პოდკასტის დეტალები
ასათიანის კუთხე
რადიო თავისუფლება
აღწერა
სალომე ასათიანის ყოველკვირეული პოდკასტი, რომელშიც საუბარია კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურასა თუ ყოფით თემებზე.
დეტალები
პოდკასტის უახლესი ეპიზოდები
84 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 1 9-დან
| ეპიზოდი და შინაარსი | თარიღი | ხანგრძლივობა | მისმინე |
|---|---|---|---|
|
წითელი ფრთები, ახლობელი უცხო: ენ კარსონის ფრაგმენტები
ენ კარსონს, კანადელ სწავლულს და მწერალს, ახლახან ნობელის პრემია მიანიჭეს. ეპიზოდი ეთმობა მის ლიტერატურულ მგრძნობელობას - რომელიც აერთიანებს აკადემიურობას, ტკივილს, სილაღეს, ერუდიციას; და კლასიკურ ტექსტებს ჩვენთვის ახლობელ უცხოებად ტოვებს. ტექნიკური დეტალები
|
2026-10-28 | 00:37:53 | მისმინე |
|
ჩვენი ნაიარევების სიმღერა: რა გვტკივა, როდესაც "ფიზიკურად" გვტკივა
წიგნი, რომელსაც ეპიზოდი ეძღვნება, რადიკალურად გადაიაზრებს ტკივილის გამოცდილებას. წიგნის ავტორი და ეპიზოდის სტუმარი, ექიმი ჰაიდერ ვარაიჩი წერს არა მხოლოდ ფიზიკურ შეგრძნებებზე, არამედ ტკივილზე როგორც ემოციურ მეხსიერებაზე, და ტკივილის მღელვარე პოლიტიკურ, კულტურულ და ძალაუფლებრივ ისტორიაზეც. ტექნიკური დეტალები
|
2026-09-17 | 00:52:25 | მისმინე |
|
1910 და 2010: ორი ცვლილება და "გზა არათავისუფლებისკენ"
„გზა არათავისუფლებისკენ: რუსეთი, ევროპა, ამერიკა“ ტიმოთი სნაიდერმა 2018 წელს გამოსცა. ამ წიგნში ვეტერანი ისტორიკოსი მოგვითხრობს როგორ ავრცელებს რუსეთი თავის ავტორიტარიზმს, მითებს და დეზინფორმაციას აღმოსავლეთიდან - დასავლეთით, რათა ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ევროპასა და ამერიკაში. ტექნიკური დეტალები
|
2026-07-25 | 00:32:58 | მისმინე |
|
იდუმალი თეორიის წიგნი: „ტრანსცენდენტალური სტილი კინოში“
ეპიზოდი ეძღვნება 1972 წელს გამოქვეყნებულ, უცნაურ და მომნუსხველ წიგნს - „ტრანსცენდენტალური სტილი კინოში: ოძუ, ბრესონი, დრეიერი“. ეს წიგნი ახალგაზრდობაში დაწერა პოლ შრეიდერმა - ამერიკელმა რეჟისორმა და საეტაპო ფილმის, „ტაქსის მძღოლის“ სცენარის ავტორმა. ტექნიკური დეტალები
|
2026-05-18 | 00:26:59 | მისმინე |
|
„ხალხი ვართ ჩვენ“: წიგნი პოპულიზმის შესახებ
"რას წარმოადგენს პოპულიზმი?" - ასე ჰქვია გერმანელი ფილოსოფოსის, იან-ვერნერ მიულერის აქტუალურ და პოლემიკურ წიგნს, რომელზეც ამ ეპიზოდში გიყვებით. ტექნიკური დეტალები
|
2026-04-27 | 00:22:47 | მისმინე |
|
"ჩემი გვირგვინი! ჩემი გვირგვინი!": ბირგიტა ტროტციგის დამზაფვრელი "დედოფალი"
„ამ მიწაზე მას დედოფალი დაარქვეს. და იგი იყო ძონძების დედოფალი, ჩამოწოლილი, ობმოკიდებული სახურავების დედოფალი, არაფრის დედოფალი“ -- ასე აღწერს შვედი მწერალი, ბირგიტა ტროტციგი თავისი ნაწარმოების მთავარ გმირს, იუდიტს. ეპიზოდი მოგითხრობთ ტროტციგის შედევრზე "დედოფალი". ტექნიკური დეტალები
|
2026-04-03 | 00:22:30 | მისმინე |
|
მისტიციზმი და ექსტაზის გამოცდილება: „და ყველაფრის ყველაფერი იქნება კარგად“
ეპიზოდი ეთმობა შუა საუკუნეების ევროპული ქრისტიანული მისტიციზმის ტრადიციას და სვამს თითქოს უცნაურ კითხვას - სად არის მისტიკური მგრძნობელობა, თუ ექსტაზური იმპულსი ჩვენს „განჯადოებულ“ დროში. პოდკასტის სტუმარია ინგლისელი ფილოსოფოსი, საიმონ კრიჩლი, წიგნით „მისტიციზმის შესახებ: ექსტაზის გამოცდილება“. ტექნიკური დეტალები
|
2025-11-10 | 01:19:47 | მისმინე |
|
არავის მსგავსი: ენ სექსტონის უკომპრომისო პოეტიკა
ეპიზოდი ეძღვნება ამერიკელ პოეტს, ენ სექსტონს - ქალს, რომელიც ღრმა დეპრესიის მქონე დედიდან, დიასახლისიდან და ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტიდან სიცოცხლეშივე გადაიქცა აღიარებულ, პულიცერის პრემიის მფლობელ ავტორად, უნიკალურ ხმად ინგლისურენოვან ლიტერატურაში. ტექნიკური დეტალები
|
2025-02-19 | 01:09:31 | მისმინე |
|
თამაში როგორც სიმართლე: სტანისლავსკი, ჰოლივუდი და მსახიობის ხელოვნება
ეპიზოდი სამსახიობო ხელოვნების ისტორიას ეხება. გიყვებით როგორ გადაიქცა სტანისლავსკის „სისტემა“ ამერიკულ „მეთოდად“ და როგორ გადაეჯაჭვა მარლონ ბრანდოს, მერლინ მონროს, ჯეიმს დინის, ალ პაჩინოს, ჯეკ ნიკოლსონის, დასტინ ჰოფმანის, რობერტ დე ნიროს და კიდევ ბევრი დიდი მსახიობის ბიოგრაფიებს. ტექნიკური დეტალები
|
2024-10-04 | 01:06:39 | მისმინე |
|
ქსენოფობია: უცხოს შიშის უცნაურად თანამედროვე ისტორია
ეპიზოდში მოგიყვებით ქსენოფობიის, როგორც ცნების და ფენომენის რთულ და მტკივნეულ ისტორიას - და იმაზეც ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს უცხოთა მიმართ შიში და სიძულვილი დღევანდელ, მღელვარე მსოფლიოში. „ასათიანის კუთხეს“ სტუმრობს ჯორჯ მაკარი, ამერიკელი ისტორიკოსი და ფსიქიატრი. ტექნიკური დეტალები
|
2024-08-08 | 01:03:10 | მისმინე |
მეტი რადიო თავისუფლება-დან
მსგავსი პოდკასტი
პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.