პოდკასტის დეტალები
Marketer.ge Podcast
Marketer.ge
აღწერა
Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი
დეტალები
პოდკასტის უახლესი ეპიზოდები
172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 10 18-დან
| ეპიზოდი და შინაარსი | თარიღი | ხანგრძლივობა | მისმინე |
|---|---|---|---|
|
საინტერესო პოდკასტი | მიღწევები მედიცინაში: აქონდროპლაზია უკვე განკურნებადია
დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებთ მდგომარეობაზე, რომელშიც 25000დან ერთი ბავშვი ხვდება. ეს არის გენეტიკური კონდიცია, როდესაც FGFR3 გენი განიცდის მუტაციას, რაც გავლენას ახდენს ძვლების ზრდაზე და შედეგად ვიღებთ სხეულთან, ტორსთან შედარებით მოკლე ხელებსა და ფეხებს. ამ დიაგნოზის მქონე მამაკაცი აღწევს 130 სმ-მდე, ქალი უფრო ნაკლებს. საინტერესო პოდკასტის სტუმარია პეტრეს დედა და მწვანე ბანაკის დამფუძნებელი, რომელიც ძალიან ყოჩაღად ართმევს თავს გამოწვევებს და რაც მთავარია, ახერხებს, რომ ისიც და პეტრეც ჰარმონიულად თანაცხოვრობენ აქონდროპლაზიას დიაგნოზთან ერთად. ტექნიკური დეტალები
|
2022-11-11 | 00:39:54 | მისმინე |
|
მარკეტერის პოდკასტი | როდის უნდა დაიწყო საკუთარი სტარტაპი?
თუ შაბათ დღესაც საკუთარ სტარტაპზე ფიქრობ ამ პოდკასტს აუცილებლად უნდა მოუსმინო. როდის უნდა დაიწყო საკუთარი სტარტაპი? სად შეგიძლია იშოვო ფული იდეის განვითარებისთვის? რა დაგჭირდება რომ რისკები მინიმუმამდე შეამცირო? ამ თემაზე მარკეტერის პოდკასტის სტუმარია დავით ჩეჩელაშვილი, სტარტაპ მენტორი და Isari Venture-ის წარმომადგენელი საქართველოში მოგვისმინეთ აქ: მარკეტერის პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი. ტექნიკური დეტალები
|
2022-11-10 | 00:58:25 | მისმინე |
|
მარკეტერის პოდკასტი | რაში გვჭირდება ბიზნეს კონსულტანტები?
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია თამთა შერმადინი - PWC (Price Water House Cooper) -ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დირექტორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი ტექნიკური დეტალები
|
2022-11-02 | 00:51:37 | მისმინე |
|
საინტერესო პოდკასტი | ტექნოლოგიები და ადამიანები: რა სიჩქარით მივდივართ და სად?
რამდენად ჰარმონიულად ვუბამთ ადამიანები ფეხს ტექნოლოგიურ განვითარებას? სწორად ვიყენებთ თუ არა ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს და საერთოდ, როგორია მომავალი? საინტერესო პოდკასტის სტუმარია სანდრო ასათიანი, საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი. ტექნიკური დეტალები
|
2022-11-02 | 00:51:58 | მისმინე |
|
საინტერესო პოდკასტი - რა შეუძლია BOG sCoolApp-ს?
რა შეუძლია BOG sCoolApp-ს და რა სარგებელს მოიტანს ის, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა საჭიროებები აქვთ დღეს ახალგაზრდებს, ამაზე ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი გვიყვება. ტექნიკური დეტალები
|
2022-10-28 | 00:44:08 | მისმინე |
|
საინტერესო პოდკასტი | ვინ ვართ ჩვენ დღეს, რამდენად განსაზღვრავს ამას ჩვენი მშობლები?
საინტერესო პოდკასტის სტუმარია ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი. ვსაუბრობთ ბავშვთა აღზრდის მეთოდებზე, როგორ ზრდიან ბავშვებს დღეს? რა შეიცვალა და პრაქტიკული რჩევები მშობლებს. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ტექნიკური დეტალები
|
2022-09-28 | 00:46:30 | მისმინე |
|
საინტერესო პოდკასტი | თქვენ რომ თბილისში ჩამოსული ტურისტი იყოთ, რომელ შენობასთან გადაიღებდით ფოტოს?
არქიტექტურა ხელოვნების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც პრეისტორიული ერიდან მოყოლებული, ფუნქციისა და პრაქტიკულობის მიღმა, მოიცავს კულტურულ, ესთეტურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც - ანუ, გამოხატავს ადამიანებისთვის, ერებისთვის დამახასიათებელ ნიშან თვისებებს, თარგმინლს შენობების ფორმებში, დიზაინში, დანიშნულებაში. ამ პრიზმიდან თუ დავიწყებთ ყურებას, კიდევ უფრო განსაკუთრებულად საინტერესო გახდება, მაგალითად, ბერძნული ან რომაული არქიტექტურა, ხო? გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვართ და დღევანდელ სტუმართან ერთად ზუსტად იმაზე ვისაუბრებთ, რატომაა საქართველოში არქიტექტურა დღეს ისეთი, როგორიც არის და საერთოდაც, რისი ექსპრესიაა ქართული არქიტექტურა? რა ამბები დგას ჩვენი შენობების უკან? ამ ყველაფერზე დღეს არქიტექტორი ნიკა ლეკვეიშვილი გვეტყვის თავის აზრს. ტექნიკური დეტალები
|
2022-09-14 | 00:42:02 | მისმინე |
|
მარკეტერის პოდკასტი | როგორ გამოვიყენოთ წინააღმდეგობა განვითარებისთვის?
მარკეტერის პოდკასტის სტუმარია გასტრონომ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი თენაძე. რაში დაეხმარა ჯგუფში "სუსტი" სტუდენტობა? რა გზა გაიარა გასტრონომ ჯგუფმა დისტრიბუციის ბიზნესიდან პრემიუმ სუპერმარკეტებამდე და რესტორნებამდე? როგორ შეგვიძლია უნდობლობა და მუდმივი წინააღდმეგობა გამოვიყენოთ საკუთარი თავის და ბიზნესის განვითარებისთვის? მარკტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი ტექნიკური დეტალები
|
2022-09-13 | 00:42:25 | მისმინე |
|
საინტერესო პოდკასტი | რა როლი და გავლენა აქვს განათლებას საზოგადოებაზე?
როგორია დღეს განათლების დონე საქართველოში, როგორ აისახება ეს საზოგადოებაზე, როგორი არის და როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომ უკეთესები გავხდეთ - ამ ყველაფერზე დღეს ლუნდის უნივერსიტეტის მეცნიერი და პროფესორი - ზაალ კოკაია გაგვესაუბრება. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ტექნიკური დეტალები
|
2022-09-08 | 00:54:36 | მისმინე |
|
მარკეტერის პოდკასტი | როგორ მუშაობს კინოთეატრების ბიზნესი?
როგორ მუშაობს კინოთეტარების ბიზნესი? რა არის კავეას ბიზნეს მოდელი? რატომ დადიან ადამიანები კინოში დღეს? რას შეცვლის კავეა პლიუსის გამოჩენა ბაზარზე? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია Cavea.Plus-ის დირექტორი სალომე კუპრაშვილი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი ტექნიკური დეტალები
|
2022-08-30 | 00:45:18 | მისმინე |
მეტი Marketer.ge-დან
ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.
მსგავსი პოდკასტი
პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.