პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 14 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
მარკეტერის პოდკასტი | გადაწყვეტილებები, რომელმაც შექმნა „მეამა"

მილიონი კაფსულა გააფუჭეს, რათა შემდეგი ისეთი გამოსულიყო, როგორიც ჩაიფიქრეს. ეს ყველაფერი კი 2016 წელს დაიწყო, როდესაც ქართული ყავის ბრენდის იდეა გაჩნდა. საბოლოო პროდუქტამდე მისასვლელი გზა გრძელი იყო, მაგრამ დღეს უკვე რეალობაა და „მეამა“ ადამიანებს ყოველი დღისგან უფრო მეტის მიღებაში ეხმარება. გადაცემის სტუმრები არიან ლუკა კაპანაძე - „მეამას” გენერალური დირექტორი და ნათია ჩომახაშვილი, კომპანიის მარკეტინგის დირექტორი. მათთან ერთად ვისაუბრებთ საუკეთესო გადაწყვეტილებებზე, რომელმაც შექმნა „მეამა“ - როგორც ბიზნესი და მეამა, როგორც ბრენდი. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ “საქართველოს ბანკი ბიზნესი“.

ტექნიკური დეტალები
GUID
7707122cd2f77b2c67ddb0088d848ca5e3625156c106780668e693bd74854e9e
2021-05-07 00:51:03 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | კინობიზნესი

რას გულისხმობს დღევანდელ მსოფლიოში კინო-ბიზნესი სად არის ამ მიმართულებით საქართველო? რა შესაძლებლობები და რა გამოწვევებია? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია აკო მაჭავარიანი, სარკე სტუდიას პარტნიორი და წარმოების დირექტორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
6d83eb66eff02a383537aafc83709ee65d94126910d0301b02ab3642c0092f4e
2021-04-13 00:37:46 მისმინე
მარკეტერის პოდკატსი | კერძო სექტორის როლი პლანეტის გადასარჩენად

„დედამიწის საათი” მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობა, პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა(WWF) ჩაატარა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ერთი საათის და მეტი დროის განმავლობაში მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და ორგანიზაციები. ისტორიულად, “დედამიწის საათი” კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებას ისახავდა მიზნად. რა როლი აქვს კერძო სექტორს პლანეტის გადასარჩენად? როგორი უნდა იყოს კომპანიის სტრატეგია პლანეტის გადასარჩენად? რას ვაკეთებთ სწორად და რას ვაკეთებთ არასწორად? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია WWF-საქართველოს ოპერაციების დირექტორი მარი ზაბახიძე მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
ed1b8aa9be2256d13c290a054f2f7decb8fe6476ff1aba2321057644f90ef4ef
2021-04-03 00:48:14 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | სტარტაპის გზა

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია - გაგა დარსალია. ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო რედბერის დამფუძნებელი და თბილისის კომუნიკაციების სკოლის ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის, ESM ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი. დღეს ვისაუბრებთ სტარტაპებზე და გზაზე, რომელსაც სტარტაპები გადიან. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ www.podcast.ge-ზე

ტექნიკური დეტალები
GUID
fc9a04b90c290b4256efd7c30cb081d6a94c53d532abc3de8d987cc9cc45ee63
2021-02-26 01:06:23 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ვაქციოთ პრობლემა ბიზნეს შესაძლებლობად?

როგორ ვაქციოთ პრობლემა ბიზნეს შესაძლებლობად? დღევანდელი პოდკასტს ორი სტუმარი ყავს გეგა წურწუმია, რომელიც არის სტარტაპ ფეიზის თანადამფუძნებელი და გაბრიელ მელივა სტარტაპ კვალიფიკას ასევე თანადამფუძნებელი. ცოტა ხნის წინ ორივე სტარტაპი 500 Startups-ის ხუთეულში მოხვდა. ვსაუბრობთ გზაზე და მეთოდებზე, რომელსაც შეუძლია პრობლემა დიდ შესაძლებლობად აქციოს. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
596f623fac9a78055e6402ca3a99e56b17d4062154cf729c7f2fe68a8e7a4748
2021-02-17 01:07:07 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ მუშაობს ტანსაცმლის რითეილი?

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია რეზო მაღალაშვილი, რითეილ ჯგუფ ჯორჯიას დირექტორი. ეს ჯგუფი საქართველოში ისეთ ცნობილ ბრენდებს წარმოადგენს, როგორიცაა: ZARA, Massimo Dutti, Stradivarius, Mango, GAP, Marks & Spencer, Pull&Bear და ა.შ. რეზოს 10 წელზე დიდი გამოცდილება აქვს Fashion რითეილში და მისი დახმარებით, საქართველოს ბაზარს არაერთი დიდი ბრენდი შემოუერთდა. როგორ მუშაობს Fashion რითეილი? როგორ ადაპტირდა ბაზარი ახალ გარემოსთან? როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებელი და რა უნდა ვიცოდეთ თუ საკუთარ მომავალს ამ ინდუსტრიას ვუკავშირებთ? ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
b6f4c9f6cf574f562e105dea118bc862be0e2bcecc73aab0c660c4071188d178
2021-02-09 00:39:02 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | რომელი ხარ შენ? დათო გოგიჩაიშვილი

„დაწოლიდან დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.“ ეს სიტყვები გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის და ალბათ ყველას გვსმენია, მაგრამ საინტერესოა რამდენად ხშირად ვფიქრობ ამაზე? დღეს მარკეტერის პოდკასტის სტუმარია დათო გოგიჩაიშვილი, სპიკერი და ბიზნეს კონსულტანტი. მომდევნო 20 წუთში იგი შეეცდება დაგაფიქროთ გარემოზე და საკუთარ თავზე, პოდკასტის ბოლოს კი შეძლებთ იპოვოთ პასუხი კითხვაზე თუ რომელი ხართ თქვენ სხვადასხვა გარემოში. მე აკო ახალაია ვარ და ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
456c59acc81dff47af4d686af776f7c6a2d8a11d28c89a2a9fa025ec4230cc5f
2021-01-26 00:22:26 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | რა არის და როგორ მუშაობს ლინ მენეჯმენტი?

რა ხდება მაშინ, როცა აღმოაჩენ, რომ ბიზნესს, თურმე, ინტუიციით მართავდი და თავდაპირველი გამართლების შემდეგ, შეგრძნებებით ნაკარნახევი ყოველი მორიგი ნაბიჯი ახლა უკვე საზიანოა? გიორგი ლომსაძემ რესტორანი 《ეზო》, პარტნიორებთან ერთად, 2015 წელს დააფუძნა, რომელსაც მალევე, 《თბილისის სავიზიტო ბარათის》 სტატუსიც ერგო. თუმცა, ერთ დღეს, გიორგიმ აღმოაჩინა, რომ რესტორანს არ ჰქონდა მენეჯმენტის სისტემა, ბიზნესი ინტუიციით იმართებოდა და მისი ფუნქციონირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. გამოსავალი ინფორმაციის ფლობა - გუგლით აღმოჩენილი《ლინ მენეჯმენტი》 აღმოჩნდა. მოგვისმინეთ და გაიგეთ, რა არის ლინ მენეჯმენტი, რა სიკეთეები მოაქვს და როგორ შეიძლება ორგანიზაციაში მისი დანერგვა. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდი: www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
a7a32e65aaa406f60b6eea9eff83f89aec04a8a50593c842e25bbd7bd31391e9
2020-12-15 00:56:04 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | სპორტის მენეჯმენტი

„თბილისის ლოკომოტივმა“ დაუვიწყარი წუთები და ემოციები შექმნა. ევროტურნირებზე ქართულმა კლუბმა მასზე გაცილებით დიდი ფინანსური რესურსის მქონე ჯერ რუმინული „კრაიოვა“, შემდეგ კი, „მოსკოვის დინამო“ გამოთიშა. ვინ არის ასეთი მომენტების ავტორი? მხოლოდ ის ხალხი, ვისაც მოედანზე ვხედავთ? თუ ისიც, ვინც ჩრდილშია? რას ნიშნავს სპორტის მენეჯმენტი, როგორ შეიძლება, სპორტული კლუბისგან წარმატებული ორგანიზაცია ან ბიზნესი შევქმნათ? როგორ შეგვიძლია, ვმართოთ გუნდი და ტალანტებს მოტივაცია შევუქმნათ? ამ თემებზე სასაუბროდ საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი და „იოჰან კრუიფის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული - გიორგი ყიფიანი მოვიწვიეთ. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
3647ca100aa82b6d9df45360cc69a91c92bfd09d9db3c7f98bbc44aebf077b13
2020-12-08 00:53:37 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ვთქვათ უარი მილიონზე და გავყიდოთ საკუთარი ფრანჩაიზი

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ლაშა ანთაძე - Shelf.network-ის დამფუძნებელი. ლაშა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სტარტაპერია. საკუთარ სტარტაპში, მან მილიონების მოზიდვა შეძლო და ინვესტიციის ნაწილზე უარიც კი თქვა! ვსაუბრობთ: სტარტაპ გარემოში გუნდის შენებაზე სრულიად ახალ ბიზნეს ინდუსტრიაში ფოკუსის, საკუთარი ხედვის ქონისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე აქსელერაციაზე, სწრაფად განვითარების ტაქტიკაზე და იმაზეც, თუ როგორ უნდა შევქმნათ ისეთი ბიზნესი, რომ მისი ზრდისა და განვითარებისთვის ბიზნეს პროცესების ფრანჩაიზი შევძლოთ! მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
f28f703c511bd5dcf5581fde318c86ae28f519207e3057924abc586117441e34
2020-11-19 00:50:14 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.