პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 3 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ხელოვნური ინტელექტის როლი რეკრუტინგში

Helio.AI არის ასისტენტი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს რეკრუტინგში, ამარტივებს კანდიდატურის შერჩევის პროცესს და მოკლე დროში ფილტრაცს რეზიუმეებს არასაჭირო ინფორმაციისგან. მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი სტუმარია იაკო ჯიქია, helio.AI-ს თანადამფუძნებელი, რმომელიც მოგვიყვება: როგორ შეიქმნა helio.AI? როგორ იქცა იდეა სტარტაპად და შემდეგ ბიზნესად? როგორ ეხმარება იგი HR-ებსა და დამფუძნებლებს რეკრუტინგში? რა გამოწვევებთანაა დაკავშირებული ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება? რამხელა მნიშვნელობა აქვს ნდობას დასაქმების სფეროში და შემდგომ უკვე საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად? მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
b350b8362a4b5f6004b8524e63711bd4d57013e2632848e4984cd5e4693af652
2024-07-16 00:37:53 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | Mind Mapping - ვისწავლოთ, როგორ ვისწავლოთ
ტექნიკური დეტალები
GUID
c57757ab29b53a0ffb943e78341aad51b64bb7f538cbd9d6ea26c34cea2faca1
2024-07-04 00:38:26 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | კონტენტი

კონტენტი - სიტყვა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ხშირად გვესმის, თუმცა ბოლომდე არ გვესმის თუ რას გულისხმობს. კონტენტ კრეატორების საქმიანობამ სრულიად შეცვალა როგორც მაყურებლის ქცევა, ასევე ბიზნესის და მარკეტინგის გუნდების პრიორიტეტები. საქართველოშიც სხვადასხვა მიმართულებით უკვე აქტიურად ხდება პლატფორმების ათვისება და კონტენტის წარმოება. 30 ივნისს თბილისში კოტენტ კრეატორების პირველი ფესტივალი ჩატარდება, რომელიც სწორედ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. მარკეტერის პოდკასტში სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ ფესტივალის ორგანიზატორთან, ირაკლი კაკაბაძესთან ერთად. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
181d0112fa6f9db1db0fcfc97d8219267f66229d6b73839e0afa2bb89cc5b634
2024-06-25 01:01:29 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | Extra-ს რებრენდინგი

მარკეტერის პოდკასტის ამ ეპიზოდში EXTRA-ს რებრენდინგზე ვსაუბრობთ. სულ ცოტა ხნის წინ, წამყვანმა ქართულმა ელექტრონული კომერციის პლატფორმამ რებრენდინგი განახორციელა. პოდკასტის სტუმრები არიან EXTRA-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიშა გოგოლაური და Highway VFX-ის დამფუძნებელი ლევან ლაფაჩი. ვსაუბრობთ გუნდის შიგნით არსებულ ამოცანაზე, პროექტის განხორციელების პროცესზე და იმაზე ,თუ რას ნიშნავს „ყველაფერი მეგულება“ მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
09ccd2a8cd9ef27a2d48928d216ff41d999615bca6fb7822bf8e5e34152c17b2
2024-06-21 00:46:04 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ინფლუენსერობა და საკუთარი ბიზნესი

ინფლუენსერებთან თანამშრომლობა ბევრი ბრენდის კომუნიკაციაში უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი. თუმცა, მოდით გავერკვეთ: * რას ნიშნავს ინფლუენსერობა საქართველოში, დღეს? * როგორია ინფლუენსერის ჯილდო და რა ძალისხმევას საჭიროებს მისგან ეს საქმე? ვსაუბრობთ მარიამ დავითაძესთან, იგივე Acidwv-თან ერთად. ბევრი მას TikTok-დან, Instagram-დან და YouTube-დან იცნობთ. მარიამმა ცოდნა და გამოცდილება, ინფლუენსერული პროექტის გარდა, საკუთარი ბიზნესების შექმნაში გამოიყენა. მარკეტერის პოდკასტში მარიამი გვიყვება, როგორ გამოიყენა საკუთარი ცოდნა და უნარები ბიზნესების წამოსაწყებად. მარკეტერის პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
51516adba9f1640176075c674e93fd3443b5e79e2f95bbe056a23f750d800bba
2024-05-07 00:45:07 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | ნათია ჭიჭინაძე-creams

რა განაპირობებს შინაგან თავისუფლებას, რომელიც აისახება სცენაზე, ვიდეოში, შემოქმედებაში - აღზრდა? გარემო? გავლენები? რამდენად ახდენს ქართული მემკვიდრეობა გავლენას არტისტულ სტილზე? დღევანდელ პოდკასტში ჩვენი სტუმარი Creams-ია, იგივე ნათია ჭიჭინაძე, რომელიც მოგვიყვება, როგორია იყო ახალგაზრდა, ამომავალი მუსიკოსი საქართველოში, აუთენტური თვითგამოხატვის ფუფუნებით, ქართული კულტურული და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით.

ტექნიკური დეტალები
GUID
b9bce188c04c03826fc3d47e5722c9137fa1d7e2eec4764a40eb077fc99e5e1c
2024-04-25 01:00:20 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია

Miami Ad School ის დაწესებულებაა, რომლისკენაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ახალგაზრდა შემოქმედები მიისწრაფვიან. წლების განმავლობაში, „საქართველოს ბანკის“ მიერ დაწესებული ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, ქართული სარეკლამო ინდუსტრიის არაერთნა წარმომადგენელმა მოიპოვა და ბერლინში, მათთვის საოცნებო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა - რასაც საერთაშორისო სააგენტოებში მნიშვნელოვანი გამოცდილება მოჰყვა. „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია, ხატია არველაძე - ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი, რომელიც Miami Ad School-ში მიღებულ ცოდნაზე გვიყვება. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი პოდკასტის წარმდგენი: საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
7604ff0de49e4aed560040f33ad13cddc5a7db813ea411f7da94097b5cddb6ee
2024-04-19 00:34:53 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | საქართველო ფორმაშია

"საუკეთესო წინ არის" - საახალწლო კამპანიაში, ამ სიტყვებით შეაჯამა „საქართველოს ბანკმა“ 2023 წელი და მალევე "საუკეთესო"-სთვის მზადების პროცესშიც მთელი ერი ჩართო. "მათ შეიძლება გამოიცნონ ჩვენი სტრატეგია, ჩვენი შემადგენლობა, სათამაშო მონახაზი, ჩაფიქრებული ცვლილებებიც კი, მაგრამ მათ არაფერი იციან ჩვენი მთავარი იარაღის შესახებ. ამ ძალას, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით რაშია, სხვები ვერაფერს დაუპირისპირებენ, ვერაფრით გააჩერებენ! საქართველო ერთადაა, საქართველო ფორმაშია" - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო წლის ყველაზე დიდი კამპანია, რომელმაც ყველას სათქმელი გააერთიანა და ისტორიული მოვლენისთვის საერთო განწყობა და მზაობა მოამწიფა. ფეხბურთში პროცესები ჩვენ სასარგებლოდ განვითარდა, ამ ყველაფერს კი საკომუნიკაციო კამპანია ფეხდაფეხ მიჰყვა და ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ყველაფერი წინასწარ გათვლილი იყო. მარკეტერ

ტექნიკური დეტალები
GUID
05b40dfaf8166910fc119587c9a762eaac7ffb914fb7739bc723907a52b9cb7d
2024-04-11 00:43:20 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ბოლტის მისია

შევქმნათ უკეთესი ქალაქები - ეს გახლავთ კომპანია Bolt-ის მისიაა, რომლითაც ის ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. Bolt უკვე 10 წელია საქართველოშია. მარკეტერის პოდკასტში გიყვებით, როგორ შემოვიდა კომპანია საქართველოში, რას ნიშნავს უკეთესი ქალაქი და როგორ წარიმართა მთლიანი გადაადგილების ინდუსტრიის რევოლუცია. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია კომპანია ბოლტის მარკეტინგის ლიდი - რუსო კობახიძე. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
2539efe4a442e470f96cc880ed24a00c722f020ddb505db80583ba8b431d3932
2024-04-07 00:48:19 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | Life with ADHD

Attention Deficit Hyperactivity Disorder - ქართულად კი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. დღევანდელი პოდკასტის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებიც მათი კომპეტენციითა და გამოცდილებებით ეცდებიან, უფრო ნათელი გახადონ ყველაფერი ADHD-ის ირგლივ. ფსიქიატრი ლუკა ხუხაშვილი, ანა გვარიშვილთან და დავით ჯანელიძესთან ერთად, რომლებიც ცხოვრობენ ამ დიაგნოზით ეცდებიან გაგვიზიარონ მათი გამოცდილება თუ რა სირთულეებს აწყდებიან.

ტექნიკური დეტალები
GUID
6401148a22fa685c76d11004ec4ce7360306e546749281641657b10490e70cde
2024-04-01 01:12:27 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.