პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 9 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
საინტერესო პოდკასტი | ChatGPT: AI vs HI შეუძლია თუ არა ჩატბოტს ის, რაც ჩვენ?

დღეს, ტექნოლოგიური განვითარების ამ საფეხურზე, ეს კითხვა საკმაოდ ლეგიტიმურია, რადგან თითქმის ყველას, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, ის უკვე თავში გვიტრიალებს, რადგან სულ უფრო და უფრო ახლოს მივდივართ ამ სცენარისკენ - ბოტები წერენ სცენარებს, ქმნიან არტს, ბიზნეს სტრატეგიებს, გვიწევენ იურიდულ კონსულტაციას. თუმცა, მთავარი კითხვა მაინც ისაა, რამდენად შეუძლიათ მათ შესაძლებლობებს ჩაანაცვლოს ადამიანები? ამ ჟანრის ბოლო დროის ჰაილაითი, ChatGPT არის ჩვენი დღევანდელი განსახილველი თემა და ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი და ჩატბოტები. როგორ მუშაობენ ისინი, რა ლოგიკებია მათ უკან, რა უმთავრესი სხვაობებია ადამიანურ და ხელოვნურ ინტელექტებს შორის და ზოგადად, სასარგებლოა თუ არა კაცობრიობისთვის ის ტექნოლოგიური რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. საინტერესო პოდკასტის სტუმრები არიან: პროგრამისტი თემო ჩიჩუა და იურისტი, საბა

ტექნიკური დეტალები
GUID
21efb7a72b9fa46171978a09761d1902ae42da03c55188d1865bb7bde0c0aeea
2023-02-01 01:09:13 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ლექსუსის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი

რეკოდრული წლის შემდეგ, 27 წლის ასაკში შაკო ციხელაშვილი ტოვებს ლექსუსის მარკეტინგის და გაყიდვების უფროსის პოზიციას და ლექსუს თბილისის დირექტორი ხდება. ვსაუბრობთ: როგორ გადაიკვეთა მისი და ავტოინდუსტრიის გზები? როგორ შეიქმნა და რაზე დგას ლექსუსი ბრენდი? როგორ ხედავენ ავტოინდუსტრიის მომავალს ლექსუსში? მარკტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
50ca126d65647d061a6f6b44acc795e55c2e06e98dae5c1d93c204b8d28b0225
2023-01-20 00:40:33 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | რამდენად კარგად იცნობს შფოთვას?

რამდენად კარგად იცნობთ შფოთვას? შფოთვა, ცნობილი როგორც Anxiety, დღესდღეობით უამრავი ადამიანის თანმდევი მეგობარია, როგორც WHO-მ ბოლოს 2017 გვითხრა, დაახლეობით 264 მილიონ ადამიანს აქვს შფოთვითი აშლილობები გლობალურად, თუმცა, ეს ციფრები, ჩემი ღრმა რწმენით გააააცილებით მეტი იქნება დღესდღეობით. შფოთვაზე რომ ვისაუბროთ, ის სრულიად ნორმალური შეგრძნებაა, სასარგებლოც კი გარკვეული დოზით, რადგან სწორედ ის გვიცავს მოსალოდნელი, ოღონდ რაციონალური საფრთისხგან. თუ ეს შფოთვა არის განგრძობითი, ქრონიკული და ინტენსიური, რასაც თან ახლავს უცნაური შეგრძნებები, რომლებიც, რაც ყველაზე საყურადღებოა, ისე გვეწვევა ხოლმე, დაუპატიჟებლად, საერთოდ რომ ვერც ვიგებთ, რის გამო და რატომ მოვიდნენ და ზოგჯერ ეს ყველაფერი საერთოდ ტრიუმფალური ფინიშით - პანიკური შეტევით სრულდება, ესეიგი, პრობლემა გვაქვს და მასაც ზუსტად ისევე სჭირდება

ტექნიკური დეტალები
GUID
d3aa96d49a7bd501a8e7a4ffb7457c16d7067f379d29b6376b7a8bb6a6195fb2
2023-01-18 00:58:03 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | როგორ გადმოინაცვლა ჯანმრთელობაზე ზრუნვამ ჩვენს გაჯეტებში?

თქვენც შეამჩნიეთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვამ ნელ-ნელა ჩვენს მობილურებში, საათებსა და სხვადასხვა დივაისში გადმოინაცვლა? როგორ შეიცვალა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მედიცინა ტექნოლოგიების დახმარებით? რა შესაძლებლობები არსებობს დღეს გლობალურად და ლოკალურად? ეს სფერო ჩვენთან ძალიან ახალია და, შეიძლება ითქვას, პირველ ნაბიჯებს დგამს... თუმცა, ალბათ, ისევე, როგორც ეს ბანკინგში მოხდა, აქაც გარდაუვალია ჩვენი სამომავლო გაციფრულება. დღეს კი სტუმრად გვყავს „ექიმოს“, ჯანმრთელობაზე ზრუნვის აპლიკაციის, CEO — ირაკლი მირზიკაშვილი.

ტექნიკური დეტალები
GUID
481f84be5c7bd13418caccab24a956e5657777a79a9a8c40abd979825d2b3453
2022-12-29 00:53:51 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | როგორ შეიცვალა ფეხბურთი და მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წლიდან დღემდე?

დღევანდელი პოდკასტი იქნება ისეთ თემაზე, რომელიც დღეს ახალ წელზე უფრო აქტუალურია. ამჟამინდელი მონაცემებით ამ თამაშს 275 მილიონი ადამიანი თამაშობს საიდანაც, 13 მილიონი ქალია. ანუ, ვსაუბრობთ ყვეეეელაზე ყურებად სპორტზე, ფეხბურთზე. და დიახ, ეს პოდკასტი ალბათ მხოლოდ მას მოეწონება, ვისაც ფეხბურთი უყვარს. თუმცა, ისეთ საკითხებსაც შევეხებით, ვეცდებით, არამოყვარულებიც დავაინტერესოთ. როგორია მსოფლიო ჩემპიონატის ევოლუცია 1930 წლიდან 2022 წლამდე, ურუგუაიდან-კატარამდე, როგორ შეიცვალა ფეხბურთი მარადონადან-მესიმდე, როგორ შევიცვალეთ ჩვენ, ქომაგები. ამ ყველაფერზე მეთორმეტე მოთამაშე, ჟურნალისტი და დიჯეი - გიორგი ზურაბიშვილი გაგვესაუბრება. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
4388510d1985c7c4ee2c5ab888d46aa53f76ab5d66bf16b9048c63f037e9d051
2022-12-17 00:55:22 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | სამზარეულოს მენეჯმენტი

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია ირაკლი ასათიანი, სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი და სამზარეულოს ომების ჟიური რას ნიშნავს და როგორ კეთდება სამზარეულოს მენეჯმენტი? რა შეცდომებს უშვებენ სტარტაპები, რომლებიც ახალ კვების ობიექტებს ქმნიან? როგორ ვამოტივიროთ და ვმართოთ გუნდი სამზარეულოში? რა კერძები უყვართ საქართველოში და რას არ პატიობენ ბრენდებს? მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
ac08aea4115b814e4021f2b584a314fc00c2a2c5e3cf2ccf56d4681e49cbed84
2022-12-15 00:56:57 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | ქარუს გზა უარყოფიდან წარმატებამდე - ნიკა აბაშიძე

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია CARU-ს დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე. ნიკა გვიყვება თავის გზაზე, რომელმაც ბიზნესის კეთების სურვილი გაუჩინა და იმ მოგზაურობაზე რომელიც სტარტაპთან ერთად გაიარა. სტარტაპის ცხოვრებაში ყველაფერი მარტივი არ ყოფილა და არ არის, მაგრამ ნიკას გამოცდილება ბევრს ისტორიად, ბევრს კი საქმეში გამოგადგებათ. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
c3a477b083ec1cc5b39a9fe6274a5876ae2586ce87ac07946b39f21a1f7f7477
2022-12-02 00:49:34 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | სწრაფი მოდა: როგორ ვაზიანებთ დედამიწას ჩვენი გარდერობით?

იცით, რამხელაა ზიანი, რომელსაც დედამიწას, ადამიანებს და ცხოველებს ვაყენებთ მხოლოდ იმით, რომ ტანსაცმელს ხშირად ვყიდულობთ? ავიღოთ 1 ცალი თეთრი ბამბის მაისური, ის, რაც ყველას გვაქვს გარდერობში და განვიხილოთ, რა დგას ამ ერთი მაისურის უკან: 2700 ლიტრი წყალი, ეს არის რაოდენობა, რომელიც დაახლოებით 30 აბაზანას შეავსებს. საინტერესო პოდკასტის სტუმარია გიორგი ჩუგოშვილი, ფაბერის თანადამფუძნებელი

ტექნიკური დეტალები
GUID
769617aa8c989531f1d46bb9288c835f23f35c266e6f1c5520d87999b83bb24b
2022-12-02 00:55:36 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | სიცოცხლე დედამიწის მიღმა: ვართ თუ არა „მარტო სახლში?“

ოდესღაც სამყაროს ცენტრად დედამიწა განიხილებოდა, თუმცა, დღეს, ასეთი სწრაფი განვითარების და აღმოჩენების ხანაში, ვიცით, რომ მილქი ვეის გალაქტიკაში ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი ვართ ტრილიონობით პლანეტიდან და თანაც ზომით პატარებს შორის. თუმცა, დღესაც კი, საოცარი ტელესკოპების ხელში და ნასას დაჟინებული მცდელობების მიუხადავად, დედამიწა მაინც რჩება იმ დადასტურებულად ერთადერთ ადგილად, რომელიც სიცოცხლეს მასპინძლობს. როდესაც ვსაუბრობთ სიცოცხლეზე დედამიწის მიღმა, თავში, გვინდა არ გვინდა, მაინც პატარა მწვანე კაცუნები გვიხტებიან. მე პირადად ტიმ ბარტონის Mars Attacks-დან მახსენდება ძაან ღრმა ბავშვობიდან არც ისე საყვარელი უცხოპლანეტელები უსაყვარლესი ხმებით. თუმცა, ეს ფილმების და მულტფილმების დამსახურებაა. როცა ვსაუბრობთ დედამიწის მიღმა სიცოცხლეზე, იგულისხმება სუუულ პატარა სიცოცხლის ნიშნებიც, მიკრო ორგანიზმებიც, ბა

ტექნიკური დეტალები
GUID
ca39172eb16b13ec1c33d512825738725dfa433419def55a6d5cfd006951849f
2022-11-25 00:36:27 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | კომუნიკაციის ახალი გზები

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია გიორგი კონტუაძე, მარკეტინგის და კომუნიკაციების ექსპერტი. გიორგი რამდენიმე გამორჩეული ბიზნესის თანადამფუძნებელია: საკომუნიკაციო სააგენტო კრაკენი, გიფერი, ბურგერ ინი და ალკოჰოლი. გიორგისთან ერთად ვსაუბრობთ მის გზაზე და მოხმარებელთან საკომუნიკაციო არხებზე. სად უნდა ვიყოთ? ვის როგორ ვესაუბროთ. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
7c89d0b00dea3284a0ec8056656f60345322f21e3a8a80de99faf4ff8656ebca
2022-11-24 00:46:49 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.