პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 17 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ შევქმნათ გარემო სადაც ადამიანები ბედნიერად იმუშავებენ?

ამ პოდკასტში დამსაქმებლების 2020 წლის მთავარ გამოწვევებზე ვსაუბრობთ. ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შევქმნათ სამსახურში ბედნიერი გარემო, სადაც ადამიანები სრულად დაიხარჯებიან და საკუთარ პოტენციალს გამოავლენენ. ასევე, 4 დღიან სამუშაო კვირას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ. სტუმრები: ანი სიჭინავა - ტრენერი, ქოუჩი და ბიზნესკონსულტანტი, მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის” მენეჯერი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ: www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
f9314b0911a7f790afde04080dd3af1e9943fa5815b7eaf6010d0d6eaf6fe6e3
2020-03-09 00:48:10 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ მოვიძიოთ და შევინარჩუნოთ საუკეთესო ტალანტები? თამარა ქლიბაძე

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია თამარა ქლიბაძე - ტექ და ონლაინ ინდუსტრიის HR პროფესიონალი. ვსაუბრობთ როგორ მოვიძიოთ და შევინარჩუნოთ საუკეთესო ტალანტები ორგანიზაციაში? რა შეცდომებს უშვებენ ბიზნესმენები და მენეჯერები HR მიმართულებით და პრაქტიკული რჩევები, რომელიც ნებისმიერი სიდიდის ბიზნესს გამოადგება. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
63630731a3277fa74a109e4b8451202d0ea99cbe0ce245b1e5bb217461291769
2020-02-17 00:40:44 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | რა არის ძალაუფლება და რატომ იბრძვიან ადამიანები ძალაუფლებისთვის? რევაზ კოპალაძე

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია მარკეტერის კონტრიბუტორი და კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე. ვსაუბრობთ ძალაუფლებაზე და იმ მიზეზებზე , რის გამოც ადამიანები ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვიან პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
478cde56668e8657c90cd2fc169885a7cbc439c22ea1162c78e1cd7110fad68e
2020-02-06 00:47:39 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | საუკეთესო გუნდის მართვა და მოტივაცია - არჩილ გაჩეჩილაძე

მარკეტერის პოდკასტის სპეციალური გამოშვება სფოთლაითიდან. სტუმარი საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი - არჩილ გაჩეჩილაძე ვისაუბრეთ მის გზაზე, რომელმაც საქართველოს ბანკის დირექტორობამდე მიიყვანა, "არ გაჩერდეს" იდეაზე და საუკეთესო გუნდის მართვისა და მოტივაციის მეთოდებზე. პროექტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი #mrktrg #podcast საქართველოს ბანკი ბიზნესი • Bank of Georgia Business

ტექნიკური დეტალები
GUID
4c5934306bb834b4fc24f8516252c69e989f99c7eb74ee09d1406c40bd94666e
2020-01-23 00:47:07 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | თანამედროვე ხელოვნება და ნულოვანი თაობა. ირინა პოპიაშვილი

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ირინა პოპიაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანი, კურატორი, გალერისტი. ვსაუბრობთ მის ცხოვრებისეულ გზაზე, მომენტებზე რომელიც გამოიყენა და გალერისტების მოტივაციაზე. რა არის თანამედროვე ხელოვნება? როგორ განისაზღვრება მისი ფასი? და ვინ არის ნულოვანი თაობა

ტექნიკური დეტალები
GUID
9a4c64accf643297da977a7693dc52d16cebb14f73c050bf9c97b0b4571f58ba
2020-01-15 00:52:07 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ გავხდე საუკეთესო სპიკერი? ანდრო დგებუაძე

როგორ მოვყვეთ ამბავი ისე რომ ყველამ მოგვისმინოს? როგორ დავამყაროთ უკუკავშირი თანამშრომლებთან ისე რომ ორივე მხარე ბედნიერი დარჩეს? რატომ გვჭირდება მიზნები ორგანიზაციაში და როგორ მოვიპოვოთ ემოციური ბედნიერება? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია - ანდრო დგებუაძე წამყვანი - აკო ახალაია პროექტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
16baadd572816c8ac3353a8f61c3f5cd7201f673c91751e0f45e658a4d568f61
2019-12-24 00:45:23 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ეჯაილი დაღეჭილად. სტუმრად ვახო ბობოხიძე

პირველად იყო კრიზისი და ამ კრიზისს ხშირად აპლიკაციების შექმნის კრიზისაც უწოდებენ. კომპანიებმა ძალიან სწრაფად დაიწყეს განვითარება, მომხმარებლები უფრო მომთხოვნები გახდნენ, პროექტის იდეიდან მის განხორციელებამდე დრო იმდენად გაიზარდა, რომ ძველი ორგანიზაციული სტრუქტურები სრულიად ჩამოიშალა და არაეფექტური გახდა. ეს კრიზისი ყველა ინდუსტრიას შეეხო, მაგალითად სანამ გამოუშვებდნენ ახალ ავტომობილს იმდენი დრო და რესურსი იხარჯებოდა საბოლოო შედეგით კმაყოფილი არავინ იყო, ხშირად წლების შრომა იყრებოდა წყალში, რადგან შექმნილი პროდუქტი აღარ პასუხობდა მომხმარებლის საჭიროებებს. სწორედ ამ დროს დაიწყეს აქტიურად საუბარი ეჯაილზე, ორგანიზაციულ კულტურაზე, რომელიც ძალიან ბევრ ორგანიზაციას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარა. ბოლო დროს ეჯაილზე და ეჯაილ ტრანსფორმაციაზე საქართველოშიც საუბრობენ. რა არის ეჯაილი? როგორ შეიძლება ის

ტექნიკური დეტალები
GUID
c148d4625a60c206d93113b6c606d6710057df1f47d88fc9e405764564d262c9
2019-11-22 00:54:57 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | სარკე - სარკეში. სტუმრად ლევან ბახია

ამ პოდკასტში ლევან ბახიასთან ერთად ვსაუბრობთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ სარეკლამო კომპანია სარკეზე. ცნობისმოყვარეობის როლზე ინოვაციების განვითარებაში. შეუმჩნეველ მოტივებზე, რომლებიც ხშირად ადამიანებს შორის ცოდნა/გამოცდილების გაზიარების მიღმა დგას. მარკეტერის პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
2f4fa3421637a7b8665e6fff16f90ab19752b969c13f1a92fbd5012090b106b9
2019-11-14 00:55:32 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | თოლიები მიფრინავენ? ვახო ვახტანგიშვილი

2019 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოში მოქმედი ყველაზე დიდი საკომუნიკაციო სააგენტოს თანამშრომლები იღებენ წერილს, რომლითაც ირკვევა რომ ოთხივე დამფუძნებელი მენეჯმენტიდან მიდის. სად მიფრინავენ თოლიები? როდის დაიწყო მაღლა ფრენა? როდის უნდა მივხვდეთ რომ ორგანიზაციაში ჩვენი ყოფნა საჭირო აღარაა? მეტიც ხელის შემშლელია და რა არის საჭირო წარმატებული ბიზნეს პარტნიორების მოსაძებნად. მარკეტერის პოდკასტში ვსაუბრობთ ვახო ვახტანგიშვილთან. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
906124aa5fe460c61c38e17a99ba1c8e85d45341a5873f5472b046c0d0b2e283
2019-10-30 00:48:30 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ცხოვრების მეორე სერია, სტუმრად ალექსანდრე ჯეჯელავა

"პირადმა და პროფესიულმა გამოცდილებამ დამაჯერა, რომ ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებას ორი სერია აქვს – პირველი, რომელიც ეძღვნება სხვების იდეების, ჩანაფიქრების, მოლოდინების და სურვილების დაკმაყოფილებას და მეორე, რომელიც არის ნამდვილად ჩვენი და სადაც ადამიანმა თავისი თავი სრულად შეიძლება გამოამჟღავნოს." ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა. შეიძლება ძალიან წარმატებული კარიერა გქონდეს და არ იყო ბედნიერი? როგორ მივხვდეთ თუ შუა ხნის კრიზისი მოგვადგა კარს? რა უნდა გავაკეთოთ რომ ემოციურად ბედნიერები ვიყოთ? ამ და სხვა საინტერესო თემებზე მოუსმინეთ მარკეტერის პოდკასტის მესამე ეპიზოდს

ტექნიკური დეტალები
GUID
fb279e205f879f0e15e21a818f759cc533799efa7ba530acf60345dde17e0bd1
2019-10-16 00:42:54 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.