პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 7 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
საინტერესო პოდკასტი | საუბარი ჩემპიონთან - ზაზა ფაჩულია

წელს ზაფხულის სპორტული დასასრული მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება - 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე კალათბურთის მე-19 მსოფლიო ჩემპიონატს ვადევნებთ თვალს, რომელიც პირველად ჩატარდება 3 ქვეყანაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველად ისტორიაში ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრები. საინტერესო პოდკასტის სტუმარია ზაზა ფაჩულია, მასთან ერთად განვიხილავთ მსოფლიო ჩემპიონატს. წამყვანი: ნატალია ფირცხალავა თანაწამყვანი: გიორგი ზურაბიშვილი

ტექნიკური დეტალები
GUID
2f1453d4ae2e202dc498d7e4999d471c62244c6fcf8d1ede11ecc3120c628e1c
2023-08-29 01:04:41 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | რა არის სიზმარი და რატომ ვნახულობთ მათ?

გახსოვთ, რა ნახეთ ბოლოს სიზმარში და რა აუხსნა მოუძებნეთ მას? ჩვენ მხოლოდ დღე არ ვცხოვრობთ, სიზმრებშიც ვაგრძელებთ ცხოვრებას და ზოგჯერ, ძალიან მნიშვნელოვან ქმედებებსაც ჩავდივართ - ასე გვარწმუნებს იუნგი. არის თუ არა სიზმარი ტვინის რენდომ აქტივობის შედეგად გენერირებული პროდუქტი, თუ, მის უკან გაცილებით მნიშვენლოვანი ახსნა დგას? არის თუ არა ის მართლაც ჩვენი რეპრესირებული სურვილების ექსპრესია, როგორც ამას ფროიდი ამბობს? სიზმრების შესახებ უამრავი თეორია არსებობს, მათი ინტერპრეტირება მართლაც ცალკე ხელოვნებაა, თუმცა, დღევანდელი შესაძლებლობების ფარგლებში, მეცნიერებს კიდევ უფრო მეტი ვალიდური არგუმენტაცია აქვთ ხელთ კვლევების შედეგად, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში, როცა სიზმარს ვნახულობთ, რა გავლენა აქვს მას ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, აქვს თუ არა მას რაიმე საერთო წინასწარმეტყველებასთან... ერთი

ტექნიკური დეტალები
GUID
f77cef290aa20fd9e76805c065091dabee55b4ed986ca175c30e563e589761be
2023-08-24 00:46:27 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | რისკზე წასვლა არ ღირს

ობიექტურად რომ შეაფასოთ საკუთარი თავი, როგორც მძღოლი, როგორ ეპითეტებს გამოიყენებდით? დაგყავთ თუ არა თქვენი ავტომობილი სეზონურ შემოწმებაზე, დროულად უცვლით თუ არა სეზონურ საბურავს, უსმენთ თუ არა მას და საერთოდაც, გესმით თუ არა მისი? სერიოზულად კი, საგზაო მოძრაობის კულტურა და უსაფრთხოება ერთ-ერთ მოწინავე პრობლემად რჩება ჩვენს ქვეყანაში. 2021 წლის მონაცემებით 7700 ადამიანი დაშავდა, ხოლო 450 გარდაიცვალა. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზები სიჩქარის გადაჭარბება, გაუმართავი ავტომობილი, ჩვენი კულტურული მახასიათებლები და მავნე ჩვევებია. კარგი ამბავი ისაა, რომ ზუსტად ვიცით, სტატისტიკა გვეუბნება, რომ შესაძლებელია ისეთი სისტემის აწყობა, რომლის მეშვეობითაც საგზაო შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგალითად, ეს შეძლეს სკანდინავიის ქვეყნებმა. ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ამ პრობლემის მოგვარების, რა თქმა უნ

ტექნიკური დეტალები
GUID
a3774645d09c2568202a34eca7c51c720b408a6a17fd31f0839337c5da3e927d
2023-08-17 00:43:14 მისმინე
საინტერესო პოდკასტი: Upway.ge: სწავლის მძებნელთა პლატფორმა

თანამედროვე ადამიანების მუდმივი გამოწვევა თვითგანვითარებაა. ტემპი ძალიან მაღალია, ტექნოლოგიების ასეთი სისწრაფით წინსვლა ყველაფერზე აისახება, მათ შორის, ძალიან შესამჩნევად განათლების სისტემაზეც, რომელიც ცდილობს, რომ რბოლას არ ჩამორჩეს. დღეს მოცემულობა სხვაგვარია - თანამედროვე პროფესიების პოპულარობამ ცოდნის მიღების წყაროებიც შეცვალა, გადმოინაცვლა ციფრულ სამყაროში და განათლების მიღება სულ უფრო და უფრო თანასწორი და ხელმისაწვდომი გახადა - ადამიანები, ასაკის და მიუხედავად, რადიკალურად იცვლიან პროფესიებს, აღმოაჩენენ ფარულ შესაძლებლობებსა და ნიჭებს, იჩენენ დამატებითი შემოსავლის წყაროებს. ერთი სიტყვით, ცვლიან საკუთარ ცხოვრებებს. ჩვენი სტუმრები upway.ge-ს, კურსების სანდო და მრავალფეროვანი სისტემის დამფუძნებელი სამი სხვადასხვა მხრივ საინტერესო ქალია, მარიშა გოგოლაური, მარიამ აბულაძე და მარიამ ცანავა.

ტექნიკური დეტალები
GUID
75d355d38f6a47329b413c5d36da723f54f2d54371256510f5087c8aae62b124
2023-07-26 00:45:16 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | Bitcamp: პატარა პროგრამისტების სათამაშო მოედანი

რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს, გახდეს პროგრამისტი? როგორ რთულადაც არ უნდა ჟღერდეს პროგრამირება, სწორი პროგრამით, რესურსებით და მიდგომებით, დიახ, ბავშვებს შეუძლიათ საკმაოდ პატარა ასაკიდან დაიწყონ მისი შესწავლა. არ არის აუცილებელი ბავშვი გაყვეს ამ პროფესიას, პროგრამირების სწავლა მაინც ძალიან ბევრ სარგებელს მოუტანს თქვენს შვილებს: განუვითარებს და გაუძლიერებს კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის სქილებს, გაუღვივებს კრეატიულობას და საკუთარი თავის გამოხატვაში დაეხმარება, რადგან პროგრამირება სწორედ ეგ არის - გადააქციონ საკუთარი წარმოსახვითი იდეები ხელშესახებ, ციფრულ ქმნილებებად, იქნება ეს თამაშების დიზაინი, თუ ვებგვერდის აწყობა. ამ პროფესიის პოპულარობისა და სარგებლიანობის გამო, ბითქემფმა, რომლის დამფუძნებელიც ჩვენი სტუმარია დღეს, გარდა ზრდასრულებისა, პატარებზეც დაიწყო ზრუნვა და საბავშვო პროგრა

ტექნიკური დეტალები
GUID
66df750136e75d0de52f4038743a6ed823f308e6c9258071b13095655f3ad64f
2023-07-07 00:50:05 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | შოთი არველაძე

როგორია ცხოვრება მას შემდეგ, ის, რასაც ბავშვობიდან მოყოლებული, უამრავი წლის განმავლობაში მთელი გულით აკეთებ, წყვეტ უამრავ ვარსკვლავს, ხარ გულშემატკივრის უძლეველი ენერგეტიკის ველის ეპიცენტრში და მიუხედავად ამ ენერგეტიკისგან გამოწვეული ბიძგებისა, მაინც მყარად დგახარ მოედანზე, რაღაც მომენტში, მართალია, კანონზომიერად, თუმცა, მაინც მთავრდება? საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ტრაბზონსფორის, აიაქსის, რეინჯერსის და ალკმარის ვარსკვლავი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გამოწვევას მწვრთნელობით პასუხობს. საინტერესო პოდკასტის სტუმარია შოთი არველაძე. გარდა იმისა, რომ გავიგებთ, რას შვება ახლა ის, თავს როგორ გრძნობს და რა გეგმები აქვს, კარს მომდგარ, ჩვენი ქვეყნისთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო მოვლენაზე - უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც მოვისმენთ მის

ტექნიკური დეტალები
GUID
e05c877586dcdc7ee962a81f988bb0f63841e938e150bb3067a48403eb333d39
2023-06-23 01:11:06 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | მოგზაურობა ტაილანდში

თავს მოგზაურად უფრო მიიჩნევთ, თუ ტურისტად? მოგზაურობის დაგეგმვა, მიმართულების შერჩევა, მარშრუტის მოხაზვა - ეს ყველაფერი ნამდვილი მოგზაურებისთვის დიდი ვნებათაღელვის მომტანია. ჭეშმარიტი მოგზაურები მოგზაურსა და ტურისტს ერთმანეთისგან განასხვავებენ. არჩილ ქიქოძის ნორვეგიულ დღიურებში ამოვიკითხე ძალიან კარგი ფორმულირება, რომ მოგზაურს ტურისტისგან ის განასხვავებს, რომ მან ისიც კი არ იცის, სახლში დაბრუნდება თუ არ. რადგან ჩვენ მოგზაურობის მოტრფიალეები ვართ, ჭეშმარიტი მოგზაური მოვიწვიეთ სტუმრად დღეს, რომელიც მოგზაურობასა და კერძოდ, ტაილანდურ თავგადასავალზე მოგვიყვება ისტორიებს - სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ამ საოცარ, ტროპიკულ ქვეყანაზე. ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი მოგვიყვება დღეს, როგორ მოხვდა ტაილანდში, რა ადგილები მოინახულა და რამ აღაფრთოვანა

ტექნიკური დეტალები
GUID
8a7388d0ffc4d2b90185e702e63d6e46d1f1addcfb65b67b93a1b83f588bf44c
2023-06-15 00:57:04 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | ემოციების დიდი წიგნი: გზამკვლევი მშობლებისა და შვილებისთვის

რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ და საკუთარი შვილის ემოციებს? ჩვენს ცხოვრებაში ემოციებისა და გრძნობების ადგილი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდია. პაოლო სორენტინოს ფილმის, Youth-ის ერთ-ერთი პერსონაჟის ფრაზით: “You say emotions are overrated. Emotions are all we got”. მართლაც, ემოციების გარეშე ჩვენი ცხოვრება ბევრად მოსაწყენი იქნებოდა, ვიდრე ახლაა. შიშს, ზიზღს, ბრაზს, სიხარულს, სევდას, გაოცებას - მათ ყველას სჭირდება მართვა. მართვას კი - ცოდნა. სწორედ ამ ცოდნის ერთ-ერთ წყაროზეა დღევანდელი პოდკასტი. ემოციების დიდი წიგნის მიზანია, მშობლისა და შვილისათვის მეტად ნათელი გახადოს ემოციების მნიშვნელობა, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, ისწავლონ ემოციების იდენტიფიცირება და მიღება და რაც მთავარია, მათი მართვა. პროექტის ავტორების და სოლოს მხარდაჭერით ეს წიგნი უკვე ხელმისაწვდომია ულამაზესი ილუსტრაციებით და სწორედ მის

ტექნიკური დეტალები
GUID
2bdf93e1bb303cbc4756219dc7569d5c49de66bcfed246f6043e0d8ff0ef2a4b
2023-06-07 00:48:28 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ქაოსიდან წესრიგამდე - როგორ მუშაობენ პროექტ მენეჯერები?

ჯერ კიდევ 2012-ში მარიამ შარანგიამ პირველი ნაბიჯები გადადგა IT სფეროს მიმართულებით და დღეს უკვე Meta-ს პროექტ მენეჯერია. შეუპოვრობა, ნდობა და მხარდაჭერა კი სწორედ ის ფაქტორებია, რომლებმაც მისი წარმატება განსაზღვრა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მართალია, თავიდან პიანისტობა უნდოდა და წლებიც დაუთმო ამ სტატუსის მოპოვებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფერო არჩია. თუმცა მუსიკის სამყაროში მოპოვებული გამოცდილება ამ სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიაშიც ეხმარება. მარკეტერის პოდკასტში მარიამი საკუთარ გამოცილებას გვიზიარებს — იესემის სკოლიდან UCL-მდე და კარიერის პირველ თუ შემდგომ ეტაპებამდე. ამავდროულად, გვიყვება პროექტ მენეჯერის, როგორც ერთგვარი დირიჟორის როლის შესახებ: რა გამოწვევების წინაშე დგას ის, როგორ უნდა მართოს გუნდი/პროექტი სწორად, როგორ დაამყარ

ტექნიკური დეტალები
GUID
cffb37c75d71e24e483d649ab5c3dfbd0b5a74ddb7011b59f9fee5d732d84a57
2023-06-05 00:46:51 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | PTSD: ტრავმების კვალი ჩვენს ცხოვრებაზე

იცით, რა არის პტსა და როგორ განვასხვავოთ ის უბრალო ტრავმული გამოცდილებისგან? ნავარაუდებია, რომ, სამწუხაროდ, ადამიანთა 80%-ს ცხოვრების მანძილზე აუცილებლად უწევს სხვადასხვა ტრავმული გამოცდილებების მიღება. ხოლო, აქედან 5%-ს უვითარდება პტსა, ცნობილი როგორც ptsd - ანუ, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა. ეს არის კონდიცია, რომელიც გამოწვეულია ტრავმული გამოცდილებით, რომლის მიზეზითაც, ადამიანი თითქოს იჭედება ერთ ადგილზე, სადაც სამყარო აღარ არის უსაფრთხო. საინტერესო პოდკასტის სტუმარია ფსიქოთერაპევტი ელენე ჯაფარიძე.

ტექნიკური დეტალები
GUID
a9d6dd39c0458e3aa50832e6295bfb7d4c5509715b1765f1e523daf489030580
2023-05-05 00:46:53 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.