პოდკასტის დეტალები
ასათიანის კუთხე
რადიო თავისუფლება
აღწერა
სალომე ასათიანის ყოველკვირეული პოდკასტი, რომელშიც საუბარია კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურასა თუ ყოფით თემებზე.
დეტალები
პოდკასტის უახლესი ეპიზოდები
84 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 7 9-დან
| ეპიზოდი და შინაარსი | თარიღი | ხანგრძლივობა | მისმინე |
|---|---|---|---|
|
„აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“: მოთხრობა, რომელიც თაობას უყვარდა
„ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდში ვიხსენებთ მერაბ აბაშიძის მოთხრობას „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“, რომელიც 1975 წელს გამოქვეყნდა და რომელშიც უჩვეულო ძალით და თანაგრძნობით წარმოგვიდგა გარიყული, ჩაგრული, უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანის პერსპექტივა. ტექნიკური დეტალები
|
2019-10-26 | 00:38:27 | მისმინე |
|
წმინდა, ან გაბზარული ალილუია: ერთი სიმღერის უჩვეულო ისტორია
ლეონარდ კოენის სიმღერას „ჰალელუია“ ათწლეულამდე დრო დასჭირდა საიმისოდ, რომ ის შეემჩნიათ და დაეფასებინათ, მაგრამ შემდგომში ის ადამიანის ტრიუმფის და ტრაგედიის საერთაშორისო ჰიმნად იქცა. პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში სწორედ ამ სიმღერის უჩვეულო ისტორიას გიამბობთ. ტექნიკური დეტალები
|
2019-10-12 | 00:39:13 | მისმინე |
|
ზვიად რატიანის ნარინჯისფერი კოშმარი და დიდი პოეზია
„ასათიანის კუთხეს“ სტუმრობს პოეტი ზვიად რატიანი, რომლის ცხოვრებაც მნიშვნელოვნად შეცვალა საპოლიციო ძალადობასთან შეჯახებამ 2017 წლის მიწურულს. ზვიადი გვიყვება ამ გამოცდილებაზე, გვიკითხავს თავის ახალ, საქართველოდან შორს დაწერილ ლექსს და იხსენებს მისი საეტაპო ტექსტის, „ნეგატივის“ ისტორიას. ტექნიკური დეტალები
|
2019-08-02 | 00:47:42 | მისმინე |
|
რუსეთი, საქართველო და იმპერიალიზმის ლაბირინთები: ინტერვიუ კოლეგებთან
რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი? რა გზით, როგორი ისტორიით, რა ტიპის კულტურული წარმოსახვით მივიდა ის დღევანდელ მდგომარეობამდე? „ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ამ თემებს მოიცავს და მასპინძლობს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომლებს, ანდრეი შარის და იგორ პომერანცევს. ტექნიკური დეტალები
|
2019-06-29 | 00:48:02 | მისმინე |
|
ხულიო კორტასარი: „კლასობანას“ ლაბირინთში
პოდკასტის დღევანდელი გამოშვება ეძღვნება არგენტინელ მწერალს, ხულიო კორტასარს და მის 1963 წლის „კლასობანას“, რომელსაც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად მიიჩნევენ. ტექნიკური დეტალები
|
2019-06-15 | 00:49:08 | მისმინე |
|
ჯონ კასავეტისი: კინო, როგორც მფეთქავი ცხოვრება
პოდკასტის ეს გამოშვება ეძღვნება ამერიკული დამოუკიდებელი კინოს სიმბოლოდ მიჩნეული ჯონ კასავეტისის ცხოვრებას და შემოქმედებას. გამოშვების სტუმარია კასავეტისის კინოს ყველაზე ავტორიტეტიანი მკვლევარი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი რეი კარნი. ტექნიკური დეტალები
|
2019-06-01 | 00:48:32 | მისმინე |
|
კემპი: რადიკალური მგრძნობელობის ამბავი
დღევანდელი გამოშვება ეხმიანება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და ეძღვნება „კემპის“ სახელით ცნობილ მგრძნობელობას - რომელიც, როგორც პოდკასტიდან შეიტყობთ, ერთდროულადაა ჰომოფობიის ირიბი შედეგიც და მის წინააღმდეგ მიმართული, ირონიული და ხშირად მწვავედ პოლიტიკური იარაღიც. ტექნიკური დეტალები
|
2019-05-18 | 00:39:32 | მისმინე |
|
„მკვდარი გოგოები“: ეკრანის იდუმალება და რეალობის სიმძიმე
პოდკასტის ეს გამოშვება ეხება ქალების მკვლელობის ასახვის ფორმებს პოპულარულ კულტურაში - სერიალებში, ფილმებსა და წიგნებში. ვსაუბრობთ “მკვდარი გოგოების“ იდუმალ და ზოგჯერ რომანტიზებულ სახეებზე და იმ ზიანზე, რომელიც გენდერული და სექსუალური ძალადობის შესახებ კულტურაში დამკვიდრებულ კლიშეებს მოაქვს. ტექნიკური დეტალები
|
2019-05-11 | 00:35:11 | მისმინე |
|
ნემსის ყუნწში: თანასწორობის რადიკალური იდეის ბედი
პოდკასტის ამ გამოშვებაში ვსაუბრობთ ქრისტიანობის საწყისებზე და იმ ისტორიულ ეტაპებზე, რომლებმაც განსაზღვრა ამ რწმენის თავდაპირველი, თანასწორობის რადიკალური იდეისა თუ პრინციპის ბედი. ტექნიკური დეტალები
|
2019-04-28 | 00:43:43 | მისმინე |
|
ფროიდის ხმა: რევოლუციური თეორიის ტრადიცია
პოდკასტის დღევანდელი გამოშვება ზიგმუნდ ფროიდს, და იმ მეოცე საუკუნის ადამიანს ეძღვნება, რომელიც, არაერთი ისტორიკოსის აზრით, სწორედ ფროიდის თერაპიულ ტახტზე დაიბადა. ტექნიკური დეტალები
|
2019-04-22 | 00:37:05 | მისმინე |
მეტი რადიო თავისუფლება-დან
მსგავსი პოდკასტი
პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.