პოდკასტის დეტალები
შინ - უცხოეთში
რადიო თავისუფლება
აღწერა
პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებს მოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინა სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.
დეტალები
პოდკასტის უახლესი ეპიზოდები
128 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 5 13-დან
| ეპიზოდი და შინაარსი | თარიღი | ხანგრძლივობა | მისმინე |
|---|---|---|---|
|
ლიკა კევლიშვილი ვენაში - ცხოვრების ხარისხი და სასწაულის საზღვარი
სიმარტოვეში სიკვდილი, ავადმყოფობის შიში, იძულება - ავსტრიის ხელისუფლებას ჩაბარდნენ მძიმე სენით შეპყრობილები - ესაა პოდკასტის ამ სეზონის თემები. ავტორი, ოქროპირ რუხაძეს ვენაში მცხოვრები ლიკა კევლიშვილი ესაუბრება იმაზე, როგორ ეხმარება და ტკივილს უმსუბუქებს ის ავსტრიაში სამკურნალოდ ჩასულებს. ტექნიკური დეტალები
|
2023-11-12 | 00:40:58 | მისმინე |
|
არტისტი გოჩა გაიოზი ბუენოს-აირესში: ხვალისთვის ხვალემ იზრუნოს
არტისტი გოჩა გაიოზი (შათირიშვილი) 27 წელიწადია, არგენტინაში ცხოვრობს. ხელოვანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, პოდკასტის ავტორ ოქროპირ რუხაძესთან ერთად, მოგიყვებათ წარსულზე, ბუენოს-აირესში კულტურულ ცხოვრებაზე და აგიხსნით, ხვალისთვის ხვალემ რატომ უნდა იზრუნოს. ტექნიკური დეტალები
|
2023-10-29 | 00:39:03 | მისმინე |
|
მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე - ჩემს სათქმელს ყოველთვის ვიტყოდი
ბელა მახარაძე მევიოლინეა - მუსიკოსების ოჯახის დედა გერმანიაში. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, როგორ შექმნეს კავკასიის კამერული ორკესტრი გერმანელ მუსიკოსთან, მომავალ მეუღლესთან ერთად, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდა ბელა... ტექნიკური დეტალები
|
2023-10-15 | 00:37:41 | მისმინე |
იუნონა გურული - მწერალი და მინიდედამიწის გერმანულის მასწავლებელი
ტექნიკური დეტალები
|
2023-09-23 | 00:39:53 | მისმინე |
|
მარი ბათილაშვილი: იტალიამ მუსიკაში ის მათქმევინა, რაც მსურდა
იტალიაში, პეზაროში ცხოვრობს პიანისტი მარი ბათილაშვილი. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, რატომ ჩავიდა იქ 12 წლის წინ, როგორ გახდა ჯუზეპე დი კიარას მოწაფე და როგორ დაუკრა ვატიკანში, რომის პაპის თანდასწრებით. ტექნიკური დეტალები
|
2023-09-16 | 00:32:41 | მისმინე |
|
გიორგი დუნდუა: უნდა ვისწავლოთ ცნობიერად ცხოვრება
ფერმწერმა და პოეტმა, გიორგი დუნდუამ გერმანიაში გაატარა 20-ზე მეტი წელიწადი. ახლა თბილისშია ოჯახთან ერთად. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უხსნის ის, რას განიცდის თბილისში, თავის სახელოსნოში გამოფენის წინ გაჩენილი ხანძრის გამო და ბერლინზე, თბილისზე, მეუღლესა და სიყვარულზე დაწერილ ლექსებს კითხულობს. ტექნიკური დეტალები
|
2023-09-09 | 00:30:01 | მისმინე |
|
ვერა მურღულიას „სათავგადასავლო რბოლა“
პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე დღეს გიამბობთ ვერა მურღულიაზე. ვერა საქართველოში სათავგადასავლო ავტორბოლის დამაარსებელია. სამი შვილის დედა ჰყვება, როგორ ასწავლიდა სტუნტობისას ვინდსერფინგს, რატომ დარჩა საფრანგეთში სწავლის მერე და როგორ უყვარს საჭის ტრიალი. ტექნიკური დეტალები
|
2023-08-27 | 00:38:27 | მისმინე |
|
დაჩი ხუციშვილი - ქართველი ინჟინერი შოტლანდიაში
დაჩი ხუციშვილი ბრიტანეთში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა და შემდეგ სამშენებლო-საინჟინრო სფერომ გაიტაცა. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, დაჩი უამბობს, რატომ ჩამოშორდა ფეხბურთის თამაშს, როგორ გახდა პროფესიონალი სამოქალაქო ინჟინერი და როგორი ხალხია შოტლანდიელები. ტექნიკური დეტალები
|
2023-08-20 | 00:37:41 | მისმინე |
|
ლირიკული სოპრანო მარიამ გოგბერაშვილი - ნეაპოლმა ხელგაშლილმა მიმიღო
იტალიაში, ნეაპოლში ცხოვრობს ქართველი ლირიკული სოპრანო. პოდკასტის ავტორი ოქროპირ რუხაძე გიამბობთ ახალგაზრდა მომღერალზე, მარიამ გოგბერაშვილზე. მარიამი იხსენებს თავის პროფესორს, კიბოს დაავადების მიუხედავად რომ არ შეწყვიტა სწავლება; გიამბობთ, როგორ მიიღო ის ნეაპოლმა. ტექნიკური დეტალები
|
2023-08-09 | 00:35:10 | მისმინე |
|
ბედნიერება ბედნიერების წილ: „სულის ექიმი“ ნინო ვაისი
ნინო ვაისი ჰანოვერის რეგიონში რამდენიმე ფსიქიატრიულ კლინიკას ხელმძღვანელობს. ტექნიკური დეტალები
|
2023-07-23 | 00:35:54 | მისმინე |
მეტი რადიო თავისუფლება-დან
მსგავსი პოდკასტი
პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.