პოდკასტის დეტალები

შემდეგი პოდკასტი

NEXT.On.ge

აღწერა

ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

100 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 8 10-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი

ჩვენთვის ხილული სამყარო; დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 5%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი — სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება. ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს ხილულ მატერიასთან და სრულიად უხილავია ნებისმიერი ტიპის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში. მიუხედავად ამისა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ის არსებობს, რადგან ამით იხსნება შესამჩნევი გრავიტაციული ეფექტი გალაქტიკებსა და გალაქტიკათგროვებზე. ბნელი ენერგია კიდევ უფრო შეუცნობელია. ის ბნელი მატერიის საპირისპიროდ აღიქმება და სამყაროს გაფართოების აჩქარებასთანაა დაკავშირებული. პოდკასტში ბნელ მეტერიასა და ბნელ ენერგიაზე ვსაუბრობთ. განვიხილავთ იმას თუ რა არის სამყაროს უხი

ტექნიკური დეტალები
GUID
d7c22cb4cafc318c2105452495252fab95273de01b2e1132fd574423c3d5c2bf
2022-04-05 1:07:11 მისმინე
ტრანზისტორების ისტორია — მურის კანონის დასასრული

ტრანზისტორის გამოგონების შემდეგ, მათი რაოდენობა, სტაბილურად იზრდება, რამაც ბოლო 70 წლის განმავლობაში გამოთვლითი სიმძლავრის ექსპონენციალური ზრდა გამოიწვია. თუმცა, არსებობს გამოწვევა და ეს ტრანზისტორების ზომაში დაპატარავებაა. 2022 წლის მურის კანონის პრობლემაც ესაა, ტრანზისტორის ზომა ახლა უკვე იმდენად მცირეა, რომ უბრალოდ მათი დაპატარავება აღარ შეგვიძლია — ეს კი ტექნოლოგიების პროგრესს საფრთხე უქმნის. პოდკასტში ტრანზისტორებზე და მურის კანონის დასასრულზე ვსაუბრობთ. ვცდილობთ გავიგოთ, თუ რა იქნება ტრანზისტორების ეპოქის შემდეგ. ჩვენი სტუმარია დავით ჩეჩელაშვილი, ანტერპრენიორი, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარებაზე მუშაობს.

ტექნიკური დეტალები
GUID
c9ee2bc3609f1ba80f85aa760370f98622cd43b65b92d038d71938c20e10d9bf
2022-03-31 1:02:23 მისმინე
კიბერუსაფრთხოება ომისას — კიდევ ერთი ფრონტის ხაზი

სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემების უმეტესობა კომპიუტერებში ინახება. ციფრულ სისტემებშია თავმოყრილი ბანკების, ტრანსპორტის, სატელიტების, საკომუნიკაციო არხებისა თუ მედიის მართვის სადავეებიც. შესაბამისად, მათი სამიზნეში ამოღებით სხვადასხვა ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მიყენებაა შესაძლებელი. დღეს ფრონტის ხაზი ციფრულ სამყაროზეც გადის. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში რუსეთმა დაიწყო უკრაინული ვებსაიტების წინააღმდეგ შეტევა. თავდასხმები მიზნად ისახავდა უკრაინის საბანკო და თავდაცვის ვებგვერდებს დაბლოკვას. ამის პარალელურად, უკრაინულმა მხარემ კიბერსივრცეში გამოიყენა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულია სოციალური მედიისა და ტელეგრამის არხებით. აღსანიშნავია მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი ჰაკერული დაჯგუფება ანონიმუსიც, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვს

ტექნიკური დეტალები
GUID
5c2c12da8b7ba824db57d25ff377bd65c51cdd8637d6e557705a87411baeae29
2022-03-29 1:19:41 მისმინე
მედია და ტექნოლოგიები — საინფორმაციო ომი

მედია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებების ერთობლიობაა. ციფრული სამყაროსა და ტექნოლოგიების ეპოქაში მისი ძალა იმაზე დიდია ვიდრე ეს ოდესმე. დღეს მედია პირდაპირ დაკავშირებულია ტექნოლოგიების განვითარებასთან და შესაბამისად გარდაიქმნება. სწორედ ეს განსაზღვრავს ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეს — მტრედებიდან ინტერნეტამდე. ამის ფონზე სულ უფრო მეტი ძალა ცდილობს მედიით მანიპულირებას და ინფორმაციის თავის სასარგებლოდ წარმოჩინებას. ამის მაგალითია რუსეთის მიერ სამთავრობო მედიის გამოყენება და ამით აგრესიის გამართლების მცდელობა. პოდკასტში ვსაუბრობთ მედიისა და ტექნოლოგიების კავშირზე. ამასთან, ვმსჯელობთ საინფორმაციო ომზე და იმაზე თუ როგორ იყენებენ მას სხვადასხვა ძალები (რუსეთი) ისეთ ფართო მასშტაბიან კონფლიქტში როგორიც რუსეთ უკრაინის ომია. ჩვენთან ერთად არის ჟურნალისტი და მედიაჩეკერის

ტექნიკური დეტალები
GUID
30c005f6718c0a57b954f7943a5df21464d48dd8fffe2e592d8d36f396c0746f
2022-02-28 1:29:30 მისმინე
სოციალური ქსელები — წარსული, აწმყო და მომავალი

ციფრული სამყაროს გამოჩენასთან ერთად სოციალური ქსელების განვითარება მოხდა და დღეს მათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ინფორმირებულობის, ნდობისა და ლოიალურობის მხრივ გადამწყვეტი როლი აქვს. სოციალური ქსელები ეს ის სივრცეა, სადაც კონტენტს ძირითადად თავად მომხმარებლები ქმნიან, მაგრამ ამ პროცესებს უმძლავრესი ალგორითმები აკვირდებიან. . . პოდკასტში ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როდის გამოჩნდა პირველი სოციალური ქსელები, რა ხდება დღეს და რაც მთავარია, რა იქნება შემდეგი — როგორი იქნება სოციალური ქსელების მომავალი? ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი და On.ge-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი დოდი ხარხელი.

ტექნიკური დეტალები
GUID
32207f5c9fb400c01856fafaa69d82779a3694a32a03fd0c3dce0ee56ab980f0
2022-02-22 1:22:08 მისმინე
დამატებითი განზომილებები — როგორია სამყარო

ფიზიკაში დამატებითი განზომილებები შემოთავაზებულია სამი სივრცითი და ერთი დროითი განზომილებების მიღმა (3 + 1). მეცნიერებაში დამატებითი განზომილებების შესწავლის პირველი მცდელობები დაფუძნებულია კალუზა-კლეინის თეორიაზე. დღეს უკვე სხვადასხვა სამეცნიერო თეორია მიგვანიშნებს, რომ სამყაროში შეიძლება იყოს ბევრად მეტი განზომილება ვიდრე ამას ჩვენ აღვიქვამთ. დღევანდელ პოდკასტში ვსაუბრობთ იმ დამატებით განზომილებებზე, რომლებიც სცდება ჩვენს გამოცდილებასა და ყოველდღიურობას. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის ფიზიკოსი და Carnegie Mellon University-ის მკვლევარი ბექა მოდრეკილაძე.

ტექნიკური დეტალები
GUID
02a80833e075b6e3e88d31665e9bab0077a6b3e05c4b4a7991601ce11f1c152a
2022-02-04 1:26:56 მისმინე
დიზაინ სისტემა — კომპონენტების ცენტრალური ბიბლიოთეკა

დიზაინ სისტემა კომპონენტების ცენტრალური ბიბლიოთეკა და ხშირად გამოყენებადი ელემენტების ნაკრებია. ეს მოიცავს როგორც ზოგადად დიზაინს, ისე დეველოპმენტს. ინოვაციური სისტემა საერთო ბიბლიოთეკაა, ერთგვარი ბრენდბუქი, რომელიც ერთ სტანდარტშია მოქცეული, რაც კომპანიას ციფრული არხების საერთო კონცეფციის გარშემო გაერთიანების საშუალებას აძლევს. დიზაინ სისტემაში ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა სხვადსხვა ციფრული არხების გასანვითარებლად ერთ ცენტრალურ სისტემაზეა მოქცეული. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ ინოვაციურ სისტემაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტუმარია თემურ მინდიაშვილი, საქართველოს ბანკის UX დიზაინ სამსახურის უფროსი.

ტექნიკური დეტალები
GUID
fb10774fb11d884829e5ca711d4c3d70afe9b7015bc35a566000b27af8d0ab32
2022-01-31 39:01 მისმინე
სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში — საინვესტიციო შესაძლებლობები

პოდკასტში ვსაუბრობთ სტარტაპ ეკოსისტემაზე საქართველოში — ის თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან, როგორ ვითარდება ეს სფერო და რა პერსპექტივები აქვს მას. ასევე, ვმსჯელობთ საინვესტიციო კლიმატზე — როგორ შეიძლება სტარტაპებმა მიიღონ დაფინანსება საქართველოში. და რაც მთავარია, როგორ უნდა დავაფუძნოთ სტარტაპი და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის. ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენთან ერთად არის დავით ჩიხლაძე, საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Investo-ს დამფუძნებელი.

ტექნიკური დეტალები
GUID
d004f7b79f11e5b556ad93b9022200e6fe64ab7592a2a98ad3ca53de3bebe31a
2022-01-31 47:50 მისმინე
წლის შეჯამება — რა შეცვალა 2021-მა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში

2021, მიუხედავად პანდემიისა და უამრავი სხვა გამოწვევებისა, მეცნიერებისთვის საკმაოდ საინტერესო და კარგი წელი გამოდგა. სწორედ პანდემია არის ფაქტორი, რომელმაც მეცნიერების განვითარების აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. მიუხედავად დაბრკოლებებისა, კვლევები და ზოგადად მეცნიერების პროგრესი არ შენელებულა და რაღაც ასპექტში, დაჩქარდა კიდევაც. დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვაჯამებთ გასულ წელს და მიმოვიხილავთ 2021-ში მომხდარ მთავარ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სიახლეებს.

ტექნიკური დეტალები
GUID
674378ea48444f719bc9c4d1790dc95e1e36887881177deb1b4b219925c21042
2022-01-10 1:30:11 მისმინე
ჩიპების იმპალნტაცია და ბიოჰაკინგი — როგორი იქნება მომავალი

დღეს უკვე ათასობით ადამიანი ატარებს სხეულით მიკროჩიპს და ელექტრონულ გადამცემს. ეს შეიძლება იყოს როგორც სამედიცინო დანიშნულების მხრივ, ისე უბრალოდ ყოველდღიურობის გასამარტივებლად. სამედიცინო დანიშნულების გარდა, მსგავს მოწყობილობებს საკრედიტო ბარათების, სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციას შეთავსება შეუძლიათ. ბევრი ამ ყველაფერს სკეპტიკურად უდგება, არის სპეკულაციებიც, მაგრამ როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, მსგავს ტექნოლოგიებში არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული არ არის. ეს ტექნოლოგიები უკვე აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით შვედეთში. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. როგორია მსგავსი ტექნოლოგიების პრაქტიკული დანიშნულება და რა იქნება მათი მო

ტექნიკური დეტალები
GUID
e4c359fb5d508b814f5a8b71b0fc6ba5472f3009c4a98d089188edaa226adc2b
2021-12-29 1:08:05 მისმინე

მეტი NEXT.On.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.