პოდკასტის დეტალები

Marketer.ge Podcast

Marketer.ge

აღწერა

Georgian podcast about Business, marketing, management and startups. პოდკასტი ბიზნესზე, მარკეტინგზე, მენეჯმენტზე და სტარტაპებზე. პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი ბიზნესი

დეტალები

პოდკასტის უახლესი ეპიზოდები

172 ეპიზოდები ხელმისაწვდომია · გვერდი 5 18-დან

ეპიზოდი და შინაარსითარიღიხანგრძლივობამისმინე
საინტერესო პოდკასტი | ყველაფერი გაუნათლებლობის ბრალია

დღევანდელი პოდკასტის თემა გულწრფელად ძალიან სენსიტიურია: თანამედროვე სასკოლო სისტემა, სკოლის როლი ბავშვის ცხოვრებაში, განათლება და ცოდნა. აკადემიური ცოდნის მიღმა, უნდა ზრუნავდეს თუ არა სკოლა მოსწავლის ემოციურ და სოციალურ ინტელექტზეც? როგორია კარგი პედაგოგი? რა როლი აქვს სკოლას ბავშვის მიერ სამომავლო პროფესიის შერჩევაში? დღევანდელი ჩვენი სტუმარი თავად გახლავთ წარსულში მათემატიკის მასწავლებელი, ხოლო დღეს „მწვანე სკოლის“ დამფუძნებელი - ბაკურ სულაკაური.

ტექნიკური დეტალები
GUID
0d88fcaba41fc138bd09fcda100884461754b7e7c7714a1028a2e63705e1d30a
2023-12-12 00:45:44 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | როგორია რეალურად ჩვენი ნერვული სისტემა?

წარმოგიდგენიათ ვიზუალურად, როგორ მუშაობს და რაზეა პასუხისმგებელი ნერვული სისტემა? რომელია ის ძირითადი ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელ ჩვენს სტუმართან, ბავშვთა ნევროლოგთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არჩეულ რექტორთან - პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან.

ტექნიკური დეტალები
GUID
d2eaaa63ab3e08f2d3ffb982ecee04e972550591e44542bb08aed21be2089e58
2023-12-05 00:46:25 მისმინე
საინტერესო პოდკასტი l რა არის და როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები?

ტექნოლოგიების საუკუნეში, საავტორო უფლებები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დარღვევად უფლებათაგანია. ამის მიზეზი კი ძირითადად ის არის, რომ ხშირად აღნიშნული უფლებების გაგება თუ აღქმა ჭირს როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის და მედიის წრეებშიც. რა სახის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს საავტორო უფლებები, როდის წარმოიშვება იგი და რა გამოწვევები ახლავს მას ინტერნეტისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. „საინტერესო პოდკასტის“ სტუმარია მირიან კულულაშვილი, საავტორო უფლებების ექსპერტი, მუსიკალური კომპანია Bloom Music-ის თანადამფუძნებელი. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი პოდკასტის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
89699c29a3df738725b4689a0b5dfa2ac5b06b1fbf178414a996e41ca833b1f0
2023-11-30 01:10:42 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | ქართველი Data Scientist IKEA-ში

როგორია იკეას სამუშაო გარემო? როგორ მიდის იკეას AI-ზე მუშაობა? როდის შემოვა ბრენდი საქართველოში? გიორგი კოკაია არის დღეს საინტერესო პოდკასტის სტუმარი, განათლებით ფიზიკოსი, რომელმაც ბევრი წელი იცხოვრა შვედეთში, სადაც თავდაპირველად დაიწყო იკეაში მუშაობა გაყიდვებისა და ფრომოუშენის ანალიტიკის მიმართულებით, ხოლო დღესდღეობით ის იკეა ამსტერდამის Data Scientist-ია და იკეას AI-ზე მუშაობს. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

ტექნიკური დეტალები
GUID
b0fd3a1599c3d3f57e3ccfaa71bbae9956539c61508dfc12d45aee0e9808f3e8
2023-11-21 00:53:11 მისმინე
საინტერესო პოდკასტი l რა საიდუმლოს ინახავს თბილისის ისტორიული უბნები

ტურიზმის როლის განვითარებასთან ერთად, საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება იმ სერვისების მიწოდებაც, რაც ტურისტების ქვეყნისადმი ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს. ერთ-ერთი რა თქმა უნდა თბილისის უძველესი უბნები, ულამაზესი არქიტექტურა და ამ ყველაფრის უნიკალური ისტორიაა. სწორედ ამ მიზნით და ამბიციით, ქალაქში უკვე რამდენიმე წელია რაც Tbilisi Free Walking Tours არსებობს. რა ამბებს ინახავს ძველი თბილისის ქუჩები თუ შენობები? რა აინტერესებთ ყველაზე მეტად ქალაქის სტუმრებს? როგორია ტურისტული გიდების სამუშაო და რა შესაძლებლობებია ამ სფეროში კიდევ დარჩენილი. საინტერესო პოდკასტის სტუმარია ლევან გიორგაძე, Tbilisi Free Walking Tour-ის დამფუძნებელი და გიდი. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი წარმდგენი: საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
c1829dbfec2e500e1c522d8ac1d8a87daf751904dc9d17398df51aa056d58f95
2023-11-15 01:05:49 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | კრეატიული ფარდის მიღმა

რა გზას გადის ბრენდი სრულყოფილად ჩამოყალიბებამდე? როგორ ხდება სააგენტოებში პროცესების მართვა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები სააგენტოებსა და კლიენტებს შორის წარმატებული თანამშრომლობისთვის? მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი სტუმარია ნუკა შევარდნაძე-მარკეტერი და საკომუნიკაციო სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი. მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
b03a5117c2e29f5a698e5035a4709a71b43c8e56683d63b62bd287de6729abb6
2023-11-10 00:47:44 მისმინე
საინტერესო პოდკასტი | რა გავლენა აქვს სტრესს მენტალურ ჯანმრთელობაზე

ცხოვრების აჩქარებული ტემპი და 21-ე საუკუნის მოთხოვნები პირდაპირპროპორციულად ზრდის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს და სტრესის დოზებს. • რა ფიზიკური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა? • შესაძლებელია, რომ სტრესმა მიგვიყვანოს პრობლემებამდე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა...? • რა განაპირობებს ადამიანების სხვადასხვა რეაქციას სტრესზე? დღევანდელ პოდკასტში, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი ქეთევან სილაგაძე აგვიხსნის რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ თანამედროვე ადამიანები, როგორი გავლენა აქვს სტრესს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რა არის ის ზღვარი, რომლის იქითაც, სტრესი აღემატება „ნორმებს“ და არსებობს თუ არა გზები, დავარეგულიროთ ჩვენი რეაქციები და შევცვალოთ ჩვენი აღქმები მის მიმართ. საინტერესო პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი.

ტექნიკური დეტალები
GUID
a8e9c0c79437acaf35048994a42aa39e629ea21801ce2c8b2bf53d028d61220f
2023-11-07 01:18:55 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | რა შეუძლია კვლევას?

რა შეუძლია კვლევას? რა ძირითადი გამოწვევებია კვლევით და საკონსულტაციო დარგში? მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი თემაა კვლევები - მარკეტინგული და სოციალური კვლევები, მონაცემები რომლებზე დაყრდნობითაც მსხვილი კომპანიები ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ამ თემაზე კვლევითი კომპანია ანოვას თანადამფუძნებელ, ქრისტინე ლორთქიფანიესთან ერთად ვისაუბრებთ მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი

ტექნიკური დეტალები
GUID
1e546067e308eccf569e4ce638c62657c6b1266ebd9b147a1a9a482f34ca07e1
2023-11-03 00:47:24 მისმინე
საინტერესო პოდკასტი l მუსიკალური მოწყობილობები Designed In Georgia

ელექტრული ინჟინერია თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფუნდამენტია. მიუხედავად იმისა რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეს სფერო კარგა ხანია ისწავლება, რეზულტატი და ამ ცოდნისგან მიღებული პროდუქტების რაოდენობაც ძალიან მცირეა. როგორ იქმნება ქართული მუსიკალური მოწყობილობები? რა გამოწვევები აქვს ამ სფეროს საქართველოში და რა ცოდნაა საჭირო საბოლოო პროდუქტის მისაღებად? ვინ არიან მისი მომხმარებლები და მომავალში კიდევ რას შეიძლება დაეწეროს Designed In Georgia? ამ თემაზე სასაუბროდ, საინტერესო პოდკასტში ორი ახალგაზრდა დიზაინერი და ელექტრული ინჟინერი, დავით მალანია და ივა სალუქვაძე მოვიწვიეთ, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ Ambient.Ge-ს ბრენდის ქვეშ პირველი ქართული მოდულარული სინთეზატორები შექმნეს. წამყვანი: ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი პოდკასტის წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ტექნიკური დეტალები
GUID
8f6713e6a1bd8b64a6b0cd4a823f6d907fd6cc057ebc5c23c202333f3a84f5fe
2023-10-31 00:49:52 მისმინე
მარკეტერის პოდკასტი | რა არის და როგორ მუშაობს კორპორატიული გაყიდვები?

მარკეტერის პოდკასტის დღევანდელი თემაა კორპორაციული გაყიდვები - რა არის და როგორ მუშაობს ის? ამ თემაზე, GD Alco-ს ბრენდ მენეჯერთან, გიორგი იმერლიშვილთან ერთად ვსაუბრობთ. * რა ეტაპებს მოიცავს და რა მიდგომების გამოყენებაა ეფექტური კორპორაციულ გაყიდვების პროცესში? * რა არის ყველაზე გავრცელებული გამოწვევები კორპორაციულ გაყიდვებში? * რა გვჭირდება კორპორაციული გაყიდვების პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის? მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.

ტექნიკური დეტალები
GUID
2d9b646de2403730aac01281245f707c1ddb1c32d6c2016de0b2d7061b5682b0
2023-10-27 00:53:03 მისმინე

მეტი Marketer.ge-დან

ამ შემქმნელის სხვა გამოქვეყნებული პოდკასტი ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი.

პოდკასტის მონაცემები და ნამუშევრები ეკუთვნის მათ შემქმნელებსა და გამომცემლებს. ეს საიტი გთავაზობთ მხოლოდ დირექტორიაში მონაცემებს და წყაროს ბმულებს.