პოდკასტის დეტალები
შინ - უცხოეთში
რადიო თავისუფლება
აღწერა
პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებს მოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინა სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.
დეტალები
პოდკასტის უახლესი ეპიზოდები
128 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 8 13-დან
| ეპიზოდი და შინაარსი | თარიღი | ხანგრძლივობა | მისმინე |
|---|---|---|---|
|
ქეთევან შავლიაშვილი, ექიმი ნიუ-იორკში - „დღეგრძელობის მედიცინა“
პოდკასტში ნიუ-იორკში მცხოვრებ ექიმ ქეთევან შავლიაშვილს მოუსმენთ. ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, ექიმი, ფუნქციონალურ მედიცინაზე ესაუბრება. ასევე, რჩევებსაც გვაძლევს და გვიამბობს, როგორ განვითარდა მისი სამედიცინო კარიერა პორტუგალიაში და შემდეგ აშშ-ში. ტექნიკური დეტალები
|
2022-12-24 | 00:34:59 | მისმინე |
|
„ქვევრის გოგო“ - თაკო ჭიჭიბოშვილი რომში
რომში სომელიედ მუშაობს თაკო ჭიჭიბოშვილი, რომელსაც იტალიელმა თანაკურსელებმა, როცა ამ ხელოვნებას სწავლობდა, "ქვევრის გოგო" შეარქვეს. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე, თაკოსთან ერთად მის საქმეზე, სხვათა შორის, ყვარლიდან რომში წაღებულ ცოდნაზე და იტალიის დედაქალაქში თავის ცხოვრებაზე გიამბობთ. ტექნიკური დეტალები
|
2022-12-17 | 00:32:54 | მისმინე |
|
რუსკა ჟორჟოლიანი – იტალიურენოვანი ქართველი მწერალი პალერმოში
სიცილიაზე, პალერმოში ცხოვრობს რუსკა ჟორჟოლიანი, იტალიურენოვანი ქართველი მწერალი, რომანების ავტორი. მესტიაში დაბადებული ქალი პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს სიცილიის დედაქალაქის დუმილზე, თავის სურვილზე, რაიმე უთხრას მეორე სამშობლოს ლიტერატურის გზით, იტალიელ დედობილ-მამობილზე... ტექნიკური დეტალები
|
2022-12-10 | 00:33:27 | მისმინე |
|
თემო პოტასკაევი - სოხუმიდან სტოკჰოლმამდე სიკეთის და კარგის კეთება
თემო პოტასკაევი სამი წლისა იყო, როცა ოჯახმა სოხუმი დატოვა. იურისტი და მგალობელი ახლა სტოკჰოლმში ცხოვრობს. პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე თემოსთან ერთად გიამბობთ გზაზე სოხუმიდან სტოკჰოლმამდე, მის ბაბუაზე, რომელიც უკრაინიდან წამოიყვანეს სულ პატარა მეორე მსოფლიო ომის დროს. ტექნიკური დეტალები
|
2022-11-19 | 00:32:26 | მისმინე |
|
მარიამ ბაზმანი: „იტალიამ მეტი მოგვცა, ვიდრე საქართველომ“
მარიამი 12 წელია იტალიაში ცხოვრობს და ამბობს, „ნახევრად იტალიელი ვარო.“ პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს, როგორ დაწერა ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში “სიღარიბის თემა დოსტოევსკის ნაწარმოებებში” და რამ უბიძგა ქართველი ემიგრანტებისთვის იტალიური ენის სახელმძღვანელოს შექმნისკენ. ტექნიკური დეტალები
|
2022-11-12 | 00:31:16 | მისმინე |
|
სოლომონ ნერგაძე: მიზანი - ვასწავლო კიბოს უჯრედს მოიკლას თავი
სოლომონ ნერგაძე - მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორია პავიის უნივერსიტეტში. პოდკასტის ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან ერთად გიამბობთ, რა მიზანი აქვს კვლევას, რატომ უყვართ სტუდენტებს პავიაში ქართველი პროფესორი, როგორ დაიწყო კვლავ მოთხრობების წერა იტალიაში. ტექნიკური დეტალები
|
2022-11-05 | 00:34:38 | მისმინე |
|
ნენო გაბელია რომში: "აუცილებლად დავბრუნდებოდი აფხაზეთში"
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ მკვლევრის, ნენო გაბელიას ცხოვრებაზე რომში. ნენომ მიაგნო იქ გიორგი აფხაზის საფლავს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი იკვლევს აფხაზეთის კონფლიქტს. მისი ოჯახი წარმოშობით გალიდანაა. ტექნიკური დეტალები
|
2022-10-22 | 00:34:35 | მისმინე |
|
საბინა ჭანტურია - კომპოზიტორი და მომღერალი შვედეთიდან
პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი ოქროპირ რუხაძე გიამბობთ საბინა ჭანტურიაზე, შვედეთში დაბადებულ მუსიკოსზე, კომპოზიტორსა და მომღერალზე. ტექნიკური დეტალები
|
2022-10-16 | 00:31:32 | მისმინე |
სალომე გოგოლაძე - უცხოეთში მუშაობა მარტო ქალების ტვირთი არ უნდა იყოს
ტექნიკური დეტალები
|
2022-10-09 | 00:34:51 | მისმინე |
|
ჯაზი ნეკარზე, ჰაიდელბერგში - პაატა დემურიშვილი
პაატა დემურიშვილი გერმანიაში, მანჰაიმში ცხოვრობს. სამ ათეულ წელზე მეტია, მუსიკოსი და პიანისტი უცხოეთშია. JAZZ am NECKAR მისი დაარსებული კონცერტების სერიაა. ტექნიკური დეტალები
|
2022-10-01 | 00:34:31 | მისმინე |
მეტი რადიო თავისუფლება-დან
მსგავსი პოდკასტი
პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.