პოდკასტის დეტალები
შემდეგი პოდკასტი
NEXT.On.ge
აღწერა
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.
დეტალები
პოდკასტის უახლესი ეპიზოდები
100 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 4 10-დან
| ეპიზოდი და შინაარსი | თარიღი | ხანგრძლივობა | მისმინე |
|---|---|---|---|
|
გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში
გლობალური დათბობის ტემპი სულ უფრო ჩქარდება — კლიმატის ცვლილების შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. გლობალურ გამოწვევებთან ერთად, საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებებია შესამჩნევი ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, რა უნდა ვქნათ ამ პროცესებთან ადაპტირებისთვის. შემდეგი პოდკასტის 93-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია მარიამ დევიძე, გარემოს დაცვითი ექსპერტი და კლიმატის ცვლილებების მკვლევარი. ტექნიკური დეტალები
|
2024-02-06 | 1:02:23 | მისმინე |
|
CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები
სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური შოუ CES 2024 გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექკომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს. შემდეგ პოდკასტის 92-ე ეპიზოდში CES 2024-ს მიმოვიხილავთ. გიყვებით იმაზე, რაც CES 2024-ზე არ უნდა გამოგრჩენოდათ. ჩვენი სტუმარია ანტერპრენერი და ტექნოლოგიების ენთუზიასტი, ბექა ზაქაიძე. ტექნიკური დეტალები
|
2024-02-01 | 1:31:59 | მისმინე |
|
კლიმატის ცვლილება — როგორია პლანეტის მომავალი
კლიმატის ცვლილება სულ უფრო ჩქარდება — გლობალური დათბობის შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს. 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში ადამიანს და რა უნდა ვქნათ ამ პროცესების შესანელებლად? — შემდეგი პოდკასტის 91-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მუხიგულიშვილი, მკვლევარი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით. ტექნიკური დეტალები
|
2024-01-14 | 56:53 | მისმინე |
|
თოფები, მიკრობები და ფოლადი — კულტურების ევოლუცია
თოფები, მიკრობები და ფოლადი — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე მეცნიერის, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დოქტორის, ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარისა და ბიოგეოგრაფის, ჯარედ დაიმონდის მთავარი ნამუშევარია. - როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები?- რა საიდუმლო იმალება მათი უთანასწორობის მიღმა?- რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით?! ეს იმ მნიშვნელოვანი შეკითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დიამონდი თავის წიგნში სცემს პასუხს. შემდეგი პოდკასტის 90-ე ეპიზოდში ჯარედ დაიმონდის უმნიშვნელოვანეს წიგნზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნიკა სამუშია, რომელმაც წიგნი ინგლისურიდან ქართულად თარგმნა. ტექნიკური დეტალები
|
2023-12-13 | 57:57 | მისმინე |
|
თანამგზავრული ინტერნეტი — Starlink საქართველოში
ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ საქართველო უკვე იმ ქვეყნების სიაშია, სადაც Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტია ხელმისაწვდომი. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტს მთელ მსოფლიოში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადგილებისთვის, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. შემდეგი პოდკასტის 89-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ Starlink-ზე და იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ინტერნეტის მომავალი. ჩვენი სტუმარია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი. ტექნიკური დეტალები
|
2023-12-05 | 36:00 | მისმინე |
|
ტელესკოპები — როგორ დავინახოთ სამყარო
ტელესკოპი ბერძნული სიტყვაა და ის შორს ხედვას ნიშნავს. პირველი ასეთი ხელსაწყო ჰოლანდიაში, მე-17 საუკუნის დასაწყისში შექმნეს. დროსთან ერთად ეს ტექნოლოგია იხვეწებოდა და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა კოსმოსური ტელესკოპებიც. დღეს გვაქვს ისეთი მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, როგორიც ჯეიმს ვებია და ამასთან, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი, სამოყვარულო ტელესკოპი. შემდეგი პოდკასტის 88-ე ეპიზოდში ტელესკოპებზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ როგორც ამ ტექნოლოგიის ისტორიას, ისე აწმყოსა და მომავალს. პოდკასტი ასევე საინტერესო იქნება მისთვის, ვისაც ახლო მომავალში თავად აქვს ტელესკოპის შეძენა გადაწყვეტილი. ჩვენი სტუმარია სერგი კაპანაძე, აბასთუმანის ობსერვატორიის მკვლევრი და ფიზიკის დოქტორი. ტექნიკური დეტალები
|
2023-11-29 | 1:20:31 | მისმინე |
|
თავისუფალი ნება — გვაქვს თუ არა არჩევანი
რა არის თავისუფალი ნება და გვაქვს თუ არა ის? ეს ის შეკითხვაა რასაც დღეს თანამედროვე მეცნიერება სვამს. ნეირომეცნიერები გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეყრდნობა ბიოლოგიას, აღზრდას, გარემოებებსა და ცვალებადობებს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, უბრალოდ "ბიოლოგიური მანქანები" ვართ. თუ თავისუფალი ნება ილუზიაა, მაშინ მორალური პასუხისმგებლობებიც მოჩვენებითია. ჩვენ უბრალოდ ვხედავთ შედეგს იმისას თუ რას ვაკეთებთ და ვერ ვმართავთ მას?! პოდკასტში სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაგებას ვცდილობთ. ჩვენი სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს. ტექნიკური დეტალები
|
2023-10-31 | 1:46:35 | მისმინე |
|
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი — სამხედრო ტექნოლოგია
7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელზე თავდასხმა დაიწყო. სარაკეტო შეტევებს ჰამასის ტერორისტების აქტივობაც მოჰყვა. დღეს ისრაელი და ჰამასი ერთმანეთზე სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ. ამის პარალელურად მუშაობს ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი. გავრცელდა (დაუდასტურებელი) ინფორმაცია იმაზე, რომ ისრაელი რკინის სხივს, ლაზერულ თავდაცვით სისტემასაც იყენებს. ამის პარალელურად საინტერესოა ის ტექნოლოგია, რომელსაც ღაზაში ტერორისტები რაკეტების დასამზადებლად იყენებენ. პოდკასტში ვსაუბრობთ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტზე — განვიხილავთ იმას თუ რა სამხედრო ტექნოლოგიას იყენებენ მხარეები. ჩვენი სტუმარია გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებების სპეციალისტი. ტექნიკური დეტალები
|
2023-10-25 | 1:00:55 | მისმინე |
|
ადამიანის ევოლუცია — როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობა
ჩვენამდე დედამიწაზე ბევრი "ადამიანი" დააბიჯებდა. ჩვენ (ჰომო საპიენსი) დაახლოებით 200 000 წლის ვართ, მაგრამ აქამდე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ჰომო ჰაიდელბერგელსები და სხვა. მეტიც, ჰომო საპიენსს ადამიანის სხვა სახეობებთან თანაცხოვრებაც მოუწია. ესენი იყვნენ ნენადერტალელები და დენისოველები. თანამედროვე ადამიანში ამ სახეობების გენებიც კი გვხვდება. და მაინც, რას ნიშნავს ეს? როგორ გაჩნდა ჰომო საპიენსი და ვინ იყო ჩვენამდე? შემდეგი პოდკასტის 85-ე ეპიზოდში სწორედ ამ საკითხის გარკვევას შევეცდებით. ჩვენი სტუმარია ბიოლოგი ვასო გაბუნია. ტექნიკური დეტალები
|
2023-10-08 | 1:53:00 | მისმინე |
|
ენტროპია — სამყაროს ფუნდამენტი და ქაოსი
სამყარო ქაოსისკენ მიექანება და ამაში მთავარი დამნაშავე ენტროპიაა! ენტროპია სამყაროს ფუნდამენტია და ის მოქმედებს ყველაფერზე: გალაქტიკებზე, ვარსკვლავებზე, პლანეტებსა და თქვენს ცხელ ყავაზე! რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მაღალია ენტროპია, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ნაწილაკები უფრო ქაოსურად მოძრაობენ. ამიტომ, დილის ცხელ ყავას თუ მაგიდაზე დატოვებთ ის გაცივდება და არ გაცხელდება. ფიზიკოსების თქმით, სამყაროს ცვალებადობაც ენტროპიაა. და მაინც, რა არის ენტროპია? ამ ყველაფრის გარკვევაში შემდეგი პოდკასტის 84-ე ეპიზოდში ვეცდებით. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძე. ტექნიკური დეტალები
|
2023-10-04 | 1:33:50 | მისმინე |
მეტი NEXT.On.ge-დან
ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.
მსგავსი პოდკასტი
პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.