პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 15 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ვიპოვოთ საუკეთესო ბიზნეს მოდელი ჩვენი ბიზნესისთვის?

როგორ ვიპოვოთ საუკეთესო ბიზნეს მოდელი ჩვენი ბიზნესისთვის? რა უბიძგებთ ადამიანებს საკუთარი ბიზნესის დაწყებისკენ? სხვა ადამიანების როლი ჩვენი საქმის წარმატებისთვის, როგორ დავიცვათ ბალანსი ცხოვრებასა და სამსახურს შორის და რატომ არის გამოწერის ბიზნესი კარგი გზა ბიზნესის სტაბილურობისთვის. ამ თემებზე მარკეტერის პოდკასტში Spacefarm-ის დამფუძნებელს, ტუსა ღარიბაშვილს ვესაუბრეთ. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
de64a57d7a2783a616b015ed37012e611ab1a2564134356baf57c3edb8c1be81
2020-11-15 00:48:15 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | "ReThink" - ლავირება ახალ რეალობაში

COVID 19-ის კრიზისის გავლენა ბიზნესზე გრძელდება. შედეგები სხვადასხვა ბიზნესისთვის სხვადასხვაგვარი არის და იქნება. აუდიტორულმა კომპანია BDO-ს გლობალურმა ოფისმა შეიმუშავა მოდელი, რომელიც ორგანიზაციებს ძირითად ეტაპების გააზრებაში და გადააზრებაში ეხმარება. "გადააზრება" Re Think ან "ახლებურად დანახვა" ეს არის დღევანდელი პოდკასტის მთავარი თემა, მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ზურაბ ლალაზაშვილი, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO - ს მმართველი პარტნიორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი ყველა ეპიზოდის მოსასმენად: www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
c6193a9772d063e3f9c1d929519f91cd8bd35f9543606b63eac87a4c44ed4a21
2020-10-29 00:34:54 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ინვესტიციის ანბანი

გარკვეულ ეტაპზე, ნებისმიერ ორგანიზაცია თუ ადამიანი დგება ინვესტიციის მოზიდვის ან ფულის დაბანდების საჭიროების წინაშე. ასეთ დროს, ყველა გამოცდილ გზას ეძებს. დღეს, გიორგი ფაილოძესთან ერთად, ვსაუბრობთ ინვესტიციებზე - როგორ ხდება მისი მოზიდვა კომპანიისთვის, რა როლი/ინსტრუმენტი აქვს ამაში საინვესტიციო ბანკს. ასევე ვსაუბრობთ სად ან როგორ შეუძლიათ ფიზიკურ პირებს ინვესტირება. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდი www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
6f8e9238f789742fe59452df4d98a91189d69ff5beda8f7984b45e8c46682c79
2020-10-13 00:46:04 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ ჩამოვაყალიბოთ პიარ სტრატეგია და გუნდი, რომელიც მას აღასრულებს

რა არის PR სტრატეგია? რაში გვჭირდება ან ვინ უნდა იმუშაოს ამ დოკუმენტზე? როგორ მივხვდეთ, PR საკონსულტაციო კომპანია გვჭირდება თუ ძლიერი PR გუნდი? ასევე, როგორ განვსაზღვროთ PR სტრატეგია და როგორ გავზომოთ შედეგები? მარკეტერის პოდკასტის სტუმარია კახა მაღრაძე, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
6ee5fc9b51de548a81b1446c7c2435d69378e80553f420dca94504423cf14a9a
2020-10-06 00:52:25 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ამბის თხრობის ხელოვნება

„ამბის თხრობას, ე.წ. „სთორითელინგს” აქვს ძალა, აუდიტორიამდე, მაქსიმალურად, სრულყოფილად და საინტერესოდ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი. თხრობისთვის კი, ყველა სხვადასხვა ინსტრუმენტს ვიყენებთ - იქნება ეს ამბების კადრებით, ტექსტით, ფოტოებით, მხატვრობით, მუსიკით და ა.შ. მოყოლა. დღეს, როცა ადამიანების ყურადღების მიპყრობა განსაკუთრებულად რთულია, ყველა სფეროში, მათ შორის, მარკეტინგშიც, „სთორითელინგის” უნიკალური შესაძლებლობების შესახებ საუბარი და რეკომენდაციები მის სწორად გამოყენებაზე აქტუალურია. რა არის ამბის თხრობა? რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა ელემენტები სჭირდება კარგ ამბავს, რომ ის კიდევ უფრო ბევრი ადამიანისთვის გახდეს საინტერესო და დასამახსოვრებელი?! - ამ თემაზე სასაუბროდ MOVEMENT-ის თანადამფუძნებელი, ანანო ბაკურაძე მოვიწვიეთ“. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზ

ტექნიკური დეტალები
GUID
06f245f94c03a796072a8f043779488d1f81d0de32fe19f6f64af1eddfa27e70
2020-09-11 00:43:57 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ საუკეთესო გაყიდვების გუნდი?

როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ საუკეთესო გაყიდვების გუნდი? ამ თემაზე სასაუბროთ დავით ჩიკვაიძე მოვიწვიეთ, რომელიც საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ტრენერია. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ ვებგვერდს www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
9732a25afc1d87a7a9589375e9f20ee9e4d7725fbe08270ab9ead7d1cd9b4393
2020-08-26 00:55:02 მისმინე
500 სტარტაპის პირველი თაობა

2020 წელს, უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი - 500 Startups - საქართველოში შემოვიდა. ამ პოდკასტში, პროექტის პირველ თაობასთან ვსაუბრობთ. ყველა დეტალს ნიკა გაბუნია, მარიამ რუსიშვილი და ვანო ჩალაძე გვიყვებიან - როგორ მოხვდნენ, რა ისწავლეს, როგორ განვითარდნენ და რა მოლოდინები აქვთ. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად, ეწვიეთ www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
612ff38ff375595b0a0ca437b62e882235d0cefb7b1aa3c5c4356f8b53f5f52d
2020-08-09 00:53:05 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | გარდაუვალი ცვლილებები დავით ბირმანი

კრიზისი საუკეთესო დროა ძველი პროცედურების გადასახედად. მომხმარებელი შეიცვალა და ცვლილებებიც გარდაუვალია. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ციფრული პროდუქტებისა და მარკეტინგის სპეციალისტი დავით ბირმანი. ვსაუბრობთ ახალ რეალობაზე და იმაზე, თუ როგორ დავიწყოთ გარდაუვალი ცვლილებების დანერგვა და განხორციელება. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად: www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
520feb1675919248afe5bad57927490cf7e4d20f51339f0359575084f9f9d3b4
2020-07-30 00:59:08 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | კაიზენი იაპონური მართვის ფილოსოფია

„კაიზენი” იაპონური ტერმინია, რაც ნიშნავს „ცვლილებას უკეთესობისკენ“, ასევე, „უწყვეტ გაუმჯობესებას“. ეს იაპონური ბიზნესის ფილოსოფიაა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიაში ეკონომიკურ მენეჯმენტსა თუ თანამშრომლების ეფექტურ მართვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს მუდმივად აუმჯობესებს. მარკეტერის პოდკასტის სტუმარია გიორგი ჯოხაძე, „კაიზენ ინსტიტუტის” თანადამფუძნებელი საქართველოში. ვსაუბრობთ „კაიზენზე“, პროცესსა და იმაზე, თუ როგორ დავნერგოთ ეს კულტურა ჩვენს ორგანიზაციაში. თქვენ უსმენთ მარკეტერის პოდკასტს, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
7a5d8182a401875f881a0db242d47a785fc922864ed11510e0f146861cdddbaa
2020-07-16 01:02:10 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | TikTok-ერი. როდის უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი ბრენდი ტიკტოკზე?

ვსაუბრობთ TikTok-ზე - აპლიკაციაზე, რომელიც ვირუსული სისწრაფით ვრცელდება და საკუთარ პლატფორმაზე უკვე ბიზნესსაც იწვევს. "ნუ შექმნით რეკლამას, შექმენით ტიკტოკები" - სწორედ ესაა TikTok-ის მთავარი გზავნილი, ბრენდების მისამართით. უნდა ვიყოთ თუ არა ტიკტოკზე ჩვენი ბრენდით? თუ უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიყოთ? ვსაუბრობთ საქართველოს ბანკის სოციალური მედიის მიმართულების უფროსთან - მარიამ ფერიშვილთან ერთად და ვეძებთ პასუხებს. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ www.podcast.ge

ტექნიკური დეტალები
GUID
9db678a796ff8b4cf0db7c45d0b4cec5ebd9689231007c0b312990f505a77d29
2020-07-08 00:45:24 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.