პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 1 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
მარკეტერის პოდკასტი | სტარტაპიდან გლობალურ ბრენდამდე: Edumentors-ის ისტორია

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია Edumentors-ის დამფუძნებელი თორნიკე ასათიანი. ვსაუბრობთ გზაზე რომელიც სტარტაპმა გაიარა. მარკეტერის პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
85b40c64388c1e5504f06af1d47322113070c6d43512a8fc1fc78fd7ab340118
2025-09-11 01:04:39 მისმინე
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე | მანუჩარ მარკოიშვილი | საინტერესო პოდკასტი

„საინტერესო პოდკასტის“ დღევანდელ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილი. მასთან ერთად განვიხილავთ ჩვენი გუნდის გასვლას ევრობასკეტზე და იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე ელის. მანუჩარი გვიზიარებს საკუთარ ხედვას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბოლო წლების პროგრესზე, ასევე თაობათა ცვლის, გუნდში ახალი ტალანტების გამოჩენისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ.

ტექნიკური დეტალები
GUID
52eff687c727e66942dbae77d8aeeb5b543ce93e484ddb00b513918920f0b750
2025-08-24 00:24:50 მისმინე
სტრესის უხილავი სამყარო | ნინო მარგველაშვილი | საინტერესო პოდკასტი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა არის ემოციების ოკეანე - ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ ბუნდოვანი, ზოგჯერ კი უფსკრული. ყველამ ვიცით სტრესის განცდა, მაგრამ ვერავინ აგვიხსნა რეალურად რა ხდება ჩვენს ორგანიზმში იმ წამს, როდესაც გული იწყებს ფრენას, ხელები კანკალებს და ფიქრები ქაოსურად დარბიან გონებაში რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ვხვდებით "საფრთხეს"? მენტალური ჯანმრთელობა არ ნიშნავს სტრესის არარსებობას - იგი მასთან თანამშრომლობას გულისხმობს და არა ბრძოლას. საინტერესო პოდკასტის აღნიშნულ ეპიზოდში ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი გვიხსნის, თუ როგორ გავლენას იქონიებს ჩვენი ემოციები ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. რა ხდება, როდესაც გული ჩქარდება სტრესისგან? რატომ ვცდილობთ სოციალურ ქსელებში ყოველთვის ბედნიერი ვიყოთ? და რაც მთავარია როგორ გამოვნახოთ დრო დასვენებისთვის და სიმშვიდისთვის. საინტერესო პოდკა

ტექნიკური დეტალები
GUID
1d6a8a6cd83112a6407f9f3704be10d78115c3fba330cfc99be2e4d42d907d5a
2025-08-18 01:03:45 მისმინე
სუხიშვილები და „თაკარას“ უნიკალური გამოცდილება | თამარ დვალი | საინტერესო პოდკასტი

„საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში სტუმრად გვეწვია სუხიშვილების სოლისტი თამარ დვალი. თამარი გვიყვება, როგორ დაიწყო მისი პროფესიული გზა, რა არის მოცეკვავის ცხოვრების ყველაზე რთული მხარე და რას ნიშნავს, იყო სუხიშვილების ნაწილი. დღევანდელ ეპიზოდში ასევე ვსაუბრობთ „თაკარას“ ექსპერიმენტულ სცენაზე, ტრადიციის თანამედროვე ფორმებთან შერწყმაზე და ქართულ ცეკვაში ახალი სუნთქვის პოვნაზე.

ტექნიკური დეტალები
GUID
95d7a7fc8246615240090c89f92fd24db815f6c8892c71be11b1a34ec5d0d505
2025-08-12 00:24:14 მისმინე
„რეჰანის“ Youtube გასტრონომია | ანა კოშაძე | საინტერესო პოდკასტი

იუთუბი ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანის თავშესაფრად იქცა, კონტენტის მრავალფეროვნებამ კი საზოგადოების ყურადღებაც ტელევიზიიდან კომპიუტერის ეკრანებისკენ მიიზიდა. „საინტერესო პოდკასტის“ ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია ანა კოშაძე, პოპულარული იუთუბ არხის, "რეჰანი"-ს თანაავტორი, რომელიც ქართული კულინარიისა და გასტრონომიის შესახებ ყველაზე საინტერესო კონტენტს ქმნის. ანა გვიყვება თავისი გზის შესახებ - როგორ დაიწყო "რეჰანი" არხი, რა იყო მისი ძირითადი მოტივაცია ქართული კერძების პოპულარიზაციისთვის და რატომ გადაწყვიტა კულინარიულ მედიასივრცეში შესვლა. ვსაუბრობთ ქართული კერძების ავთენტურობაზე და მათ თანამედროვე ინტერპრეტაციაზე. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნაამბობი რეგიონებში გასვლების შესახებ, განსაკუთრებით კი მისი გამოცდილება ადგილობრივ ფერმერებთან, ბებიებთან და ტრადიციული რეცეპტების ავტო

ტექნიკური დეტალები
GUID
980d14739bb4c5b402c368fe98303882bc747d74d8f9270f0e429babbd7ac18b
2025-08-11 00:40:28 მისმინე
ქართული ალტერნატიული მუსიკა ვირუსულ ეპოქაში | Mechanical Rainbow

თუ ფიქრობთ, რომ ტიკ-ტოკი და ქართული ალტერნატიული მუსიკა ერთმანეთს არ ეწყობა, დადუ დონაძემ და ცოტნე ბაღდავაძემ სულ სხვანაირად იფიქრეს და დაამტკიცეს კიდეც. Mechanical Rainbow - ეს არის ის ბენდი, რომელმაც ქართული მუსიკალური სცენა ისე შეცვალა, რომ ხშირად არც ესმით, რა მოხდა. მათი ისტორია შეიძლება სტუდიაში იწყება, თუმცა საკუთარ ფორმას ინტერნეტ სამყაროში იძენს.როგორ მუშაობს ქართული ალტერნატიული მუსიკა 15-წამიან ფორმატში? აღმოჩნდა, რომ ტიკ-ტოკი ქართველი მუსიკოსებისთვისაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც კონტენტ გეგმას კრიტიკული როლი ენიჭება. ამ ეპიზოდში ისმენთ ისეთ ისტორიას, რომელიც ქართული მუსიკალური ინდუსტრიისა და ციფრული ეპოქის უცნაურ, მაგრამ ლოგიკური პერსექტივას გიჩვენებთ.

ტექნიკური დეტალები
GUID
0c2bf106505a704a87b932b9c41b9a4fcdfd1a52cabe44352b1c2ab557bec65c
2025-08-07 00:53:38 მისმინე
ობიექტივი და მოგზაურობა – რეზი ყენიას თვალით | საინტერესო პოდკასტი

მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია რეზი ყენია — ფრილანს ფოტოგრაფი და მოგზაური. რეზი გვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას ფოტოგრაფიაში და გვიყვება, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში. რომელია ის ტექნიკური უნარები და მენტალური მიდგომები, რომლებიც ფოტოგრაფის პროფესიულ სტილს განსაზღვრავს? რა როლს თამაშობს სოციალური მედია და ხელოვნური ინტელექტი ფოტოგრაფიის სფეროში? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რეზი თავის მოსაზრებებს გვიზიარებს და, ამასთან, დამწყებ ფოტოგრაფებს სთავაზობს რჩევებს, რომლებიც მათ ამ პროფესიაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.

ტექნიკური დეტალები
GUID
cb8e152f0bbc849682d22f294f7a0738cc4b0ffcbcf303fa6822764baaa3887d
2025-08-03 00:52:40 მისმინე
პადელის ბუმი საქართველოში – სპორტი, ბიზნესი და მომავალი | ქეთი ყიფიანი

მარკეტერის „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია პადელის ასოციაციის ხელმძღვანელი — ქეთი ყიფიანი, რომელიც საქართველოში პადელის ბუმის და ასოციაციის საქმიანობის შესახებ გვესაუბრება. ჩვენი პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ქეთი შეეხება პადელის პოპულარობის მიზეზებს, ასოციაციის როლს სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, ასევე იმას, თუ როგორია სპორტის ამ სახეობის მომავალი.

ტექნიკური დეტალები
GUID
23eed10d72188904c35aea622c266bd1ecf013d6b824d0c183ea836b8893eadc
2025-07-31 00:22:43 მისმინე
ანიმაცია, რომელიც იზრდება ბავშვებთან ერთად – გიორგი მარშანიას ისტორია | საინტერესო პოდკასტი

მარკეტერის „საინტერესო პოდკასტს“ ესტუმრა გიორგი მარშანია, ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციის — „ჟირაფი ჟოზეს“ შემქმნელი, რომელმაც თავისი გამოცდილება და ხედვები გაგვიზიარა. გიორგი საუბრობს დაუვიწყარი პერსონაჟის შექმნის სპეციფიკაზე, თავისი ახალი პროექტის — „დრაკონი დუქსის“, საქართველოში ანიმაციის სფეროს პერსპექტივებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
5fabca22f0bdcb1a3dd5cf0222447e1ed5c42eece5c49eca0a48a065d6959cb2
2025-07-28 00:47:31 მისმინე
ციფრული ჰორიზონტი – ლადო კანდელაკი ელექტრონულ კომერციაზე | საინტერესო პოდკასტი

ელექტრონული კომერცია იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ინდუსტრიად, რაც მეტყველებს ინტერნეტის ძალაუფლებაზე, მოხერხებულობის მიმზიდველობაზე, სწრაფი მიწოდების მნიშვნელობასა და ნივთების სახლიდან შეძენის უპირატესობაზე - საქართველოში ელექტრონული კომერცია 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან გააქტიურდა და და პიკს 2020-იანი წლებისთვის მიაღწია. საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელი ლადო კანდელაკი გვიყვება საკუთარ განვლილ გზაზე და გვაძლევს რჩევებს თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა ეფექტურად გამოიყენოს ციფრული სივრცე საკუთარი საქმიანობის განთავითარებლად საინტერესო პოდკასტის წარდმგენია საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
dba7ddccef9712f2a67e20161f13500fba5c4913c07a616c1a12928473be8ff1
2025-07-24 00:36:32 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.