პოდკასტის დეტალები

ტექ თოქი

Sandro, David

აღწერა

ვრცელი საუბრები სხვადასხვა ტექნიკურ თემაზე, ტექნოლოგიებზე მომუშავე ქართველებთან.

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

19 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 1 2-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
AI, ტექ რეცესია და დისტრიბუციული გუნდების მართვა

სიტუაცია ტექნოლოგიების სივრცეში სწრაფად იცვლება. გლობალურმა ეკონომიკურმა ფონმა ერთი წლის წინ მდუღარე სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე დააყენე. წამყვანი გლობალური კომპანიები შემცირებებს მიმართავენ და სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ამავდროულად მნიშვნელოვანი გარღვევა გვაქვს ხელოვნური ინტელექტის მხრივ. ფართე ენობრივ მოდელები უკვე ბევრი სხვა საჭირო ფუნქციასთან ერთად, წარმატებით აგენერერიბენ კოდს. ამ ყველაფერზე სასაუბროდ, გამოცდილი სტუმარი მოვიწვიეთ. გოგა ჩოგოვაძე ხელოვნური ინტელექტისა და ღრმა სწავლების ენთუზიასტია. კარიერის განმავლობაში ეკავა დირექტორის პოზიცია Uber(Careem)-ში. სხვადასხვა დროს უმუშვია კომპანიებში: Microsoft, Cisco, VMWare, Oracle/Siebel… არის ენტერპრენერი და ინვესტორი. გოგა ასევე გვესაუბრა დუბაის სტარტაპ ეკოსისტემაზე და დისტრიბუციული გუნდების მართვაზე.

ტექნიკური დეტალები
GUID
3ac4abd9b7bc7aba249bd3b21c2c0ddfdae0f833a8151fbd6dfbee4a218b1c7c
2023-03-12 02:13:38 მისმინე
გიგანტური სისტემები

არსებობენ დისტრიბუციული სისტემები, რომლის მოვალეობაც არის მთელი დედამიწის დატვირთვას გაუძლონ. ასეთი პროდუქტების მომხმარებელი თითეული ჩვენგანი ვართ. მათ გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია უამრავი ბიზნესი თუ კერძო პირი. სწორედ ასეთ სისტემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ დავით რაჭველიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა Google Cloud Storage და Google Search ინფრასტრუქტურაზე, ხოლო ახლა თვითმავალი მანქანების კომპანია, Waymo-ს, სიმულაციის ინფრასტრუქტურას ანვითარებს.

ტექნიკური დეტალები
GUID
237b084042677e00351cd41de0a9f536c80e9fe97d60e9b02ab7170ca31778ab
2023-02-26 01:33:13 მისმინე
თამაშების შექმნა

თუ თამაშების შექმნა გაინტერესებს, ეს საუბარი თქვენთვის იყო. ეს სფერო, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების თანაკვეთაში სწრაფად ვითარდება, ძირითადად მოწყვეტილია სხვა ტექნოლოგიური სიახლეებისგან და თუ თვალს ადევნებ, მარტივია ჩამორჩე თანამედროვე ტრენდებს. ზურაბ აბელაშვილი ცოტა ხნის წინ გადავიდა Ubisoft-დან Rockstar Games-ში და თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს.

ტექნიკური დეტალები
GUID
6277888c5932de7df5ab5ef0a136bd1fd4ef39de9d0dac5168a1374c98aca910
2023-02-12 01:19:01 მისმინე
სამხედრო ტექნოლოგიები

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში გააღვიძა ინტერესი სამხედრო ტექნოლოგიების მიმართ. თუ აქამდე ეს ვიწრო წრის ყურადღებას იპყრობდა, ახლა უკვე დაინტერესება ყველა მხრიდან იგრძნობა, რაც ბევრ ქვეყანაში გაზრდილ დაფინანსებაში გამოიხატება. მაშინ როცა სამომხმარებლო ტექნიკაში კარგად ვერკვევით, საინტერესოა განვითარების რა ეტაპზეა საბრძოლო ტექნიკა. ჩვენი სტუმარი იყო უჩა აბაშიძე, რომელიც გარდა იმისა რომ ფიზიკოსი და დეველოპერია, ასევე მრავალწლიანი ცოდნა აქვს სამხედრო საქმეში. ომის დაწყებიდან უჩა მუდმივად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს და იშვიათ სანდო წყაროდ იქცა. ვისაუბრეთ დრონებზე, სტარტაპებზე, ჰიპერსონიკ თვითმფრინავებზე, სტარლინკზე და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე. საკმაოდ ვრცელი საუბარი გამოვიდა, რის დროსაც ბევრ საინტერესო საკითხს შევეხეთ.

ტექნიკური დეტალები
GUID
2876166b5c54611eaee818d28d6ef0f9efe389fc170546c91b474f585c81afeb
2023-02-05 02:20:49 მისმინე
Web Summit-ის გამარჯვებული

ქართულმა სტარტაპმა თენეომ პრესტიჟული WebSummit-ის Pitch შეჯიბრში გაიმარჯვა. ჩვენი სტუმარი იყო სტარტაპის დამფუძნებელი და CEO - ანუკი რობაქიძე. Theneo WebSummit-მდე ყველაზე ცნობილ აქსელერატორ YCombinator-ში იყო ჩართული და ცხადია გვერდი ამასაც ვერ ავუარეთ. ვისაუბრებთ: Theneo-ს წარსულსა და მომავალზე, ტექნიკური დოკუმენტაციისადმი Theneo-ს მიდგომაზე, YCombinator-ის გამოცდილებაზე და ინვესტორებთან ურთიერთობაზე.

ტექნიკური დეტალები
GUID
3dabf9f38cadd61e48cad444160a7a04d5d1751a0fc55e2c3c1717a258b3e21f
2022-11-13 00:57:27 მისმინე
ტექ განათლება საქართველოში

თუ სკოლას ამთავრებ და კარიერის გაგრძელება ტექნოლოგიების სფეროში გსურს, განათლების მისაღებად საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვს, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი სტუმარი იყო ნანა დიხამინჯია, აკრედიტაციის ექსპერტი საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ნანას მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს და კოსოვოს უნივერსიტეტების ბევრი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებაში ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. ვისაუბრეთ: - რამდენად საჭიროა უმაღლესი განათლება კარიერის ტექნოლოგიებში გასაგრძელებლად? - როგორი ტექნოლოგიური განათლების მიღება შეიძლება საქართველოში? - რა სიტუაციაა სხვადასხვა უნივერსიტეტში? განვიხილეთ რამდენიმე პოპულარული სასწავლებელი. - რა შეიძლება შეიცვალოს, რომ უნივერსიტეტებმა უკეთ მომზადებული კადრები მიაწოდონ დასაქმების ბაზარს? - როგორ მიიზიდონ უნი

ტექნიკური დეტალები
GUID
78fc6fffb4bd0c4c3638296e94f3fc0851e3d1e1760ba28d01ae773213c9fd09
2022-05-15 01:40:03 მისმინე
Apache Kafka

ლევან კოხრეიძეს, Principal Engineer კომპანია Wise-დან (ყოფილი TransferWise), ვესაუბრეთ Apache Kafka-ზე. ლევანს აკავშირებს მრავალწლიანი გამოცდილება Apache Kafka-სთან და არის open-source პროექტის აქტიური კონტრიბუტორი. გავარკვიეთ როგორ მუშაობს Apache Kafka, როდის უნდა გამოვიყენოთ, როგორ ხდება მონიტორინგი და სკალირება. ასევე ვესაუბრეთ ტექნიკურ განათლებაზე ესტონეთში.

ტექნიკური დეტალები
GUID
c3ec5292b250be136343962918a7bf0a4b4cdbb8c824fa70c80555e80a347774
2022-05-01 01:35:43 მისმინე
ტექ ლიდი ტვილიოდან

შევიხედეთ ტვილიოში და გავარკვიეთ როგორ ფუნქციონირებს კომპანია შიგნიდან. დავითი 3 წელია უკვე ტვილიოს ესტონეთში ოფისში მუშაობს და ამჟამად ტექ ლიდის პოზიციას იკავებს. მან კონკრეტულ მაგალითზე აგვიხსნა როგორ ხდება ახალი დისტრიბუციული სისტემების შემუშავება და დანერგვა. ასევე ვისაუბრეთ ესტონეთზე როგორც ინოვაციური ქვეყნის მოდელზე საქართველოსთვის.

ტექნიკური დეტალები
GUID
3158f74ef312e6c40e7123c7815e463671f5b1de697256a3eb1bc4df34395ad9
2022-04-17 00:49:55 მისმინე
Ბლოკჩეინების მასშტაბირება

დღესდღეობით, ბლოკჩეინ სისტემების მთავარი უარყოფითი მხარე ტრადიციულ მონაცემთან ბაზებთან შედარებით ნელი ტრანზქციების შესრულება და მაღალი ფასია. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს ჩვენი სტუმარი, რატი გელაშვილი. რატი ერთ-ერთია იმ ჯგუფიდან, რომელიც ნოვიში (მეტა, ყოფილი ფეისბუქი) მუშაობდა დიემ ბლოკჩეინ პროექტზე და ახლა ამ ტექნოლოგიებზე მუშაობას სტარტაპში აგრძელებს. Მათი მიზანია თანამედროვე, სწრაფი და უსაფრთხო ბლოკჩეინის დანერგვა.

ტექნიკური დეტალები
GUID
cde2bca6071b178f1952a5035ca57ad7351683684dee280978869ced77e03b45
2022-04-10 01:43:20 მისმინე
Event Driven Systems

უწყვეტი ინფორმაციის ნაკადის სწრაფი დამუშავება უფრო და უფრო აქტუალური ხდება. კომპიუტერულ თამაშებში, ინდუსტრიულ აპლიკაციებში, მონიტორინგის სისტემებში ან სულაც ჩველებრივ ვებ აპლიკაციებში უკვე ხშირად შეხვდებით სტრიმინგის არქიტექტურას. გიორგი მამალაძესთან ერთად განვიხილეთ არქიტექტურული პატერნები- Event Sourcing და CQRS და ტექნოლოგიები - Apache Kafka და Apache Flink. შეგიძლიათ მოუსმინოთ YouTube-ზე: https://youtu.be/eE4ypoxSNA8

ტექნიკური დეტალები
GUID
f46d785f553f427667dcad7f1e37c7b08ce0eb34da49ad5547de827a66aee594
2022-03-13 01:33:07 მისმინე

მეტი Sandro, David-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.