პოდკასტის დეტალები
შემდეგი პოდკასტი
NEXT.On.ge
აღწერა
ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.
დეტალები
პოდკასტის უახლესი ეპიზოდები
100 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 9 10-დან
| ეპიზოდი და შინაარსი | თარიღი | ხანგრძლივობა | მისმინე |
|---|---|---|---|
|
ჯეიმს ვების ტელესკოპი —კაცობრიობის ახალი თვალი
სულ მალე კაცობრიობას ახალი თვალი ექნება და ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია. ტელესკოპი ამ თვეში — 25 დეკემბერს გაეშვება და ის 100-ჯერ უფრო მძლავრი იქნება ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. ის ორბიტაზე განთავსდება დედამიწიდან დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით. ტელესკოპის შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო. ვების ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს. პოდკასტში სწორედ ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია მიხეილ ჭაბუკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეცნიერო ჟურნალისტი. შენიშვნა: პოდკასტის ჩაწერის მომენტში გაფრენა 24 დეკემბერს იყო ჩანიშნული. მას შემდეგ კი ის გადაიდო და 25 დეკემბერს ჩაინიშნა. ტექნიკური დეტალები
|
2021-12-23 | 1:01:18 | მისმინე |
|
შემდეგი პოდკასტი: ევოლუცია — სიცოცხლის გვერდითი ეფექტი
ევოლუცია მომდევნო თაობებში ბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვალებადობაა — ეს მშობლიდან ნაშიერს რეპროდუქციის შედეგად გადაეცემა. სწორედ ევოლუციამ წარმოშვა ბიომრავალფეროვნება ბიოლოგიური ორგანიზმების ყველა დონეზე, სახეობის, ინდივიდუალური ორგანიზმებისა და მოლეკულების ჩათვლით. მეცნიერები ზოგჯერ ევოლუციას სიცოცხლის გვერდით ეფექტსაც ეძახიან, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლე მსგავსი პროცესების გარეშე წარმოუდგენელია. პოდკასტში სწორედ ევოლუციაზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ რა არის ის და როგორია მასთან ერთად "თანაცხოვრება" და რამდენად შევძლებთ მის კონტროლს. ჩვენი სტუმარია ბიოინჟინერი, თეიმურაზ გოჩიტაშვილი. ტექნიკური დეტალები
|
2021-11-30 | 1:38:39 | მისმინე |
|
DataFest Tbilisi — 5 წელი მონაცემთა სამყაროში
DataFest Tbilisi არის პირველი ყოველწლიური საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აერთიანებს უამრავ საინტერესო ადამიანს, როგორც საქართველოდან ისე უცხოეთიდან. ღონისძიებაზე სასაუბრო თემებია ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, სტარტაპ ინდუსტრია და რაც მთავარია მონაცემები — როგორც მას ეძახიან ციფრული სამყაროს ნავთობი. ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში მეხუთედ ტარდება და მას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მონაცემების ფესტივალი. პოდკასტში სწორედ Data Fest-ზე ვსაუბრობთ, მიმოვიხილავთ როგორც ზოგადად ფესტივალის ისტორიას, ისე მის განვითარებას, აწმყოს და რაც მთავარია პერსპექტივებს. ჩვენი სტუმრები არიან ნინო მაჭარაშვილი და თეონა თომაშვილი Data Fest-ის საორგანიზაციო გუნდის წევრები. ტექნიკური დეტალები
|
2021-11-27 | 1:11:33 | მისმინე |
|
მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი
28 ოქტომებრს გახდა ცნობილი, რომ Facebook-ის ახალი სახელი Meta იქნება. (იცვლება მხოლოდ კომპანიის სახელი, მათ მიერ შექმნილი პროდუქტებს იგივე ერქმევა). ერთი შეხედვით გაუგებარი ცვლილება პირდაპირ დაკავშირებულია მეტავერსთან. კომპანიას აქვს ამბიცია შექმნას მეტავერსი — ერთგვარი ციფრული რეალობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეგრძნებების დონეზე დაუკავშირდებიან. საუბარია ისეთ ვირტუალურ რეალობაზე, სადაც ადამიანები შეძლებენ თამაშს, კონცერტზე დასწრებას, შოპინგს, ბიზნესის კეთებას და თითქმის ყველაფერს (თუ მეტს არა) რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვაკეთებთ. ეს ინტერნეტის მომავალია, სადაც ინფორმაციის ბრტყელი ეკრანებიდან მიღების ნაცვლად, შეგვეძლება, შიგნით, ვირტუალურ რეალობაში გადავიდეთ. პოდკასტში სწორედ მეტავერსზე ვსაუბრობთ, ვცდილობთ გავიგოთ თუ როგორი იქნება ის და რა იქნება ინტერნეტის მომავალი. პოდკასტის სტუმარია ტექნიკური დეტალები
|
2021-11-10 | 1:33:14 | მისმინე |
|
ბიოარტი — მომავლის ხელოვნება
ბიოარტი ხელოვნების ახალი მიმდინარეობაა, რომელიც სულ რამდენიმე წელია არსებობს. ბიოარტის ფუნდამენტური განმასხვავებელი შემდეგია — ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს ცოცხალი. ის იბადება, იზრდება და კვდება — როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმი. ბიოარტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სამეცნიერო კვლევებში. ხელოვნების ეს მიმდინარეობა პირდაპირ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან: ბიოლოგიასთან, გენურინჟინერიასთან, პროგრამირებასთან და სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან. ეს ხელოვნება ძირითადად მზადდება ლაბორატორიებში, მას ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები სჭირდება და თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მომავლის ხელოვნება. პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენთან ერთად მწერალი, მუსიკოსი და პოსტჰუმანისტური იდეებით შეპყრობილი ჰომო საპიენსი — ზურა ჯიშჯარიანია. ტექნიკური დეტალები
|
2021-10-31 | 1:21:19 | მისმინე |
|
FACEBOOK — პრობლემები, უსაფრთხოება და ამბიციები
ფეისბუქი 2004 წელს დაფუძნდა, დღეს სოციალური მედიის გიგანტს 3 მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს და ის ასობით მილიარდ დოლარად არის შეფასებული. თუმცა, წარმატებებთან ერთად არსებობს პრობლემები. 4 ოქტომბერს ფეისბუქი და მის მფლობელობაში არსებული ისეთი გიგანტი პლატფორმები, როგორებიცაა Messenger, Instagram და Whatsapp გლობალურად გაითიშა. ამასთან, არსებობს უსაფრთხოების პრობლემები — ჩნდება შეკითხვა, რამდენად უსაფრთხოა ფეისბუქი და რამდენად დაცულია იქ ჩვენი ინფორმაცია?! პოდკასტში სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ როგორც სოციალური სოციალური მედიის ამბიციებს, ისე პრობლემებსა და უსაფრთხოების ფაქტორებს. ჩვენი სტუმარი გიორგი იაშვილია, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი. ტექნიკური დეტალები
|
2021-10-25 | 1:32:09 | მისმინე |
|
ტვინი და ვიდეოთამაშები — რა იცვლება
პირველ ვიდეოთამაშად ითლება 1940 წელს შექმნილი თამაში სახელად მიმატრონი. ეს უზარმაზარი მანქანა იყო, რომელიც სათამაშო აპარატს ჰგავდა და მოთამაშეს სთავაზობდა კომპიუტერთან ერთად ნათურის ჩაქრობას. დღეს ვიდეოთამაშების ინდუსტრია 160 მილიარდ დოლარზე მეტად ფასდება. როგორც კვლევები და ტვინზე დაკვირვებები აჩვენებს, ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღებაში, თავსატეხების ამოხსნასა და მოტორიკაში აქტიურად ავარჯიშებს. ამის ფონზე არ წყდება მითები, თუ საფუძვლიანი ეჭვები, რის მიხედვითაც ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს აზიანებს. პოდკასტში სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით, ვისაუბრებთ ვიდეოთამაშებზე, ტვინზე და იმაზე თუ როგორ ცვლის ეს ორი ერთმანეთს. ამაში კი ჩვენი დღევანდელი სტუმარი გოჩა გოლუბიანი დაგვეხმარება — ბიოლოგი და ვიდეოთამაშების დიდი ენთუზიასტი. ტექნიკური დეტალები
|
2021-10-18 | 1:34:16 | მისმინე |
|
გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესია. მასში დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიანი მატება იგულისხმება. კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის თანახმად, ბუნებრივი ფაქტორების გარდა ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე XX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული გლობალური დათბობის დომინანტური ფაქტორია. ამის ფონზე ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ 1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. ერთი შეხედვით ეს დიდი არაფერია, მაგრამ რეალურად ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათოა. მეტიც, 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია. რას ნიშნავს ეს, რაზე აისახება გლობალური დათბობა, რა პროცესები იწვევს მას და როგორ მოქმედებს ის ჩვენზე, პლანეტაზე და რა უნდა ტექნიკური დეტალები
|
2021-09-30 | 1:08:28 | მისმინე |
|
ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე
ჰომო საპიენსი (ჩვენ) დაახლოებით 200 000 წელია რაც არსებობს. დღეს ჩვენ ვქმნით ცივილიზაციებს, ქალაქებს, ვფიქრობთ კოსმოსის ათვისებაზე, რადგან პლანეტაზე თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც ფეხი არ დაგვიდგამს, მაგრამ ოდესღაც დედამიწაზე სხვა "ადამიანებიც" დააბიჯებდნენ. ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჰომო საპიენსამდე, ბევრად უფრო ადრე იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები, ნეანდერტალელები — არქეოლოგების აზრით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა – ჰომო საპიენსი – გადარჩა. დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმანისში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსები, ზეზვა და მზია. ეს მტკიცებულებაა, რ ტექნიკური დეტალები
|
2021-09-28 | 1:35:56 | მისმინე |
|
მულტიპლანეტარული ცივილიზაცია — კაცობრიობის მომავალი
მომენტი, როდესაც მულტიპლანეტარულ სახეობად ვიქცევით, სულ უფრო რეალური ხდება. ყველა პროგნოზით, ამ მხრივ პირველი პლანეტა, რომელსაც ადამიანი დედამიწის შემდეგ აითვისებს მარსი იქნება. წითელი პლანეტის კოლონიზაციაზე მოწინავე სახელმწიფოები, უდიდესი კომპანიები და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ფიქრობენ. თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი პლანეტა, რომელსაც ადამიანი აითვისებს და მარსის შემდეგაც იქნება ახალი ციური სხეულები, რომლებიც ადამიანის ახალ სახლად იქცევა. როდის მოხდება ახალი პლანეტების ათვისება და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს? რატომ არის მულტიპლანეტურ ცივილიზაციად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, როგორი შეიძლება იყოს კაცობრიობის მომავალი? ეს ის შეკითხვებია რაზეც პასუხის გაცემას პოდკასტში ვცდილობთ. დღეს ჩემთან ერთად მწერალი, მუსიკოსი ტექნიკური დეტალები
|
2021-09-16 | 1:23:33 | მისმინე |
მეტი NEXT.On.ge-დან
ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.
მსგავსი პოდკასტი
პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.