პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 16 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
მარკეტერის პოდკასტი | დიზაინ ლიდერი - მასწავლებელი 2.0?

დღევანდელი სამყარო იცვლება. მათ შორის იცვლება ჩვენი როლები კრეატიულ ინდუსტრიაში. როგორია დღეს დიზაინ-ლიდერის როლი განსაკუთერებით ეჯაილ სამუშაო კულტურებში. რა არის დღეს მთავარი მოლოდინი ამ როლის ადამიანებისმიმართ. რა სახეცვლილება განიცადა მან მისი პირვანდელი ფორმებიდან დღემდე. ერეკლე ინაშვილთან ერთად, რომელიც ბოლო 14 წელია გერმანიაში მოღვაწეობს ამჟამად კი დამოუკიდებელი დიზაინ-ლიდის რანგში ეხმარება დიდ ორგანიზაციებს თუ სტარტაპებს ციფრულ ტრანსფორმაციაში. ვსაუბრობთ მეთოდებზე და მაგალითებზე, რომელიც დიზაინ ლიდერებს ხვდებათ ბრენდინგში და ციფრული პროდუქტის განვითარებაში. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ ვებგვერდს www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
580ce0796f3678fa3e169d633e311cf94c2ad5f0ad5b7804b76d69da8daf4b9b
2020-06-26 00:54:03 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | USAID - ამერიკა საქართველოსთვის

ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. მარკეტერის პოდკასტში ვსაუბრობთ USAID-ზე და მის ეკონომიკური ზრდის პროგრამებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის გაძლიერებას. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. პროექტი ხორციელდება EWMI ACCESS-ის და USAID-ის მხარდაჭერით. პოდკასტის შინაარსზე პასუხისმგებელია საინიციატივო ჯგუფი, ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
ee8deb555ef39bb5209dc21d70a3be9980a9072991fa6e370161edc4612441b4
2020-06-19 00:57:42 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ახდენილი ამერიკული ოცნება - Mike Villy

დღეს, ახდენილ ამერიკულ ოცნებაზე ვსაუბრობთ. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ირაკლი მიქიაშვილი, კაცი, რომელსაც ამერიკაში იცნობენ სახელით Mike Villy. ირაკლის ამერიკული ოცნება 2012 წელს, 22 წლის ასაკში იწყება, როდესაც საქართველოში წარმატებული იურისტი გადაწყვეტს, რომ ამერიკაში ახალი შესაძლებლობების ძიების დროა. იქ ჩასული კი, ყველაფერს ნულიდან იწყებს. კომპანიაში, სადაც სტაჟირებით აიყვანეს, დღეს, გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს და მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკის ყველაზე მდიდარი შტატის მდიდარ მოსახლეობას საუკეთესო ავტომობილებით ამარაგებს. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
bd35f3583bcb199d039a2b7ab92f3d7ae6752816e90b3a3304ee3708209b4466
2020-06-12 00:43:47 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | დიდი ადაპტაცია

დღეს ვსაუბრობთ დიდ ორგანიზაციულ ადაპტაციაზე. გზაზე რომელიც კომპანიებმა გაიარეს კრიზისის პერიოდში. პოდკასტის სტუმარია ნუცა გოგილაშვილი, საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის ხელმძღვანელი და ნატალია ხიზანიშვილი, ვოლტის გენერალური მენეჯერი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
42d76fbf9524901328e190ec4802b35ae9f76389760945b709ed36346a22acd1
2020-05-26 00:26:48 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | თავისუფლების გემო - თემურ ჭყონია

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, კოკა-კოლა პირველად 1980 წელს გამოჩნდა. მაშინ მოსკოვში ოლიმპიური თამაშები ტარდებოდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს ვინმეს რომ ეკითხა როგორი გემო აქვს თავისუფლებასო დაუფიქრებლად ვეტყოდი თავისუფლების გემო კოკა კოლის გემოს გავს მეთქი. - მითხრა მეგობარმა. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდებოდა, დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლოდ კოკა კოლა აღმოსავლეთ გერმანიაშიც იქცა ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ. დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩემი სტუმარია თემურ ჭყონია, კაცი რომელმაც ფურცელზე ხელით დაწერილი წერილით საქართველოში კოკა-კოლა შემოიყვანა და აღდგენილი დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთი პირველი თაობის მეწარმეა. ვსაუბრობთ საქართველოს ბიზნეს ისტორიაზე, თემურ ჭყონიას გზაზე და გეგმებზე. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბ

ტექნიკური დეტალები
GUID
3444530407324418deca8aeee8f32cbdfe9451e513e8162394bfd924c4fc9f7b
2020-05-26 00:45:58 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი |ბიზნესი ბიზნესისთვის

როგორ პასუხობს ბიზნესი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს? ვინ როგორ და რატომ ეხმარება სხვებს? 1. ნანა აბურჯანიძე - ტვ 1 ის გენერალური დირექტორი 2. ანა ივანიშვილი - ACT მარკეტინგის დირექტორი 3. ლევან ახვლედიანი - ორიენტ ლოჯიკკს აღმასრულებელი დირექტორი 4. თორნიკე ჩხაიძე - Savvy დამფუძნებელი 5. დავით ბალიაშვილი - Betterfly-ს გენერალური მენეჯერი პოდკასტს წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი პროექტი ხორციელდება EWMI ACCESS-ის და USAID-ის მხარდაჭერით. პოდკასტის შინაარსზე პასუხისმგებელია საინიციატივო ჯგუფი, ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს

ტექნიკური დეტალები
GUID
1436324dcd4f1f5cb2a409f40c15b4585610fea3d52683f09d1a3b4e450457a6
2020-05-15 00:44:31 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ადაპტაცია

გადარჩება არა ის, ვინც ყველაზე ძლიერი ან ჭკვიანია, არამედ გადარჩება ის, ვინც ცვლილებას უფრო მოერგება. მარკეტერის პოდკასტის თემაა ადაპტაცია. Alice Q-ის დამფუძნებელი ირინა ეგაძე და 8000 მოსავლის თანადამფუძნებელი ირაკლი ჩხეიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. ვახო ვახტანგიშვილი კი ადაპტაციის პროცესზე საუბრობს. პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ www.podcast.ge Marketer.ge Podcast

ტექნიკური დეტალები
GUID
ecfde8a9ebec7bd986a6e899183ffac0e01f02631a4031a4d8f9227670a8f29d
2020-04-23 00:38:50 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი |"მე" საკუთარი თავის გადასარჩენად

ვსაუბრობთ ვირუსის გავლენაზე ჩვენ ცხოვრებაზე, მომავალზე, საკუთარ მისიის და აზრის პოვნაზე ცხოვრებაში. გადაცემის სტუმარია საშა კაცმანი, საკონსულტაციო კომპანია Katsman&Friends -ის დამფუძნებელი და დირექტორი ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
bc1066df8d4062825cbdf1d68392d8881938d5473adce728a2eb5efabea9789f
2020-04-14 00:46:02 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ჩაკეტილი საზღვრები და უსაზღვრო შესაძლებლობები

ერთადერთი შიში რაც ახლა ყველაზე მეტად უნდა გვაწუხებდეს არის რომ ამ მსოფლიო კრიზისიდან ვერაფერი ვისწავლოთ, რომ ეს გაყინული მომენტი ვერაფერში გამოვიყენოთ. ამ პოდკასტს ჩაკეტილ გარემოში ვქმნით და ვუსმენთ. ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრებიც, რაც ბევრ სტარტაპს ჩაკეტილ გარემოზე აფიქრებს, მაგრამ უსაზღვროა შესაძლებლობები. ამის მაგალითად დღეს სტუმრად ლევან მოლაშვილი და კატო რამიშვილი მოვიწვიე. ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროდუქციით საქართველოდან მთელ მსოფლიოს უკავშირდებიან. დღეს ვსაუბრობთ Etsy.com-ზე. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
696e1b24e3f2bd618ef67a41584a70e45b4151972b808e15eedc787d7ce3e601
2020-03-31 00:36:18 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ვუშველოთ ბიზნესს და საკუთარ თავს კორონა კრიზისის დროს?

ის, რაც უიმედო გვეჩვენება, როგორც წესი, უიმედო არ არის. გლობალური კრიზისის პირისპირ, მარკეტერის პოდკასტში ვცდილობთ ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომლებიც ახლა ყველა ბიზნესსა და პროფესიონალს აწუხებს. როგორ ვიმუშაოთ დისტანციურად? როგორ დავიცვათ ბიზნესი და ჩვენი კარიერა, კრიზისის პედიოდში? გადაცემის სტუმრები არიან: გიორგი კობიაშვილი - რედბერის ციფრული პროდუქტების დირექტორი და სანდრო ჯეჯელავა - სპიკერი და ტრენერი. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
22bd9de13b40a8687cf93d6b8ba11a88e773274e4ec9e7c0698e37853de21045
2020-03-23 00:40:24 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.