პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 2 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
დისციპლინა, ფოკუსი და მებრძოლი სული – კარატეს გზა ლევან როგავასთან

სახელწოდება “გოჯუ-რიუ კარატე” სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ძლიერი და რბილი კარატეს სკოლას”. 1930 წელს, ტოკიოში საყოველთაო იაპონური საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირებისას, ერთ-ერთმა მონაწილემ ჰკითხა ჩოჯუნ მიაგის სტუდენტს, საბრძოლო ხელოვნების რომელ სკოლაში სწავლობდიო. ოკინავაზე დაბრუბებისთანავე სტუდენტმა მოახსენა ჩოჯუნ მიაგის ამ შემთხვევის თაობაზე. ამ უკანასკნელმა კი გადაწყვიტა თავისი სტილისთის Gōjū-ryū დაერქმია - ასე იწყება ამ ორთაბრძოლის მიმდინარეობის ისტორია, რომელსაც აგერ უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც საქართველოშიც არაერთი მიმდივარი ჰყავს. სენსეი ლევან როგავასთან ერთად ვსაუბრობთ გოჯუ-რიუს ფილოსოფიაზე, ახალგაზრდების მოტივაციაზე რომ იყვნენ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელები და გოჯუ რიუს აკადემიის მშენებლობაზე, რომელიც ოქტომბერში უკვე საჯაროდ გაიხსნება.

ტექნიკური დეტალები
GUID
0fde48fddde6d8f18cf989851d086922de27d827c9979c17313af481d70567f1
2025-07-21 00:51:43 მისმინე
საქართველოს ბანკის AI ტრანსფორმაცია

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ბანკი თქვენს ფინანსურ ჩვევებს უკეთ იცნობს ვიდრე თქვენ საკუთარს. სადაც ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტერმინი, არამედ ყოველდღიური რეალობა, რომელიც ცვლის ათასობით ადამიანის ფინანსურ ცხოვრებას. ეს არ არის მომავლის ფანტაზია - ეს ხდება აქვე, ჩვენს თვალწინ. საინტერესო პოდკასტის აღნიშნულ ეპიზოდში ვაჟა მანტუასთან და მიხეილ ნადარეიშვილთან ერთად ვსაუბროთ საქარველოს ბანკის AI ტრანსფორმაციაზე, იმ მოდელებზე და მიდგომებზე რომლის დახმარებითაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება მიეწოდება ქვეყნის მასშტაბით მილიონზე მეტ ადამიანს. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
7323dc73bc47bed3228025c9788cce5ecf43ed942316c53c653cf9989d4c101f
2025-07-15 00:59:02 მისმინე
ციფრული მკურნალი: Healo-ს გზა და მისია | ანკა მანჯგალაძე

თანამედროვე ცხოვრების სტრესი, ურთიერთობების სირთულეები, ტრავმული გამოცდილება, დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობები ხშირად საჭიროებს პროფესიონალურ ჩარევას. ფსიქოთერაპია არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით - ის მეტყველებს ადამიანის ძლიერებაზე და სურვილზე, გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება. Healo-ს დამფუძნებელთან, ანკა მანჯგალაძესთან ერთად ვსაუბრობთ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და იმაზე რომ ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა აღნიშნულ სერვისებზე. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
532489bffd9ba1e412594d6055ab463754b787676c89b8f862f43129371276f7
2025-07-04 00:38:54 მისმინე
ფიქრი, წერა და ცხოვრება – ქუცა რუხაძე ფრიალანსზე და მეტზე

ქოფირაითერების იდეების დახმარებით ჩვენამდე უამრავი ისტორია მოდის - ამის უკან კი უამრავი წაკითხული წიგნი, მოსმენილი ალბომი, ნანახი ფილმი და გამოცდილებებია, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთს გვაკავშირებს. გიორგი ქუცა რუხაძესთან ერთად „საინტერესო“ პოდკასტში“ განვიხილავთ იდეების გენერირებს სხვადასხვა ხერხებს და პროფესიისთვის დამახასიათებელ მომენტებს. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
8d0244805258088838bd8d4922fea03547a981570905ce45e182539e71d1e43e
2025-07-04 00:55:22 მისმინე
სტრატეგია, შოუ და მაფია – გიორგი მგალობლიშვილის თამაში რეალურ ცხოვრებაში

ზოგი მოთამაშე ირგებს მაფიის წევრის როლს, ზოგი კი ხდება ,დანაშაულით სავსე საზოგადოების, სამოქალაქო პირი. ყოველ ღამე მაფია კლავს ერთ ადამიანს, ყოველდღე მშვიდობიან მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა განიხილონ მკვლელობა, აირჩიონ ეჭვმიტანილები და ერთ -ერთი მათგანი სიკვდილით დასაჯონ. ქართული იუთუბის მაფია უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთი წამყვანი არხია სოციალურ სივრცეში, რომელსაც თითქმის 200 ათასი გამომწერი და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. „საინტერესო პოდკასტის“ აღნიშნულ ეპიზოდში, მაფიის წამყვანთან, GI2GI-სთან ერთად ვსაუბრობთ მაფიის ღამის განვითარებაზე, იუთუბ კონტენტის სპეფიციკაზე და მნიშვნელოვან ფინალზე, რომელიც სიციალიაში გაიმართება.

ტექნიკური დეტალები
GUID
2fe3990b24844c3cbae1cb4440f7c56e0867950dd90cfc7f3c4c033bdaa8405d
2025-07-04 00:33:21 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | გზამკვლევი მარკეტერებისთვის 2025

2025 წლის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან რესურსად იქცა Tbilisi School of Communication-ის მიერ უკვე მეორედ გამოცემული ყოველწლიური გზამკვლევი მარკეტერებისთვის. დოკუმენტი შემუშავდა კვლევითი ორგანიზაცია ANOVA-სთან თანამშრომლობით და ეფუძნება თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებს. მარკეტერის პოდკასტში Comm School-ის დირექტორთან, ნინა ქარჩხაძესთან ვსაუბრობთ ახალ მიგნებებზე მარკეტინგში, ქართული მარკეტინგული ინდუსტრიის ტრენდებზე და გზამკვლევის კვლევის მეთოდებზე.

ტექნიკური დეტალები
GUID
9cceee25032abae6688bbcbface8f598a5c36f7e111ec415235aa8b97f5afb7c
2025-03-19 00:51:08 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | Agile v2: From Good to Grea

როგორ მოვახდინოთ ეჯაილის ლეველაპი და თეორიული წესებიდან ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე მორგება. როგორ არ უნდა შეუშინდეს კომპანია რთული გადაწყვეტილებების მიღებას, მთავარი მიზნის/შედეგების მისაღწევად. მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი გადაცემის სტუმარია ევროპაბეთის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი - თეო ცერაძე.

ტექნიკური დეტალები
GUID
59c164fc75810e7a8d212f45bdb4cb9494bf400ae6a879689a2147414f04ca0e
2025-03-17 00:38:39 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | პლუსი - ლოიალობის სტანდარტი

როგორ ხედავთ PLUS-ის განვითარებას მომავალში და რა როლი ექნება ახალ ტექნოლოგიებს ამ პროცესში? როგორია Plus პლატფორმის გავლენას ბიზნეს სექტორზე, და როგორ შეცვალა ან შეიცვლება ბიზნეს მოდელები? რა შეცვალა 7 წლის განმავლობაში და როგორ ადაპტირდა Plus პროგრამა მომხმარებლის მოლოდინებთან? ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამის Plus-ის 7 წლის იუბილე, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენა. ამ თემაზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს ლევან ჯიქია (საქართველოს ბანკის მთავარი კომერციული ოფიცერი - გადახდების მართვის დეპარტამენტი) და ქეთევან ბიჭიაშვილი (საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორი) ესტუმრნენ. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
b25e485006f48b1f0ed8a19510b587f1e296dfd267b98e65605422277dcfd410
2024-08-15 00:36:57 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ის რაც დროს გაუძლებს

მონუმენტური შენობები სტანდარტული და მარტივი გადაწყვეტებით არ იქმნება. „ის, რაც დროს გაუძლებს“ - ასე ეწოდება კამპანიას, რომლზე სასაუბროდ მარკეტერის პოდკასტს „ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე, Holy Motors-ის დამფუძნებელი, გიორგი ავალიანი და Highway VFX-ის დირექტორი ლევან ლაფაჩი ესტუმრნენ. როგორ ახორციელებს ალიანს ჰაილაინი ისტორიული არქიტექტურული პრინციპების გამოყენებას დიზაინში? როგორ გადალახა გუნდმა ის სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებული იყო ამ არაორდინალური დიზაინის მშენებლობასთან? რას ნიშნავს „ის, რაც დროს გაუძლებს“ და როგორ გამოიხატა ეს შემოქმედებითი პროცესის დროს? მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
634d46f2fee1bf1493f31bef2d3cd97b1fa6234509c2b8d5885b8efb38fa5419
2024-08-01 00:51:19 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ნებისმიერი პრობლემის მომგვარებელი ბიზნესი

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია სანდრო თავხელიძე. ყოფილი მორაგბე, რომელიც წარმატებული სტარტაპერი გახდა. სანდრომ პირადი გამოცდილება ბიზნეს იდეად აქცია. საკუთარი იდეის ძალიან დაიჯერა, სხვებიც დაარწმუნა და მათთან ერთად საინტერესო გზა გაიარა. ამ გზაზე იყო ბევრი უარი, წარუმატებლობა, მაგრამ "ვემპლერმა" არაერთხელ დაარწმუნა ინვესტორები რომ ცდებოდნენ. მალევე სტარტაპმა 500 000-ზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. სანდრო გვიყვება გზას, რომელიც "ვემპლერმა" და მისმა გუნდმა გაიარეს. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ "საქართველოს ბანკი ბიზნესი"

ტექნიკური დეტალები
GUID
a048bac0a091ec9e9b4c1cb5406054d17ce7fee84f0febf62ba57e7ce502f3c7
2024-07-25 01:11:34 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.