პოდკასტის დეტალები
შინ - უცხოეთში
რადიო თავისუფლება
აღწერა
პროგრამაში "შინ - უცხოეთში" საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილი ადამიანები ოქროპირ რუხაძესთან ბაასში საკუთარ ამბებს მოგიყვებიან: რატომ წავიდნენ? რამ გააქცია იქიდან, რამ მიატოვებინა სამშობლო, რომელიც ზოგს ენატრება, ზოგს გახსენებაც არ უნდა.
დეტალები
პოდკასტის უახლესი ეპიზოდები
128 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 6 13-დან
| ეპიზოდი და შინაარსი | თარიღი | ხანგრძლივობა | მისმინე |
|---|---|---|---|
|
მანანა ხორბალაძე: გულში ნატარები სამშობლო ანტვერპენში
მანანა ხორბალაძე ბელგიაში, ანტვერპენშია თითქმის 24 წელიწადი. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს მიწერა: „ვფიქრობდი, ღმერთო თუ ჩემი სამშობლოს შორს უნდა ვიცხოვრო, მომეცი ძალა, თუნდაც სულ მცირე ვაკეთო მისთვის". ახლა, უკვე ცხრა წელია ქართულ სკოლას და ლიტერატურულ თეატრს ხელმძღვანელობს. ტექნიკური დეტალები
|
2023-07-09 | 00:32:30 | მისმინე |
|
მელი თურმანიძე მილანში: იმ ადგილის ვალში ვარ, სადაც გავიზარდე
მილანის ქართული ლიტერატურული რესტორანი, იქვე ბიბლიოთეკა, პირველი საინტერნეტო ტელევიზია ქართველი ემიგრანტებისთვის იტალიაში, - ამ ყველაფერს ემიგრანტები უმადლიან მელი თურმანიძეს, რომელმაც 17 წლის წინ დატოვა სამშობლო. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს მელი ეუბნება, აუცილებლად დავბრუნდები მერისშიო. ტექნიკური დეტალები
|
2023-07-01 | 00:31:36 | მისმინე |
|
ილია მირინაშვილი ბელგიაში: დედასამშობლო შილდაში იწყება
ბელგიაში, ბრიუსელთან, ზავენტემში ცხოვრობს ილია მირინაშვილი, ნაფიცი თარჯიმანი, მასწავლებელი... ილია მირინაშვილი პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უყვება, რატომ უყართ ის მოწაფეებს განსაკუთრებით, რომ ვერ ეხმარება თარჯიმნობისას თანამემამულეებს და როგორ სურს პაპის მარანი შილდაში სულ სავსე იყოს ღვინით. ტექნიკური დეტალები
|
2023-06-25 | 00:33:03 | მისმინე |
|
ჯაბა გამრეკელაშვილი - 20 წელი უცხოეთში, ღუზის ჩაუშვებლად
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ ჰანოვერის უმაღლესი სამედიცინო სკოლის მკვლევარზე, იმუნოლოგზე, დოქტორ ჯაბა გამრეკელაშვილზე. მან დოქტორის ხარისხი გერმანიაში მიიღო, სამი წელი იმუშავა აშშ-ში. იმუნიტეტი, ანთება, უჯრედი, მკვლევრის ცხოვრება უცხოეთში... ტექნიკური დეტალები
|
2023-06-03 | 00:32:58 | მისმინე |
|
ეკა ბერიშვილის კვლევა და ბრძოლა დიაბეტთან. თბილისი, ნიუ-იორკი, ჟენევა
პოდკასტის ავტორი, ოქროპირ რუხაძე გიამბობთ მკვლევარზე, პროფესორ ეკა ბერიშვილზე, რომელიც შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში, ქსოვილოვანი ინჟინერიის და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. ტექნიკური დეტალები
|
2023-05-28 | 00:39:57 | მისმინე |
დავით შალამბერიძე - ყველაზე ახალგაზრდა უფროსი ექიმი გერმანიაში
ტექნიკური დეტალები
|
2023-05-13 | 00:30:02 | მისმინე |
|
ექიმი და მწერალი რეზო ჯორბენაძე: გულისა და ფიქრის ჰანგები
რეზო ჯორბენაძე თითქმის 20 წელია გერმანიაშია, შტუტგარტის ცენტრალურ კლინიკაში უფროსი კარდიოლოგი, აღიარებული მწერალი და პიანისტია. ტექნიკური დეტალები
|
2023-05-06 | 00:35:36 | მისმინე |
|
ანა არეშიძე: ახლა ცხოვრებას მე ვმართავ
ანა არეშიძე საავტომობილო კონცერნ „ფოლკსვაგენის“ საფინანსო სამსახურების სააქციო საზოგადოებაში იურისტია. ანა პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს გერმანიაში გატარებულ წლებზე - იქ ჩემი თავის შეცნობა შევძელიო, ამბობს ვაჟის დედა და "შინ - უცხოეთში" თავის წარმატებასა და გამოწვევებზე ჰყვება. ტექნიკური დეტალები
|
2023-04-26 | 00:29:59 | მისმინე |
|
აზა მანთაშაშვილი - ნეიროფსიქოთერაპევტი ნიუ-იორკში
ნიუ-იორკში, Brain Wellness Center-ში ნეიროფსიქოთერაპიის და ნეიროფითბექის დეპარტამენტს განაგებს აზა მანთაშაშვილი. ის პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს ეუბნება: დედა არის შეუცვლელი, საქართველო ჩემი დედაა და სადაც დედაა, სახლიც იქ არის... აზა მანთაშაშვილი - შინ-უცხოეთში. ტექნიკური დეტალები
|
2023-04-09 | 00:33:05 | მისმინე |
|
ეკა მუქერია: ჩემი მიღწევა არის ჩემი შვილები
ირლანდიაში ცხოვრობს ეკა მუქერია - პროფესიით ექიმი და ორი შვილის დედა. ახლა იქ სამედიცინო ტექნიკის ამერიკულ კომპანიაში მუშაობს. პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს თავის გზაზე შორეულ ირლანდიამდე. ტექნიკური დეტალები
|
2023-03-25 | 00:34:26 | მისმინე |
მეტი რადიო თავისუფლება-დან
მსგავსი პოდკასტი
პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.