პოდკასტის დეტალები

შემდეგი პოდკასტი

NEXT.On.ge

აღწერა

ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

100 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 1 10-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
როგორ მუშაობს სიცოცხლე და შეგვიძლია თუ არა მისი შეცვლა?

შეგვიძლია თუ არა ადამიანის ბიოლოგიის შეცვლა და რამდენად შორს წავიდა მეცნიერება სიცოცხლის მექანიზმების შესწავლაში? პოდკასტის ამ ეპიზოდში მოლეკულურ ბიოლოგ გიორგი ზაალიშვილთან ერთად ვსაუბრობთ უჯრედულ სიცოცხლეზე, დნმ-ზე, გენეტიკაზე, გენურ ინჟინერიასა და ტექნოლოგიებზე, რომლებმაც შეიძლება ადამიანის ბიოლოგიური მომავალი შეცვალოს.

ტექნიკური დეტალები
GUID
2ef24cc851858118385f39d5d47b3708f5d6158a5ed54cdf4d323f3f5800f4be
2026-11-18 1:31:28 მისმინე
რატომ გაჩნდა სქესობრივი გამრავლება და შეიძლება თუ არა ის მომავალში შეიცვალოს

როგორ გაჩნდა სქესობრივი გამრავლება და რატომ აღმოჩნდა ის ევოლუციურად წარმატებული? რა უპირატესობები აქვს მას უსქესო გამრავლებასთან შედარებით და როგორ ჩამოყალიბდა ადამიანის რეპროდუქციული სისტემა? პოდკასტის სტუმარია რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია, რომელთან ერთადაც განვიხილავთ რეპროდუქციის ევოლუციას, განაყოფიერების ბიოლოგიურ მექანიზმებსა და თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის შესაძლებლობებს.

ტექნიკური დეტალები
GUID
6db8d4a1a75f7d01b9d1108b8303858fcc27d0a2f331217405e57e961f93d56c
2026-11-05 1:32:39 მისმინე
ხელოვნური ინტელექტის ეპოქა — ვქმნით ტექნოლოგიას, რომელიც სამყაროს შეცვლის?

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო სწრაფად ცვლის სამყაროს. ვდგავართ ახალი ინდუსტრიული რევოლუციის წინაშე, თუ საქმე გაცილებით მასშტაბურ ცვლილებებთან გვაქვს? ახალ ეპიზოდში ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე, შეზღუდვებზე, რისკებსა და იმ მომავალზე, რომელსაც ეს ტექნოლოგია გვიქმნის. პოდკასტის სტუმარია ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი.

ტექნიკური დეტალები
GUID
5663ca93605c1d440e1b956a75fedc0907a1389ecb7ea0fe176ddcd9d9b729b7
2026-10-23 1:46:33 მისმინე
როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო

რა არის ცნობიერება და როგორ ჩნდება "მე"? შეიძლება არსებობდეს ინტელექტი ცნობიერების გარეშე და შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ინტელექტი ოდესმე ცნობიერი გახდეს? პოდკასტის ახალ ეპიზოდში ფილოსოფოს თამარ ცხადაძესთან ერთად ვსაუბრობთ ცნობიერების ბუნებაზე, თანამედროვე თეორიებზე, ფილოსოფიურ ზომბებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. 🎙️ სტუმარი: თამარ ცხადაძე 🎙️ წამყვანი: დათო სამნიაშვილი

ტექნიკური დეტალები
GUID
bac294928c24d08760bec7ce16d0289eaf7dfd5fd8236e9f45bf23ce1a49dfa7
2026-10-01 1:57:41 მისმინე
რეალობის ყველაზე პატარა ნაწილაკები — რისგან შედგება სამყარო

დემოკრიტეს "განუყოფელი" ატომიდან კვარკებამდე — საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებამ მატერიის სულ უფრო ღრმა შრეები აღმოაჩინა. ფიზიკოს ჯუანშერ ჯეჯელავასთან ვსაუბრობთ ფუნდამენტურ ნაწილაკებზე, კვანტურ ველებზე, სტანდარტულ მოდელზე და მთავარ კითხვაზე — მივაღწიეთ თუ არა რეალობის ყველაზე ფუნდამენტურ დონეს?

ტექნიკური დეტალები
GUID
2970fa0ea20ee8629baf669b6504c0533c7b99dd8cf13288a7259dc9a7eeb1f9
2026-09-15 1:37:51 მისმინე
ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება | ნინო ჩხობაძე

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში კლიმატის ცვლილებასა და ელ-ნინიოზე ვსაუბრობთ — კლიმატურ მოვლენაზე, რომლის დროსაც ეკვატორული წყნარი ოკეანის ზედაპირული წყლები ჩვეულებრივზე მეტად თბება. ამ პროცესს შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდსა და კლიმატზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

ტექნიკური დეტალები
GUID
7795b2160dc0966f02459bd3fc9712a4d60f4925c9cc13c5e21cfe72c16ca1d9
2026-07-27 1:15:07 მისმინე
როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის | ზაალ კოკაია

შემდეგი პოდკასტის სტუმარი ზაალ კოკაიაა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ნეირომეცნიერია, რომელიც მრავალი წელია იკვლევს თავის ტვინის დაავადებებს და მუშაობს ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ტვინის დაზიანებების აღდგენაზე.

ტექნიკური დეტალები
GUID
546d1c3fb480e223dfd744de40711c7d75f3f418a1e03c4b21a4866691f87ef3
2026-07-23 2:02:11 მისმინე
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს — ინტერვიუ ეკატერინე ბერიშვილთან

ბიოხელოვნური პანკრეასი ტიპი 1 დიაბეტის სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ. ეს დაავადება მილიონობით ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, დღეს ამ დაავადებისგან სრულად განკურნვა შეუძლებელია, თუმცა ახალი კვლევა შეიძლება ამაში დაგვეხმაროს. პოდკასტის სტუმარია ეკატერინე ბერიშვილი, ექიმი და ჟენევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ტექნიკური დეტალები
GUID
e64b72afab11d1bc0d040c95821eca7140dd57f2df8d90cd08bc7c3147beb0e5
2026-05-20 40:42 მისმინე
როგორია ძაღლების ფსიქოლოგია — რა უნდა ვიცოდეთ ოთხფეხა მეგობრებზე

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში ადამიანის ოთხფეხა მეგობრებზე ვსაუბრობთ. რატომ არის ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლი ქუჩებში, როგორ უნდა მოვეპყროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და რა უნდა ვიცოდეთ მათთან ურთიერთობისას. ჩვენი სტუმარია ცხოველების უფლებადამცველი ნინო ჩლაიძე.

ტექნიკური დეტალები
GUID
45fe9a87d91d57bc5932641673428d00000ad436f4bdee0c6de31a1450a329db
2026-05-19 47:12 მისმინე
რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება

შემდეგი პოდკასტის ახალ ეპიზოდში მეცნიერების ფილოსოფიაზე ვისაუბრებთ. მოვიცავთ ფილოსოფიის დარგს, რომელიც შეისწავლის მეცნიერული ცოდნის საფუძვლებს, მეთოდებს, მოდელებს, ლოგიკასა და მეცნიერული კვლევის ვალიდურობას. პოდკასტის სტუმარია ფილოსოფიის დოქტორი თაზო თოხაძე.

ტექნიკური დეტალები
GUID
84dccf579d17897cfe25de6e8cc3d7464771062787f0203f5f803e2d81e7395a
2026-04-14 1:29:13 მისმინე

მეტი NEXT.On.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.