პოდკასტის დეტალები
ასათიანის კუთხე
რადიო თავისუფლება
აღწერა
სალომე ასათიანის ყოველკვირეული პოდკასტი, რომელშიც საუბარია კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურასა თუ ყოფით თემებზე.
დეტალები
პოდკასტის უახლესი ეპიზოდები
84 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 6 9-დან
| ეპიზოდი და შინაარსი | თარიღი | ხანგრძლივობა | მისმინე |
|---|---|---|---|
|
პრინსი: იდუმალი გენიოსის იისფერი წვიმა
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვიხსენებთ ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს, პრინსს და მის 1984 წლის საკულტო პროექტს Purple Rain, რომელიც ამ სახელწოდების სიმღერას, ალბომსა და ფილმს მოიცავს. ტექნიკური დეტალები
|
2020-05-31 | 00:46:00 | მისმინე |
|
ცხოვრება ისტორიაში: ერიკ ჰობსბაუმის პარადოქსი
პოდკასტის ეს ეპიზოდი ეძღვნება მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ ისტორიკოსს, ერიკ ჰობსბაუმს და მის “ეპოქების“ ოთხტომეულს, რომელიც საფრანგეთის რევოლუციიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდს მოიცავს და შეუცვლელ ტექსტებად ითვლება ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის. ტექნიკური დეტალები
|
2020-05-16 | 00:44:16 | მისმინე |
|
Das Unheimliche: უცხო და ნაცნობი „დამზაფვრელის“ ისტორია
„ასათიანის კუთხეში“ დღეს განცდაზე ვსაუბრობთ. შიშზე, რომელსაც ზიგმუნდ ფროიდი „Das Unheimliche“-ს უწოდებს და რომელსაც აღძრავს ერთდროულად ნაცნობისა და უცხოს, ჩვეულებრივისა და შემზარავის კომბინაცია. ტექნიკური დეტალები
|
2020-04-27 | 00:39:30 | მისმინე |
|
პანდემია: ადამიანი, ბუნება და ვირუსით შეცვლილი ისტორია
პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში კორონავირუსის პანდემიაზე ვსაუბრობთ - ვცდილობთ გავარკვიოთ, რა როლი აქვს ამ ახალი ვირუსის გავრცელებაში ადამიანის ქმედებას და რა დასკვნას გამოვიტანთ ამ ყველაფრიდან, თუკი საერთოდ შეგვწევს კოლექტიური დასკვნების გამოტანის უნარი. ტექნიკური დეტალები
|
2020-04-13 | 00:27:27 | მისმინე |
|
როდის ხდება სექსი სახიფათო: ცოდნა, როგორც გაძლიერება
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელ ეპიზოდში ვლაპარაკობთ სექსუალური აღზრდის მნიშვნელობაზე, ქალის სექსუალობის კონტროლზე, პორნოგრაფიის ჟანრზე, რომელიც - სამწუხაროდ - ახალგაზრდებისთვის ლამის სექსის სახელმძღვანელოდ არის ქცეული. ჩვენი სტუმარია ანდრეა ბარიკა, დამფუძნებელი ონლაინპლატფორმისა O.school. ტექნიკური დეტალები
|
2020-02-27 | 00:29:27 | მისმინე |
|
ბიტნიკები: დაღლილობა, რიტმი და ნეტარება
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი გამოშვება ეძღვნება 1950-იანი წლების ამერიკის ბიტის თაობას, თუ ბიტნიკების მოძრაობას და გვიყვება მის მთავარ ფიგურებზე და ტექსტებზე - მათ შორის ჯეკ კერუაკის რომანზე „გზაზე“ და ალენ გინზბერგის პოემაზე „ყმუილი“. ტექნიკური დეტალები
|
2020-02-17 | 00:50:42 | მისმინე |
|
ჯეიმს ბოლდუინი: სიყვარული, როგორც ბრძოლა
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი მოგითხრობთ ამერიკელ მწერალზე და აქტივისტზე, ჯეიმს ბოლდუინზე. კაცზე, რომელმაც ზრდასრულობაში შეაბიჯა წამგებიანი პოზიციებიდან - იყო შავკანიანი, ღატაკი, ნიჭიერი და გეი - დღეს კი მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე დასავლეთის ლიტერატურაც და ისტორიაც. ტექნიკური დეტალები
|
2020-02-02 | 00:45:44 | მისმინე |
|
„სხვა ენა“: წიგნი ძალაუფლებისა და უთანასწორობის გრამატიკაზე
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება კულტურის მკვლევრის, გიორგი მაისურაძის წიგნს „სხვა ენა“, რომელიც მოგვითხრობს ენისა და პოლიტიკური, კულტურული, კლასობრივი ძალაუფლების ურთიერთმიმართებაზე. ტექნიკური დეტალები
|
2019-12-20 | 00:46:18 | მისმინე |
|
„სიყვარული მარტოობის ჟამს“: წიგნი სურვილზე ოიდიპოსის შემდგომ ეპოქაში
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია ბელგიელი ფსიქოანალიტიკოსი, პოლ ვერჰაგი, რომელმაც 1998 წელს სახელი გაითქვა წიგნით „სიყვარული მარტოობის ჟამს: სამი ესე ლტოლვასა და სურვილზე“. ტექნიკური დეტალები
|
2019-11-29 | 00:32:28 | მისმინე |
|
ტონი მორისონი: რომანი, როგორც სასტიკი წარსულის აჩრდილთა მონუმენტი
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ტონი მორისონს, ჩვენი დროის უდიდეს მწერალს, პირველ აფრიკელ-ამერიკელ ქალ ავტორს, რომელიც ნობელის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა და რომელსაც ეკუთვნის მონობის ისტორიის შესახებ დაწერილი უმნიშვნელოვანესი ტექსტი - რომანი სახელად “Beloved”/”საყვარელი“. ტექნიკური დეტალები
|
2019-11-10 | 00:43:04 | მისმინე |
მეტი რადიო თავისუფლება-დან
მსგავსი პოდკასტი
პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.