საპირისპირო. 🎙 წამყვანები: ჯუკა (პროფ. ჯუანშერ ჯეჯელავა) და ლუი ▶️ ეპიზოდი YouTube-ზე: https://youtu.be/hjoZUbKY0as 🛰 საუბრის დასაწყისი — ომი ორბიტაზე: ეპიზოდი 109 https://youtu.be/pl1vfTDyfVs ⏱ ეპიზოდის სარჩევი 0:00:00 AI ასისტენტები პოდკასტისთვის 0:00:33 ტრანსკრიპტი, თავები, ტრე

ტექნიკური დეტალები
GUID
df468c8850d5915bb9d22cad5d2680cd4123ae39596e8e911de84034acd6fba1
2026-11-20 00:22:57 მისმინე
109. ორბიტალური ომები

🛰 რატომ დაედევნა რუსული თანამგზავრი ფინურს და რას აკეთებს თანამგზავრი რობოტული ხელით? ჯუკა და ლუი ომზე ორბიტაზე: რუსული თანამგზავრი უკრაინისთვის მომუშავე ფინური ICEYE-ს გვერდით, სინთეზური აპერტურის რადარი და მზესთან სინქრონული ორბიტა, „ქათამი“ ორბიტაზე, ანტისატელიტური იარაღი — ინსპექტირება, ჩახშობა ზუსტ საათზე, ჩაჭერა და დაჯახება. ვის რამდენი სამხედრო თანამგზავრი ჰყავს, რატომ მოითხოვა ჩინეთმა 200 000 თანამგზავრი, კესლერის კასკადი, X-37B და შიჯიან-21-ის რობოტული ხელი, ისკანდერები და ფაბები, რომლებიც არ ფეთქდება, ევროპის საკუთარი თანამგზავრები, სტარლინკი და GPS-ის ჩახშობა. 🎙 წამყვანები: ჯუკა (პროფ. ჯუანშერ ჯეჯელავა) და ლუი ▶️ ეპიზოდი YouTube-ზე: https://youtu.be/pl1vfTDyfVs 🤖 საუბრის გაგრძელება — როგორ გვეხმარება AI: ეპიზოდი 109½ https://youtu.be/hjoZUbKY0as ეპიზოდი იწყება ანონსით; თავად საუ

ტექნიკური დეტალები
GUID
093311d6113cfad86d7c4da382fb3fa14070cf0ad6b5faa3c2f2f1b05efca361
2026-11-16 00:48:28 მისმინე
108. ქვეყანა როგორც ბიზნესი და უნებლიე პარლამენტარიზმი.

108-ე ეპიზოდის სტუმარია გოგა ხიშტოვანი — ბიზნეს-კვლევების ავტორი და ლექტორი, მონოგრაფიის „საპარლამენტო ზედამხედველობის სისტემის ინსტიტუციური ტრანსფორმაცია საქართველოში“ თანარედაქტორი. რატომ მიმართავს ქართული ბიზნესი კონსულტანტს გაკოტრებამდე ერთი დღით ადრე, რატომ ვერ იყიდება ქართული ლიმონათი ევროპაში, რატომ ინარჩუნებს იშვიათად ოჯახურ ბიზნესს მეორე თაობა და შეიძლება თუ არა ქვეყნის მართვა ბიზნესივით. მეორე ნაწილში — ბიძინა ივანიშვილის „სამეთვალყურეო საბჭოს“ მოდელი, დაქირავებული პრემიერები, როგორ თქვა პარლამენტმა თავისი ნებით უარი ზედამხედველობაზე და რას ნიშნავს „უნებლიე პარლამენტარიზმი“. გადაცემის წამყვანი: პროფ. ჯუანშერ ჯეჯელავა (ჯუკა) სტუმარი: გოგა ხიშტოვანი ------------ ### ### ### ------------ ეს ეპიზოდი არ შეიქმნებოდა რომ არა ჩვენი მხარდამჭერები: პროფ. ანდრია როგავა, გიორგი მეზვრიშვილი,

ტექნიკური დეტალები
GUID
16e23066c4c958510fe44f5358b1de29cbd6240e5ee7ada57ba557b06b523455
2026-11-09 01:52:57 მისმინე
107. რაში სჭირდება განათლება ბიზნესმენს? — არჩილ შიშმანაშვილი

107-ე ეპიზოდის სტუმარია არჩილ შიშმანაშვილი — ბიზნესმენი, მენტალური არითმეტიკის სკოლა „ნობელის“ თანადამფუძნებელი და ფიზიკის ოლიმპიადების ყოფილი მონაწილე. რა მისცა ზუსტმა მეცნიერებებმა ბიზნესში, როგორ მოარჩინა ოთხსაათიანმა წერებმა ოლიმპიადის სტრესი, არსებობს თუ არა უპირობო სიყვარული, რას განსაზღვრავს იღბალი და რას — უნარები, სჭირდება თუ არა ბიზნესმენს განათლება და რატომ იქმნება წარმატებული სტარტაპები 40 წლის შემდეგ. ბოლოს — ყურადღების ეკონომიკა, YouTube Shorts-ის მახე და ხელოვნური ინტელექტი სკოლაში და ბიზნესში. გადაცემის წამყვანი: პროფ. ჯუანშერ ჯეჯელავა (ჯუკა) სტუმარი: არჩილ შიშმანაშვილი ------------ ### ### ### ------------ ეს ეპიზოდი არ შეიქმნებოდა რომ არა ჩვენი მხარდამჭერები: პროფ. ანდრია როგავა, გიორგი მეზვრიშვილი, თამარ მეზვრიშვილი, დავით ჩიღვინაძე Pateron მხარდამჭერები: ანდრო ატოევი, ს

ტექნიკური დეტალები
GUID
f1bc78f1a8d156b3b93e890812cd604f8429ea0f76b4cf7453489f4f490aa57c
2026-11-02 01:01:56 მისმინე
103. ტყუილების უდიდესი ოსტატი (ოდისეა - ნაწილი 2)

„ოდისეას“ მეორე ნაწილში ლუი და ჯუკა თვითონ ჰომეროსის ტექსტს კითხულობენ: ოდისევსი — ტყუილების ოსტატი, საჩუქრები გადასახადის ფულით, ციკლოპი და ჯუჯა სპილოს თავის ქალა, სასიძოების ხოცვა და „ტელეგონიის“ წარმოუდგენელი ფინალი. ბოლოს — ნოლანის „ოდისეა“ და კითხვა: იყო კი ტროას ცხენი თუ გემი? დასაწყისში კი — კოსმოსური ოდისეა: რატომ ვერ გაგყინავენ 15 000 წელზე მეტხანს. პირველი ნაწილი: https://youtu.be/C95WliFJA-A ეპიზოდის წამყვანები: ჯუანშერ ჯეჯელავა (ჯუკა) და გიორგი ჭუჭულაშვილი (ლუი) --- ეს ეპიზოდი არ შეიქმნებოდა რომ არა ჩვენი მხარდამჭერები: პროფ. ანდრია როგავა, გიორგი მეზვრიშვილი, თამარ მეზვრიშვილი, დავით ჩიღვინაძე Pateron მხარდამჭერები: ანდრო ატოევი, სოფო გურაბანიძე, გიორგი ჯიბლაძე, ირაკლი ომაძე, იკა ჯავახიშვილი, გურამ ქველაძე, ცოტნე პეტრიაშვილი, ნოდარ კაჭკაჭიშვილი, თორნიკე ჯანაშვილი, გიორგი წყარო

ტექნიკური დეტალები
GUID
d4611aca6ba2e6ba64b72aabee7c2ab0dad6ab5e0eb41319ba2bf444bfcb6c6d
2026-10-25 01:48:10 მისმინე
104. დაავადებების 60% ცხოველებიდან მოდის

104-ე ეპიზოდში ჯუკას სტუმარია ზურაბ ჯავახიშვილი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გარეულ ცხოველთა დაავადებების ეკოლოგიის ცენტრის დირექტორი. ადამიანის დაავადებების თითქმის 60% ცხოველებიდან მოდის, ყველა გრიპი კი — ფრინველებიდან. რატომ იბადება პანდემიები აზიაში, სადაც იხვები და ღორები ერთად ცხოვრობენ? რას ნიშნავს H5N1? როგორ ვადევნებთ თვალს იხვებს GPS-ით და სიმ-ბარათით — და როგორ მივაგენით სომხეთში ჩვენი იხვის მონადირეს? რატომ არ იყვნენ ამერიკაში ირმები ლაიმის დაავადების დამნაშავეები და როგორ იყენებს ტკიპა სტატიკურ ელექტროობას იმისთვის, რომ მასპინძელთან მიიზიდოს. ბოლოს — სფერული ცხენი ვაკუუმში და Nullius in verba: მეცნიერებაში ავტორიტეტები არ არსებობს. სტუმრის ელფოსტა (იდეები და კითხვები): [email protected] გადაცემის წამყვანი: პროფ. ჯუანშერ ჯეჯელავა

ტექნიკური დეტალები
GUID
91ab148e4751cef178481a140047fdd29bf93c7d153f0567de045f8e6dba2879
2026-10-25 01:12:09 მისმინე
105. რა არის ბნელი მატერია?

105-ე ეპიზოდში ელემენტარული ნაწილაკების და მაღალი ენერგიის ორი სპეციალისტი - პროფ. ჯუანშერ ჯეჯელავა და PhD ზურა კეპულაძე - პასუხობს ხელოვნური ინტელექტის. ეპიზოდი პირველია ციკლიდან - ვუპასუხოთ ნაწილაკების ფიზიკაში 10 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას (FAQ). - რათქმაუნდა Gemini-ს ვერსიით. პასუხი I: რა არის ბნელი მატერია? რატომ არ ნიშნავს „ბნელი“ შავს, რატომ ბრუნავენ ვარსკვლავები გალაქტიკაში „არასწორი“ სიჩქარით და საიდან გაჩნდა აზრი, რომ სამყაროში უფრო მეტი ხილული ნივთიერება კი არ არის, არამედ რაღაც უხილავი მაგრამ მასიური სუბსტანცია - ბნელი მატერიაა? ტყვიის კლასტერი (Bullet Cluster), მოდიფიცირებული გრავიტაცია, ჯეიმს ვების გალაქტიკები ბნელი მატერიის გარეშე, ნეიტრინო და ანტარქტიდის ყინულში ჩამარხული დეტექტორი (IceCube). ექსპერიმენტი, რომლმაც სამ წელიწადში მხოლოდ ერთი (ისიც სავარაუდო) ხდომილება იჭ

ტექნიკური დეტალები
GUID
a2875e1ec5a99f50a8ac998c2df19f47c835fbc296a1d472ace8c0b5925fee9a
2026-10-25 00:32:01 მისმინე
106. ჰიბსის ველი ან როგორ უჩნდება ნაწილაკს მასა?

106-ე ეპიზოდში ჯუკა და ზურაბ კებულაძე — ორი ნაწილაკების ფიზიკოსი — Gemini-ს მეორე შეკითხვას პასუხობენ: რატომ აქვთ ნაწილაკებს განსხვავებული მასა და როგორ წარმოიქმნება ეს მასა ჰიგსის ველის მეშვეობით? სხეული წყალში და ორთქლიანი ბოთლი, რა არის ველი და რატომ არ არის ნაწილაკი ბურთი, „კვანტური“ ეზოთერიკა, სიმეტრიის სპონტანური დარღვევა და ჰიგსის მექანიზმი. მასის დეფექტი — რატომ არის ჰელიუმის ბირთვი თავის ნაწილებზე მსუბუქი და პროტონი თავის კვარკებზე მძიმე; პრეონები, ფეინმანის დიაგრამები, პოზიტრონი, რომელიც დროში უკან მიდის, რატომ არ აქვს ფოტონს მასა და შეიძლება თუ არა Big Crunch-ის დროს ყველაფერი ისევ უმასო გახდეს. გადაცემის წამყვანი: პროფ. ჯუანშერ ჯეჯელავა (ჯუკა) სტუმარი: PhD ზურაბ კებულაძე ### ეს ეპიზოდი არ შეიქმნებოდა რომ არა ჩვენი მხარდამჭერები: პროფ. ანდრია როგავა, გიორგი მეზვრიშვილი, თამარ მე

ტექნიკური დეტალები
GUID
e3cf7fc2c28fa34754f54d11b62f487a0fa161b000b0c0f997c76a4ff2700c77
2026-10-25 00:51:58 მისმინე
101. Rolf Pietrusky - Organ builder & Voicer (Alexander Schuke Potsdam Orgelbau)

This episode is recorded in English. How is the sound of an organ born? The question sounds simple — until you see that every single pipe is listened to, cut and adjusted by hand, and that the soul of the instrument appears exactly in that process. Our guest in this episode is Rolf Peitrusky, organ builder and voicer with 25 years of experience at Alexander Schuke Orgelbau. Together we take an organ pipe apart, watch how the sound changes with the smallest shift in airflow, and talk about why no precise measurement can replace the human ear. We cover the history of the organ, workshop traditions that go back 500 years, the secret tin-and-lead alloy whose loss damaged organs built in the 20th century, and what it takes to become an organ builder. Host: Prof. Juansher Jejelava (Juka) Guest:

ტექნიკური დეტალები
GUID
d2c2c5236c5e3e21ed355022fd938179bddb4834939aae92c76331bd5324c922
2026-09-26 00:53:25 მისმინე
102. მითიური ტროა (ჰომეროსი vs ისტორია)

პოდკასტის ამ ეპიზოდში წამყვანები (ჯუკა თბილისიდან და ლუი ვარშავიდან) მიმოიხილავენ ჰომეროსის ეპოსებს — „ილიადასა“ და „ოდისეას“, მათ ისტორიულ საფუძვლებს, გეოპოლიტიკურ კონტექსტს და თანამედროვე პოპ-კულტურულ ინტერპრეტაციებს. ეპიზოდის წამყვანები: ჯუანშერ ჯეჯელავა (ჯუკა) და გიორგი ჭუჭულაშვილი (ლუი) --- ეს ეპიზოდი არ შეიქმნებოდა რომ არა ჩვენი მხარდამჭერები: პროფ. ანდრია როგავა, გიორგი მეზვრიშვილი, თამარ მეზვრიშვილი, დავით ჩიღვინაძე Pateron მხარდამჭერები: ანდრო ატოევი, სოფო გურაბანიძე, გიორგი ჯიბლაძე, ირაკლი ომაძე, იკა ჯავახიშვილი, გურამ ქველაძე, ცოტნე პეტრიაშვილი, ნოდარ კაჭკაჭიშვილი, თორნიკე ჯანაშვილი, გიორგი წყაროველი, თათია ხორნაული HardCore მხარდამჭრი: მათე სულხანიშვილი; ბიჭიკო ჭელიძე პოდკასტის მუდმივი მხარდამჭრი: ნინო ჯეჯელავა --- პროექტის მხარდაჭერა შეგიძლიათ, BasisBank: GE24BS000000002554594

ტექნიკური დეტალები
GUID
4be059e29f44edb9d28fe1233d3d742f995c70f9adb2bb0b5c204bed32b6a8a7
2026-09-26 01:45:08 მისმინე

მეტი PhD Juansher Jejelava-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.