პოდკასტის დეტალები

შემდეგი პოდკასტი

NEXT.On.ge

აღწერა

ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

100 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 7 10-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
კვანტური მექანიკა — განუზღვრელი მიკრო სამყარო

კვანტური მექანიკა მიკრონაწილაკების (ელემენტარული ნაწილაკების: ატომების, ელექტრონების კვარკების და ა.შ.) და მისი სისტემების აღწერის კანონებს შეისწავლის. კვანტური მექანიკის კანონები მატერიის აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამ კანონებით იხსნება ატომების და ატომბირთვების აგებულება, ქიმიური ბმის ბუნება და რაც მთავარია ხსნის იმას, რისგანაც მთლიანად მატერიალური სამყარო შედგება. თუმცა, კვანტურ მასშტაბებზე ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს "ჩვენთან" მაკრო სამყაროში. კვანტურ მექანიკაში გვაქვს ნაწილაკების განუზღვრელობა, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულ ნაწილაკს ერთდროულად სხვადასხვა ადგილას ყოფნა შეუძლია. მისი დაფიქსირება შეიძლება დამზარაზე იყოს დამოკიდებული. მეტიც, კვანტური მექანიკის მახასიათებლებს უამრავ თანამედროვე ტექნოლოგიაში ვიყენებთ, ექსპერტების თქმით, მომავალი კვანტურია და კო

ტექნიკური დეტალები
GUID
08aaa0d37dc77521f4d4dd566ae6fdc2bdc08c8036a9dc67e57f6ddb39e2e4f0
2022-08-02 1:12:14 მისმინე
ჯეიმს ვების პირველი ფოტოები — რა დავინახეთ

კაცობრიობას ახალი თვალი აქვს და ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია! ვები 25 დეკემბერს გაეშვა და ის 100-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ტელესკოპი ორბიტაზე განთავსდა, დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით. მისი შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო. ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს. და აი ისიც, სულ ცოტა ხნის წინ, 12 ივლისს ჩვენ ყველამ ვების პირველი სამეცნიერო ფოტოები ვიხილეთ. მას შემდეგ კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე რეკორდები მოხსნა, მეტიც, ის ახლა თავის რეკორდებსაც ხსნის. პოდკასტში ვების მიღწევებზე ვსაუბრობთ, მის პირველ ფოტოებზე და იმაზე თუ რა დავინახეთ. პოდკასტის სტუმრები არიან საზოგადოებრივი

ტექნიკური დეტალები
GUID
9bec369b9042d4bbef43fbf38ae0649a5c6fc1100b8aee77f814855e6b20866c
2022-07-29 59:28 მისმინე
კიბორგობა თუ ადამიანობა — როგორი იქნება მომავალი

პოსტჰუმანისტებსა და ტრანჰუმანისტებს მიაჩნიათ, რომ ჰომო საპიენსი ტექნოლოგიების შუამავლობით, სამყაროს ზნეობრივი იერარქიის სათავეში არ უნდა იყოს. დღეს ადამიანი უკვე იცვლება და ამაში დიდი როლი სწორედ ტექნოლოგიებს აქვთ. იმპლანტები, გენური ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი — ეს ყველაფერი ადამიანის ფიზიკურად შეცვლას წინასწარმეტყველებს. ეს სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას (ჩვენ), როგორც სიცოცხლის ფორმას საბოლოოდ შეცვლის. ჩვენი სასაუბრო თემაც სწორედ ეს არის, ვეცდებით გავიგოთ თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი — ჰომო საპიენსების მომავალი, იქნება ის კიბორგული თუ ადამიანური. ამ ყველაფრის გარკვევას მწერალ, მუსიკოს და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილ ჰომო საპიენსთან, ზურა ჯიშჯარიანთან ერთად შევეცდებით.

ტექნიკური დეტალები
GUID
383b2983212a159ddfe528992518eb68f7edf81e98e5a50dc77dd82b311ff7fb
2022-06-30 1:13:18 მისმინე
ტრანსპორტის მომავალი — მფრინავი და თვითმართვადი მანქანები

ტრანსპორტი ჩვენთვის გადაადგილების საშუალებაა. ამ მხრივ ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა კომფორტის შექმნას, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისვლის გამარტივებას და რაც მთავარია, გადაადგილების დაჩქარებას. დღეს გვყავს მანქანები, თვითმფრინავები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სულ უფრო აქტუალური ხდება ელექტრონული ავტომობილები, მფრინავი მანქანები და თვითმართვადი მოწყობილობები. მომავალში მძღოლის პროცესია შეიძლება ისევე გაქრეს, როგორც 20-ე საუკუნეში სხვა უამრავი საქმიანობა. პოდკასტში ვსაუბრობთ ტრანსპორტზე და მის მომავალზე. განვიხილავთ იმას თუ როგორი იქნება მომავალში გადაადგილების საშუალებები. ჩვენი სტუმარია ზვიად სულაბერიძე, ინჟინერი და თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ტექნიკური დეტალები
GUID
36b2b1e758d302d83e10aa73ef117f06ef172f7e0522c1fc90e5d28a91151c16
2022-06-22 1:36:37 მისმინე
მზის სისტემა — როგორ გაჩნდა დედამიწა

მზის სისტემა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან შედგება. ამ სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლისგან მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86%) მზეზე მოდის. ჩვენი პლანეტა დედამიწა მზის გარშემო მბრუნავი ერთ-ერთი პლანეტაა. ერთი შეხედვით ეს სისტემა იდეალურად მუშაობს, მაგრამ როგორ გაჩნდა ის, როგორი იყო მზე და პლანეტები თავის პირველ წლებში, რა ფუნქცია აქვთ პლანეტების თანამგზავრებს (მთვარეებს) და რა არის მზის სისტემის მომავალი. პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი გიორგი ხომერიკი.

ტექნიკური დეტალები
GUID
e1838aaf15f49448ccbe4f9326541ea88c90336f54fa502d36f711b466f53205
2022-06-03 1:15:03 მისმინე
რობოტიკა და ავტომატიზაცია — როგორი იქნება მომავალი

რობოტიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ავტომატიზაცია. რუტინულ სამუშაოებში ადამიანს მანქანები ანაცვლებს, რითაც ჩქარდება განვითარება და წარმოება. ავტომატიზაცია მოიცავს ტექნოლოგიების ფართო სპექტრს, სადაც ადამიანების ფიზიკური ჩართულობა სულ უფრო მცირდება და ეს რობოტიკაზე დამოკიდებული ხდება. პროგრესის პარალელურად ჩნდება შეკითხვები სადამდე გაგრძელდება ავტომატიზაცია და როგორი იქნება მომავლის პროფესიები. პოდკასტის 59-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ რობოტიკასა და ავტომატიზაციაზე — მიმოვიხილავთ პერსპექტივებს და შევეცდებით გავიგოთ თუ როგორი იქნება მომავალი. ჩვენი სტუმარია გიორგი მამალაძე, გამომგონებელი და პროგრამისტი, რომელიც ამჟამად მიუნხენში, კომპანია Siemens-ში მუშაობს.

ტექნიკური დეტალები
GUID
ab568e3a5ac1dd40ef8099c24e2020646d319184fe893e6c0a01e1559c59d7d8
2022-05-31 1:11:34 მისმინე
დიდი ადრონული კოლაიდერი — კაცობრიობის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი

დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ძლიერი ნაწილაკების ამაჩქარებელია. ის 2008 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე კაცობრიობას უდიდესი აღმოჩენები მოუტანა. LHC შედგება ზეგამტარი მაგნიტების რგოლისგან და აქვს მრავალი მოწყობილობა. კოლაიდერი ცენრნში, საფრანგეთ-შვეიცარიის საზღვარზე ჟენევასთანაა ახლოს და ის მიწისქვეშ 27 კილომეტრზეა გადაჭიმული. კოლაიდერი მუდმივად ახლდება, ის ახლაც მოდიფიკაციას გადიოდა და 3 წლიანი შესვენების შემდეგ, მეცნიერები ახალი ექსპერიმენტებით შეეცდებიან გაიგონ თუ რა არის ბნელი მატერია, როგორია ნაწილაკების როლი და რაც მთავარია, რატომ გაჩნდა სამყარო. პოდკასტსში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარია შოთა ცისკარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გამოთვლითი ცენტრის სამეცნიერო დირექტორი.

ტექნიკური დეტალები
GUID
108771f1f6f9a45d42e6110b349dd4da197e368944d63920eadf4526d4f2e531
2022-05-26 1:01:05 მისმინე
ადრეული ადამიანები დმანისში — ბრძოლა გადარჩენისთვის

ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჩვენამდე — ჰომო საპიენსამდე, იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები და სხვა. არქეოლოგების აზრით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად. დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმანისში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსები. ეს მტკიცებულებაა, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანის უძველესი წინაპრები დღევანდელ საქართველოში სახლობდნენ, საიდანაც ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ. პოდკასტის 56-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ დმანისში მცხოვრებ ადრეულ ადამიანებზე და იმაზე თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი. ჩვენი სტუმარია ანა მარგველაშვილი, მკვლევარი და პალეოანთროპოლოგი.

ტექნიკური დეტალები
GUID
0285cc9818a293a59e9f81f07fb90954efa9a6144af8be4b4f58289f6cc0b792
2022-04-30 1:05:23 მისმინე
ომის ევოლუცია — სამხედრო ტექნოლოგია

პირველი პრიმიტიული "სასროლი იარაღი", იგივე ატლატლი 30 000 წელზე მეტით ხნით თარიღდება და მშვილდის წინაპრად ითვლება. უშუალოდ ომისთვის სპეციალიზებული ტექნოლოგიის ყველაზე ადრეული მტკიცებულება კი იერიხონის ქვის კედლებია, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინ არის აგებული. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიარაღებაც ვითარდებოდა და ის სულ უფრო ლეტალური ხდებოდა. უკვე დღეს ადამიანებს ისეთი იარაღი გვაქვს რის გამოყენებასაც პლანეტაზე სიცოცხლის დასრულებაც კი შეუძლია. ამის პარალელურად ჩნდება ფრონტის ახალი ხაზები, ისეთი როგორიც კიბერუსაფრთხოება და ჰაკერული ომია. პოდკასტში ვსაუბრობთ ომის ევოლუციაზე და იმაზე თუ როგორ იცვლებოდა ის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. ჩვენი სტუმარია გიორგი ანთაძე, ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებების ხელმძღვანელი.

ტექნიკური დეტალები
GUID
eb86d64a56dbacb0aeeacb0e223fdd91eb85debc71cfcd4051403e055f8cce7d
2022-04-26 1:21:01 მისმინე
ლაბორატორიული ხორცი — როგორია საკვების მომავალი

ლაბორატორიული ხორცი, როგორც სიტყვა გვეუბნება ლაბორატორიაში წარმოებული საკვებია, რომელიც ქსოვილის მცირე ნიმუშის დამუშავებით იზრდება. უჯრედები, რომლებსაც ლაბორატორიებში ზრდიან, ზუსტად ისეთივეა, როგორც მაგალითად ძროხის კუნთოვან სისტემაში. უჯრედებს ჯანმრთელი ცხოველისგან იღებენ (ცხოველი პროცესში არ კვდება) და მას საჭირო ნივთიერებებით კვებავენ, მანამ სანამ გაყოფასა და ზრდას არ დაიწყებენ. ამ პროცესს, დაახლოებით, 3 კვირა სჭირდება. ლაბორატორიაში მოყვანილი ხორცი, ტრადიციული გზით მიღებულთან შედარებით, 80%-ით ნაკლებ სათბურის აირებს გამოსცემს, 99%-ით ნაკლებ მიწას იკავებს და 96%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს. პროდუქტის მიღების პროცესი 20-ჯერ უფრო სწრაფია და იმაზე იაფია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ, როგორი იქნება საკვების მომავალი. ჩვენი სტუმარია Next.On.g

ტექნიკური დეტალები
GUID
601044fa425a3824bd566f9ba59dd77a5062d0773e79816e67699ca5a91948c4
2022-04-21 55:01 მისმინე

მეტი NEXT.On.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.