პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 8 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
Self-Mastery - საკუთარ თავზე დაოსტატება

რესპონდენტები ლეო ინსტიტუტის გუნდის წევრები - ანანო თომაშვილი და ეკო ჩუბინიძე

ტექნიკური დეტალები
GUID
2216eb68bbd38998014ca81cf25575d443b5eed11a1cf29e4cf68073bc155bfa
2023-04-26 01:20:10 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ორგანიზაციული კულტურა და ტექ.გუნდების ფორმირება

როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურა? როგორ შევქმნათ და ვმართოთ ტექნოლოგიური გუნდები? მარკეტერის პოდკასტის სტუმრები არიან E-team-ის HR დირექტორი თამარა ქლიბაძე და კომპანიის CTO - ვასილ გრიგალაშვილი.

ტექნიკური დეტალები
GUID
b809a205fa0c446e365305e8cd5872782e95e43bcf9192525b5ce3406d9abe53
2023-04-20 00:48:12 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | ეკო-მეგობრული ტრანსპორტი: როგორია თბილისის მომავალი?

რა არის შენი ტრანსპორტი დღეს და როგორია მისი გავლენა ქალაქზე, რომელშიც ცხოვრობ? რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს, როგორ შევცვალოთ ჩვენი ხედვა და ქცევა. რა ბენეფიტები აქვს ეკომეგობრულ ტრანსპორტს? საინტერესო პოდკასტის სტუმარია დანიელ დოინიცინი, სქროლის და ქარი ელექტრიკის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
1d636912621dab27a86ce944501bba410208a9aae3cc9963e1f03510cfa177c9
2023-04-07 00:49:33 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | როგორ ვაქციოთ ჩვენი ნიჭი/ტალანტი ჩვენი ცხოვრების მთავარ საქმედ?

რა არის ის ბარიერები, რომლებიც ჩვენი ტალანტის რეალიზების გზაზე გვხვდება? ტალანტის ჩვენს თავში იდენტიფიცირება ერთი საქმეა, შემდეგი ეტაპი მათი რეალობაში გადმოტანაა. ჩვენი ტალანტების გააზრება კომპლექსური პროცესია, რომლის დროსაც მარტო იმას კი არ ვიგებთ, რა შეგვიძლია, არამედ იმას, თუ საერთოდ ვინ ვართ. ამ თემაზე სასაუბროდ დღეს ორი, სხვადასხვაგვარად ნიჭიერი ადამიანი მოვიწვიეთ, რომლებმაც მოახერხეს და თან იმ საქმეს აკეთებენ, რაც ყველაზე კარგად გამოსდით და თან ამ საქმის წარმატებულად კომერციალიზაციაც მოახერხეს. მუსია ქებურია, რომელიც ხატავს და გიორგი ქუცა რუხაძე, რომელიც წერს.

ტექნიკური დეტალები
GUID
91c6308631460a6788b0c375f6e29caf24435101e4e7402fbac796b17fe53f5f
2023-03-24 01:11:23 მისმინე
მარკეტერის პოდკსტი | რა არის და როგორ გამოვიყენოთ დიზაინ ფიქრი?

დღევანდელი პოდკასტის მთავარი თემაა, რა არის და როგორ გამოვიყენოთ დიზაინ ფიქრი, თუმცა საუბრისას შემოქმედებით აზროვნებას სხვადასხვა კუთხით შევეხეთ. საინტერესოა, როგორ მწიფდება შემოქმედებითობა ბავშვობიდან თუ მოზრდილ ასაკში და როგორ იკვლევენ ადამიანები კრეატიული ინდუსტრიისკენ გზას. ზოგჯერ ეს გზა საკმაოდ გრძელია, მიხვეულ-მოხვეული, უამრავ საინტერესო ადგილს რომ გაგატარებს და ძიების ინტერესით მაინც გაგაგრძელებინებს სვლას. დღევანდელი პოდკასტის სტუმარია სააგენტო JWT Metro-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ეკა ყიფიანი, რომელიც კრეატიულობის სამყაროში გვამოგზაურებს. გვისმინეთ აქ: Spotify, SoundCloud, Google & Apple Podcasts მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
fabc8ba4f0cc568dfb61224eddd09ff8340d29bf56362ed705134508c15dae40
2023-03-20 01:04:18 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | მაჩვენე შენი ფლეილისთი და გეტყვი ვინ ხარ შენ

რას ამბობს ჩვენზე ჩვენი „ფლეილისთი“? როგორ ყალიბდება ჩვენი მუსიკალური გემოვნება და რაზე მეტყველებს ის? რამდენად დაფიქრებულხართ, თუ რატომ უსმენთ ამა თუ იმ კომპოზიციას? რას ნიშნავს მუსიკალური გემოვნება? ან არსებობს კი ის საერთოდ? თუ არსებობს, როგორ ყალიბდება? მუსიკაზე, ალბათ, დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მუსიკის ცოტა ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ და კულტურულ ასპექტებზე ჩვენს სტუმრებთან, რეზი ხუნწელიასთან და ჯაბა შავიშვილთან ერთად ვისაუბრეთ საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
2f645d86a2b2bbf1363e5b02955cc3fca5ce2bb0a424b2de9a82ded033fc6b81
2023-03-02 01:11:59 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | რატომ არის ფინანსური განათლება მნიშვნელოვანი?

„ფინანსურად განათლებული მომხმარებელი უკეთ აანალიზებს და იაზრებს სხვადასხვა ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების მნიშვნელობას, მას აქვს საკმარისი ცოდნა და თავდაჯერებულობა, რომ გაკეთოს კარგად ინფორმირებული არჩევანი“ — კობა გვენეტაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. პოდკასტში ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის — ფინანსური განათლების შესახებ; განვიხილავთ, რატომ არის აუცილებელი ამ მიმართულებით საზოგადოების განვითარება, რა კეთდება დღეს საქართველოში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად და რა როლს ასრულებს ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი.

ტექნიკური დეტალები
GUID
715007a95a706749739117a21e748cb9a11a99f1a12d4734cb2826cd3ace4de1
2023-02-27 00:25:18 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | რატომ ვერ პოულობენ დამსაქმებლები და სამსახურის მაძიებლები ერთმანეთს?

რატომ ვერ პოულობენ დამსაქმებლები და სამსახურის მაძიებლები ერთმანეთს? როგორ შეგვცვალა პანდემიამ? როგორ ვიპოვოთ სწორი ადამიანი ჩვენი ორგანიზაციისთვის? რა არის პროფაილინგი და როგორ შეუძლიათ ამ მეთოდის გამოყენება ბიზნესებს? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია მარიამ კვარაცხელია, საკონსულტაციო კომპანია ჰედვაისის თანადამფუძნებელი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
0761657d07cc5628688861a64d7cb02a808d4985576a77ac099404cadd6e4804
2023-02-17 00:43:30 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | როგორ შევარჩიოთ და ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე ?

საინტერესო პოდკასტის ეს ეპიზოდი ჩვენთვის განსაკუთრებულია, ვსაუბრობთ ჩვენს უპირობოდ მოსიყვარულე, ყველაზე ერთგულ, ყველაზე საყვარელ არსებებზე. დღეს ვსაუბრობთ ძაღლებზე. ცუგებზე. ცუგრიკებზე. როგორ შევარჩიოთ ისინი სწორად, როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, როცა მათი ყოლის სურვილი შეგვიპყრობს. საინტერესო პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
fa953bb7f908149db7082cb4bd089298dc20e04b946e674c0bbc86a7c2ca5438
2023-02-14 01:12:58 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ჩვენ ვხდებით ის რაზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობთ

ჩვენ ვხდებით ის, რაზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობთ - ეს სიტყვები დათო ქარცივაძეს ეკუთვნის, დათო საინტერესო მოაზროვნეა, ამჟამად იმედი-ლ ის ბიზნესის განვითარების და მარკეტინგის მიმართულებებს ხელმძღვანელობს. ვსაუბრობთ მენეჯმენტზე და მენეჯერებზე, "წარმატება" ნაპოვნ ხალხზე, რომლებმაც ბედნიერება დაკარგეს, სწავლაზე და ფიქრზე, რომელიც საჭიროა და რომელიც ჭირდება ადამიანს რომ თავი კარგად იგრძნოს, კარგი მენეჯერი იყოს საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
37c2a287a63ba42303d7432a21f4bfd8d146751d9315bda16220dffa00d2e9c8
2023-02-09 00:51:14 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.