პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 11 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
საინტერესო პოდკასტი | გეიმინგი: რატომ ვთამაშობთ დიდები და პატარები? როგორ “ვითამაშოთ” ერთად?

გეიმინგი: რატომ ვთამაშობთ დიდები და პატარები? როგორ “ვითამაშოთ” მშობლებმა და შვილებმა ერთად ჰარმონიულად? საინტერესო პოდკასტის სტუმრები არიან: გეიმერები ვილიამ აბაშიძე, უჩა აბაშიძე და მელანია ჩარგაზია - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, მენტალ ჰაბი საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
16304a2c422f6cf2461bfea9b495d7e5cef51e4eb8cc5a03da523308a4d578a7
2022-08-24 01:02:19 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | როგორ ვიცხოვროთ უფრო ჯანმრთელად და ხანგრძლივად?

ინფორმაციისა და მედიცინის განვითარების არსებული დონით, შესაძლებელია, რომ ჩვენი სიცოცხლის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე ჩვენვე გვქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა. თანამედროვე მედიცინაზე, ცხოვრების წესზე, აკრძალვებზე, ნორმებზე, ბალანსზე, პრევენციაზე - ვსაუბრობთ ექიმ არჩილ მარშანიასთან. #საინტერესო #საინტერესოპოდკასტი

ტექნიკური დეტალები
GUID
18dd8cefe0a4fbb6aab34d9fab682359f44d1dccb514ce42980c64bda8e59b02
2022-08-18 00:59:31 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | რა გავლენა აქვს ჩვენს კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე ქალაქს?

რა გავლენა აქვს ჩვენს კეთილდღეობაზე და ცხოვრების ხარისხზე ქალაქს? საინტერესო პოდკასტის სტუმარია ურბანისტიკის დოქტორი, ლექტორი და გეოგრაგი ლევან ალფაიძე. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
95b20e5207c632c40df95dfc6ca57279e57b2cbcc3966b2f34d9688f888f8cee
2022-08-10 00:59:23 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | რა ვიცით ღვინის შესახებ ?

ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი. ღვინო კომპლექსური სუბიექტია, რომელზე საუბრის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ ისტორია, ტრადიციები, კულტურა და ენაც კი იმ ადამიანებისა და ქვეყნისა, რომელშიც ღვინო კეთდება. რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ ღვინის შესახებ? საინტერესო პოდკასტის სტუმარია ნიკა დევიძე, სომელიე და ღვინის ენთუზიასტი. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
21dba591e5d3b89c23024f37e596c95f8544f6729d3b93ffd469210b3baa1482
2022-08-03 00:39:26 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | დეპრესია: როგორ ამოვიცნოთ ის?

დეპრესია უხილავია და მარტივი არ არის მისი გვესმოდეს. როგორ ამოვიცნოთ ის ჩვენში ან ახლო ადამიანში და როდის გვჭირდება დახმარება? საინტერესო პოდკასტის სტუმარია აკაკი ბურკაძე, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, კლინიკა მენტალ ჰაბის დამფუძნებელი. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

ტექნიკური დეტალები
GUID
580e84afb3be2f0091d0961e1a4d9a45f7b1582a6ddf39d5100cb3c8a0eb9eb2
2022-07-27 00:48:01 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | NFT: მოლოდინები VS აღმოჩენები

NFT - ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ტოპ ხსენებადი სიტყვაა, რომელიც ყველამ, ყველა არხში, ყველა ტიპის ადამიანისგან მოვისმინეთ, პერის ჰილტონიც კი ამაზე გვესაუბრება და ნუ, ბოლოს და ბოლოს, ასე თუ ისე, გასაგები გახდა ადამიანების ნაწილისთვის მისი მნიშვნელობა და დანიშნულება. შესაბამისად, ეს პოდკასტი არ იქნება იმაზე, თუ რა არის ნფტ. დღეს ვისაუბრებთ რა გვეგონა და რა აღმოჩნდა, რამდენად სასარგებლო გამოდგა და რა ცვლილელები შემოიტანა როგორც არტისტების, ისევე ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში. ამ ყველაფერზე მაშო მარგიშვილი, ილუსტრატორ-დიზაინერი, მაშოლენდის და უკვე მაშოვერსის შემქმნელი, დამფუძნებელი. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

ტექნიკური დეტალები
GUID
346e5ffa6c524c4ed818b34eed80c4571dfa46918d6a03e37196fb3b3c326157
2022-07-19 00:32:27 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | მეწარმეობა საქართველოში

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია თაკო ჯაფარიძე, BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი. ვსაუბრობთ როგორ იქმნება საკუთარი თავის უფროსი თაობა და მეწარმეობაზე საქართველოში

ტექნიკური დეტალები
GUID
10575d50cd53b5a1b0491f454ab45548cedc397d578f7476c1c29d27f9804e40
2022-07-14 00:33:44 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | სამყარო და მისი წარმოუდგენელი მასშტაბები

გიფიქრიათ ოდესმე, რა ზომისაა სამყარო? რამდენად აღგიქვამთ თქვენს წარმოდგენაში მიახლოებით მაინც, რა მასშტაბებზეა საუბარი? Pale Blue Dot - მკრთალი ლურჯი წერტილი - ასე უწოდა 1990 წლის 14 თებერვალს Voyager 1-ს მიერ გადაღებულ დედამიწის ფოტოს ამერიკელმა ასტრობიოლოგმა და ავტორმა კარლ სეიგანმა. ალბათ, ხვდებით საიდან გამომდინარეობს ეს დასახელება და მიუხედავად იმისა, რომ აქ მოსმენილმა, შესაძლოა, თავი უფრო შეუმჩნევლად გაგრძნობინოთ, ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ, ჩვენ მაინც ის ჯერჯერობით იშვიათი და ერთადერთი ცნობილი სიცოცხლის ფორმა ვართ სამყაროში, დაჯილდოვებულნი ცნობიერებით, რომელსაც შეუძლია დასვას კითხვები სამყაროს წარმოშობაზე, მასშტაბებზე. საინტერესო პოდკასტის სტუმარია სამეცნიერო ჟურნალისტი და მოყვარული ასტროფოტოგრაფი ბექა მამუკაშვილი. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

ტექნიკური დეტალები
GUID
099bc1d308e5a6869599081639726494c2852cce95e3b1afc412d89dd6e1d17e
2022-07-12 00:42:23 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | ქრონიკული ტკივილი, შეუძლია ტვინს მკურნალობა?

ქრონიკული ტკივილით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იტანჯება, მიუხედავად არაერთი გამოკლევისა, ექიმები ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობენ გამომწვევ მიზეს. აქ კი ჩნდება კითხვა, რამდენად სწორ ადგილას ვეძებთ პასუხს? ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიკული ტკივილის ერთადერთი გამოწვევი და მკურნალიც ჩვენი ტვინია. საინტერესო პოდკასტში გიყვებით პროფესორ ლორიმერ მოსლის, ჯავერია ჰაშმის და ფსიქოლოგ ალან გორდონის გამოცდილებაზე. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
3b806ad5ba834eade40d8e28a9b4fbd5dbd181558d400c34503a393757a61773
2022-06-21 00:09:15 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | რა არის სუპერ აპი?

დღევანდელი ჩვენი ცხოვრება აპლიკაციების გარეშე წარმოუდგენელია. მათ ძალიან დიდი როლი აქვთ ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებაში, თუმცა, დღეს უკვე ვდგავართ ისეთი მოცემულობის წინაშე, როდესაც ბაზარზე აპლიკაციების ერთგვარი ოვერდოზია. რა არის სუპერ აპი და რა სარგებლობა მოაქვს მას? საინტერესო პოდკასტის სტუმარია საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი - ლევან კობახიძე. გადაცემის წამყვანი - ნატალია ფირცხალავა. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

ტექნიკური დეტალები
GUID
8c52f68742fd2ce6af5317efd61637c0c12393605baee9df630c99b5295d8778
2022-06-14 00:27:00 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.